• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! Loro Piana-ს, ჩინელი მუშების ექსპლუატაციის გამო, სასამართლო ზედამხედველობა დაუწესდა

July 27, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

Reuters-ის ინფორმაციით, ქაშმირის მწარმოებელი ბრენდი Loro Piana უკანონო შრომის გამოყენებისა და მომარაგების ჯაჭვში არსებული დარღვევების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვების ქვეშ მოექცა. Loro Piana – თან დაკავშირებული შემთხვევა ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილია, რომელმაც მსგავსი დარღვევები ლუქს კლასის სხვა მწარმოებლებთანაც გამოავლინა, მათ შორის არიან Armani, Valentino და სხვები.

 

 

Loro Piana სასამართლო კონტროლის ქვეშ ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ისევე, როგორც სხვა იტალიური ლუქს ბრენდების შემთხვევაში, ქაშმირის მწარმოებელთან გარე მმართველობა შესაძლოა ვადამდე შეწყდეს, თუ კომპანია თავის საქმიანობას კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს.

გამოძიება Loro Piana-ს საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2024 წლის მაისში მილანის შრომის ინსპექციის პოლიციამ ერთ-ერთი ჩინური სახელოსნოს მფლობელი დააკავა და მილანის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მდებარე საწარმო დალუქა.

პოლიციამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოში Loro Piana-ს ქაშმირის ქურთუკებს 10 ჩინელი მუშა, მათ შორის 5 არალეგალი მიგრანტი კერავდა. ჩინელი მუშები კვირაში 90 საათამდე, საათში მხოლოდ 4 ევროდ, დასვენების გარეშე მუშაობდნენ და იმავე საწარმოში უკანონოდ მოწყობილ ოთახებში ცხოვრობდნენ.

 

 

მილანის სასამართლომ დაადგინა, რომ Loro Piana-მ წარმოება ქვეკონტრაქტორებს ორი ფიქტიური კომპანიის მეშვეობით ჩააბარა, რომლებსაც თავად საწარმოო რესურსები არ გააჩნდათ.

ფიქტიური შუამავალი კომპანიის მფლობელის განცხადებით, მისი საწარმო Loro Piana-თვის წელიწადში დაახლოებით, 6–7 ათას ქურთუკს კერავდა. რაც შეეხება ფასს, როცა შეკვეთა 100 ერთეულზე მეტი იყო, ქურთუკი ფასი 118 ევროს შეადგენდა, როცა ნაკლები – 128 ევროს. ცნობისთვის, Loro Piana-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მამაკაცის ქაშმირის ქურთუკების ფასი 3-დან 5 ათას ევრომდე მერყეობს.

 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Loro Piana ვალდებულია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოაწესრიგოს შრომითი პრაქტიკა ჩინელ მუშებთან მიმართებაში ისე, რომ სრულად შეესაბამებოდეს იტალიურ კანონმდებლობას. თუ სასამართლო დაასკვნის, რომ კომპანიამ თავისი პოლიტიკა გააუმჯობესა, ზედამხედველობა შეწყდება.

და ბოლოს, კომპანია Loro Piana 1924 შეიქმნა. საწარმოს ხელმძღვანელი დიზაინერი პიეტრო ლორო პიანა იყო, რომელმაც მამისგან მემკვიდრეობით საქსოვი ფაბრიკა მიიღო.

1940 წელს პიეტრომ კომპანიის მართვა ძმისშვილს,  ჩააბარა, რომლის წყალობითაც Loro Piana პროდუქციის მიწოდება ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და იაპონიის მრავალ ქვეყანაში დაიწყო. 1970-იან წლებში კომპანიის მართვა ძმებ სერხიო და პიერ ლუიჯის (ოჯახის შემდეგი თაობის წარმომადგენლები) გადაეცათ.

 

 

სერხიო და პიერ ლუიჯის დროს ქაშმირი დახვეწილობისა და არისტოკრატიის სიმბოლოდ იქცა. საუკეთესო ნედლეულის მისაღებად, ძმებმა თავად დაიწყეს ძვირფასი ცხოველების – ქაშმირის თხების, ლამების, ალპაკების საცხოვრებელი ადგილების დაზვერვა. მალე საწარმოს ფილიალები მთელ მსოფლიოში გაიხსნა.

Loro Piana-ს ბრენდი რეგულარულად წარმოადგენს თავის კოლექციებს მილანში გამართულ prêt-a-porter მოდის კვირეულზე და მაღალი მოდის გამოფენებზე მსოფლიოს მასშტაბით.

 

ასევე გაეცანი

#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი
OK! News

#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი

November 27, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
OK! News

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?
OK! News

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა
OK! News

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

October 2, 2021
#OK! ირინა შეიკი ბრიტნი სპირსის მაისურით გამოჩნდა – მოდელი 4 წლის ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

#OK! ირინა შეიკი ბრიტნი სპირსის მაისურით გამოჩნდა – მოდელი 4 წლის ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

April 13, 2021
#OK! „ხეირი ნახე“ − საოჯახო პროდუქტების მიწოდება სახლის კარამდე

#OK! „ხეირი ნახე“ − საოჯახო პროდუქტების მიწოდება სახლის კარამდე

March 11, 2021
#OK! Dadvan’s Beauty Room – ადგილი, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის

#OK! Dadvan’s Beauty Room – ადგილი, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის

January 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

November 21, 2025
#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

November 22, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები