• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კოვიდპანდემიის პირობებში დაარსებული ბრენდი, რომელიც დიდი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე. გარემოებები, რომლებიც მსოფლიოს ყოველდღიურობას ცვლის, ზოგისთვის სირთულესთან, ზოგისთვის კი ახალ შესაძლებლობასთან ასოცირდება. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც სწორედ იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, ვინც სირთულეში წარმატების შანსს ხედავს.

 

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი მაღაზიის შესახებ. რამდენი ხანია რაც გაიხსნა?

მე გახლავართ მალვინა დოლიძე, 32 წლის, პროფესიით მოდელიორი ქალაქ ბათუმიდან. ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე და 9 წლის შვილი. ჩემი მაღაზია „საოჯახო ტექსტილი და საბავშვო ტანსაცმელი“ 2020 წლის 12 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

 

 

როგორ გაჩნდა „საოჯახო ტექსტილისა და საბავშვო ტანსაცმლის“ მაღაზიის შექმნის იდეა?

კოვიდპანდემიის პერიოდში, როდესაც ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა და მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული სახლიდან გაუსვლელად კომფორტული და ხარისხიანი პროდუქტის შეძენა. არსებული გარემოება მაპროვოცირებელი იყო იმის, რისგანაც მაღაზიის გახსნის იდეა დაიბადა, როგორც პასუხი იმდროინდელ რეალურ გამოწვევებზე. ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა როგორც საოჯახო თეთრეული, ასევე ჩვილის სამოსი.

 

გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები. რა გამოწვევებს წააწყდით ბიზნესის საწყის ეტაპზე და როგორ დაძლიეთ ისინი?

როგორც უკვე აღვნიშნე, კოვიდ 19-ის პერიოდი არაერთ სირთულესთან, გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. მთავარი და ერთადერთი გამოწვევაც სწორედ ეს იყო. არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, დაიმკვიდრებდა თუ არა არსებული იდეა საკუთარ ადგილს ბაზარზე, თანაც ონლაინრეჟიმში. ეტაპობრივად დავძლიეთ გამოწვევები და ჩვენივე ხარისხით მოვახერხეთ მოგვეპოვებინა მომხმარებლების ნდობა.

 

 

როგორ არჩევთ ქსოვილებსა და მასალას, ადგილობრივია, იმპორტული თუ ორივე?

ქსოვილებსა და მასალას ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევ, რადგან ჩემთვის ხარისხი გადამწყვეტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალ სიცოცხლეს ეხება. ვირჩევ იმპორტულ ნაწარმს, ძირითადად თურქეთიდან, რადგან ხარისხიანი და სერტიფიცირებული პროდუქციის შერჩევაა შესაძლებელი. ყველანაირი გზით ვრწმუნდები იმაში, რომ ჩემს მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტს ვთავაზობ. ჩამოტანამდე ყოველთვის ვამოწმებ არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ მასალის მდგრადობას და უსაფრთხოებას, რაც ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

როგორ ინარჩუნებთ ხარისხს და მომხმარებლის კმაყოფილებას?

კმაყოფილი მომხმარებელი ჩემთვის პრიორიტეტია. ამასთან ერთად, ძალიან დიდი მოტივაცია. თითოეულ პროდუქციას დეტალურად ვამოწმებ, რომ ყველანაირი წესის დაცვით იყოს შეკერილი და დამუშავებული. ამ ყველაფრის ერთიანობა იწვევს მომხმარებლების ნდობასა და კმაყოფილებას.

 

სად მდებარეობს მაღაზია? არის თუ არა შესაძლებელი პროდუქციის ონლაინ შეძენა?

მაღაზია მდებარეობს ქალაქ ბათუმში, დავით აღმაშენებლის 42 ნომერში. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შეუძლია ადგილზე შეიძინოს სასურველი კოლექცია, ასევე, ვმუშაობთ ონლაინრეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.

 

გეგმავთ თუ არა პროდუქციის ხაზის გაფართოებას ან ბათუმის გარდა სხვა ქალაქებში გასვლას?

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეორე ფილიალი 2021 წლის 12 ივლისს გაიხსნა თბილისში, „ლილო მოლის“ ბაზრობაზე. ადგილზე მისულ მომხმარებლებს დახვდებათ ტექსტილის ხაზი ყველასთვის მისაღებ ფასად. სამომავლოდ ვგეგმავ საბავშვო ხაზის გაფართოებასაც.

 

 

 

რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა ფიქრობს მსგავსი ბიზნესის დაწყებას?

ყველაზე მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ნუ დაელოდებით იდეალურ დროს, გაბედეთ დაწყება იმით, რაც უკვე არსებობს. გზად ბევრი დაბრკოლებაა, ბევრი შეცდომა. ყოველი დღე წინსვლისა და ახლის სწავლის შანსია. განვითარებისკენ სწრაფვა, სიმშვიდე და მოთმინება აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.

 

ტექსტი: ანნო ბუხრაშვილი

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას
OK! News

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგი აზალეას გლამურული იმიჯი! რეპერი პრესტიჟული რესტორნის დატოვებისას შენიშნეს!

#OK! იგი აზალეას გლამურული იმიჯი! რეპერი პრესტიჟული რესტორნის დატოვებისას შენიშნეს!

May 18, 2021
#OK! დღეს შერი 77 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს შერი 77 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

May 20, 2023
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

March 24, 2021
#OK! ზენდეია Valentino-ს ოტ კუტიურით ოსკარების 93-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! ზენდეია Valentino-ს ოტ კუტიურით ოსკარების 93-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

April 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები