• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! 40+ ქალის ცხოვრების ახალი ეტაპი ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

July 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„მე არ ვარ ჩემი ასაკი, მე ვარ ჩემი ენერგია, ჩემი სურვილები, ჩემი სიბრძნე“, – მაია ანჯელოუ.

ჰოდა, დაე იყოს ჩვენი ცხოვრების შემდეგი ნაწილი 40 წლიდან უფრო ენერგიული, სიბრძნითა და სურვილებით სავსე. 40 წლის შემდეგ იწყება ცხოვრების ის ეტაპი, როცა ქალს აღარ სჭირდება საკუთარ თავში ეჭვი შეიტანოს. მან უკვე იცის თავის ფასი, იცის რა აღარ უნდა და რა აშინებს ნაკლებად. ეს არის გაბედულების და საკუთარი ცხოვრების სრულად ფლობის დრო. ეს არის პერიოდი, როცა გამოცდილება სიბრძნედ იქცევა და სურვილები – გეგმებად. დროა, თავიდან დავწეროთ საკუთარი თავი, მაგრამ ამჯერად – ჩვენი წესებით. 40+ ქალის ცხოვრების გარდამტეხი ეტაპია, სავსე როგორც ემოციური, ისე ფიზიოლოგიური ცვლილებებით. ეს ის ასაკია, როცა უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ჩვენს თავს, ჩვენს ემოციებს და ჩვენს სხეულს. ქალის საუკეთესო პერიოდზე სასაუბროდ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის და ფონდის „შენთვის“ დამფუძნებელს, ნინო მუსერიძეს ვეწვიეთ. ექიმ-მორფოლოგს, ემბრიოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს და პროფესორს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში დიდი გამოცდილებითა და თანამედროვე ხედვებით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, ქალის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე – დედობაზეც ვესაუბრეთ. რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ ასაკში ქალმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს მან, თუ ამ ასაკში გადაწყვიტა გახდეს დედა…

 

 

ნინო, როგორ ფიქრობთ, რა ეტაპი იწყება 40 წლიდან ქალის ცხოვრებაში?

თვითშეფასების – თავდაჯერებულობის, რესურსების ბოლომდე გამოყენების. რეალურად, ქალი 40 წლის შემდეგ არის ისეთი, როგორიც უნდა, რომ იყოს. პროფესიონალი და წარმატებული, და ამ დროს, ასაკი მართლაც რომ მხოლოდ ციფრებია.

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

რა თქმა უნდა, ვეთანხმები. თუმცა, როცა ქალს მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობა აინტერესებს, მაშინ ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ ქალს აქვს ბიოლოგიური ასაკი. სწორედ ამიტომ თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ 18 წლის ასაკიდან აუცილებელია იცოდეთ, თუ რა რეპროდუქციული რეზერვი გაქვთ, რომ გონივრულად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპები. ქალისთვის დედობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლება, კარიერული ზრდა, ამიტომ სწორად უნდა გადაანაწილოს რესურსი და დრო, რომ დედობამ და კარიერამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. წარმატებული ქალი არის ბედნიერიც, ლაღიც და პროდუქტიულიც…

 

დედობა…

არასოდესაა გვიან, დედობა ყველა ასაკში დროულია. დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორც 20 წლის გოგოსთვის, ასევე 40 წლის ქალისთვის. ზოგი ადამიანი იბადება დედად, ზოგი კი მოწიფულ ასაკში ხვდება, რომ დედობა სურს. ასაკს ვერ განსაზღვრავ, თუ როდის გახდე დედა, რადგან ეს ინდივიდუალურია.

ძალიან მნიშვნელოვანია გოგონებმა გაითვალისწინონ, – თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას, თუ არ აპირებთ ჯერ შვილის გაჩენას, აუცილებლად უნდა შეინახოთ თქვენი ბიოლოგიური მასალა. შესაბამისად, ნებისმიერ დროს, როცა თქვენ გადაწყვეტთ, შეძლებთ გახდეთ დედა.

 

 

1 of 4
- +

1.

2.

3.

4.

 

რა მნიშვნელობა აქვს ასაკს ორსულობის მიმდინარეობისას?

ორსულობის მიმდინარეობისას ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაცილებით მეტია რისკი თანმხლები დაავადებების და შეწყვეტილი ორსულობის. ჩვენ ვცდილობთ გავაფრთხილოთ დედები, განსაკუთრებით 50+ ქალები, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ ამ მდგომარეობაში თავს და ნაყოფს, უფრო მეტი ვიზიტია საჭირო ექიმთან, ვიდრე ჩვეულებრივ 30 წლამდე ასაკში.

 

 

თავად რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც პირველად შექმენით განაყოფიერებული კვერცხუჯრედი?

ვიტირე. ძალიან ემოციური იყო, როცა შევქმენი და დავინახე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი – ჩემს ხელში დაიბადა ახალი სიცოცხლე. იმდენ რამეს ვაკეთებთ, სიცოცხლის მოსავლენად, რომ მისი ხელყოფა ჩვენთვის არის დიდი დანაშაული.

ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის – სწორედ ეს არის GGRC-ის მთავარი პრინციპიც.

რომელი თვისება, რა მოცემულობა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?

მადლიერება. მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, ყველა ადამიანის, ვინც ამ გზის გავლაში დამეხმარა. 40 წლის ვიყავი, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და გარკვეულ მომენტში ვიფიქრე, რომ საქმე საკმაოდ რთულად იყო. იმ პერიოდში, როცა მიჭირდა და ადამიანები მხარში ამომიდგნენ, ჩემში ბევრი რამის გადაფასება მოხდა. მე ვფიქრობ, მადლიერებაზე დგას ყველაფერი.

მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, ადამიანებით, მათი სიხარულით და მუდამ ვცდილობ, რომ თუკი შემიძლია, აუცილებლად დავეხმარო – არ აქვს მნიშვნელობა, ახლობელია თუ სრულიად უცხო. მგონია, რომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრება და შესაძლებლობები. მადლიერი უნდა ვიყოთ თითოეული დღისთვის.

 

 

1 of 3
- +

1.

2.

3.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გვანცა ზარქუა / მემო სტუდია

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

December 12, 2025
#OK! 46 წლის ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის კამილა მორონესთან ერთად სანაპიროზე ისვენებს: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! 46 წლის ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის კამილა მორონესთან ერთად სანაპიროზე ისვენებს: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

March 31, 2021
#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

May 31, 2022
#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

October 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები