• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი

June 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

რა თქმა უნდა, წიგნებს სეზონი არ აქვთ და ადამიანი, ვისთვისაც კითხვა ჩვევაა, კითხულობს წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ზაფხული ამ მხრივ მაინც განსაკუთრებული პერიოდია და ამას კონკრეტული, პრაქტიკული მიზეზი აქვს – დრო. ადამიანები მეტ-ნაკლებად ისვენებენ საკუთარი ძირითადი საქმიანობისგან და თავისუფალ დროს უთმობენ იმას, რაც მათთვის საქმის მიღმა მნიშვნელოვანია. მათი ინტერესია, ჰობია. კითხვა სწორად ასეთ ინტერესებს შეიძლება მივაკუთვნოთ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისთვისაც წიგნების კითხვა მათი პროფესიის ნაწილია. არის კიდევ ერთი, თავისუფალ დროზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტიც; კითხვა მედიტაციური პროცესია და მას აუცილებლად სჭირდება განმარტოება და კონცენტრაცია. რაც უფრო მეტად ღირებულია წიგნი, მით უფრო მეტად საჭიროებს ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს. ჩემი აზრით, ზაფხული საუკეთესო დროა რომანების საკითხავად, ასეთი ქვეჟანრიც ხომ არსებობს საზაფხულო საკითხავი. რაც შეეხება პოეზიასა და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას, სხვათა შორის, ორივეს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, ჩემთვის ეს გართობის მომენტი ნაკლებადაა, რადგან პირველი სამყაროს ინტუიციური წვდომის მცდელობაა, ხოლო მეორე – ინფორმაციული, თუმცა ჩვენ ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ სუფთა სახით რამის არსებობაზე საუბარი ცოტა რთულია.

 

 

მნიშვნელოვანია შთაბეჭდილებების გაზიარება. გარკვეულ კულტურებში არსებობს „წიგნის კლუბის“ ტრადიცია. ასეთი კლუბის მოწყობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც საკუთარ სახლში ან ონლაინ. სამუშაო პრინციპიც უმარტივესია, კლუბის წევრები ირჩევენ ერთ წიგნს, კითხულობენ და შემდეგ იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ზაფხული „წიგნის კლუბის“ შესაქმნელად საუკეთესო პერიოდია, თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბში მსგავსი ლიტერატურული გემოვნების ადამიანები წევრდებიან და, აქედან გამომდინარე, ავტორის და წიგნის შერჩევა არ იწვევს დიდ დავას. წარმოიდგინეთ, სხვანაირად რომ იყოს და ერთ კლუბში გაწევრდნენ ექსპერიმენტული ლიტერატურისა და თუნდაც სასიყვარულო რომანების მოყვარულები. არ მგონია, რომ რამეზე შეთანხმება მოახერხონ. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფალი დრო, კარგი ამინდი და რაღაც არა ყოველდღიურ, არამედ განსხვავებულზე საუბრის სურვილი ერთობლიობაში აქცევს ზაფხულს კითხვის ყველაზე აქტიურ სეზონად.

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის ტექსტის წერის პროცესზე დაკვირვება, რადგან მე არ ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს, პოტენციურ მკითხველებს, მივანიჭო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ თავად ჩემთვისაც სასიამოვნო უნდა იყო მუშაობა. ეს პროფესია ხომ იმით განსხვავდება სხვა მრავალი საქმიანობისგან, რომ აკეთებ იმას, რაც მართლა გიყვარს, თორემ გამდიდრებისა და კომფორტული ცხოვრების მოწყობის ათასი უკეთესი გზა და საქმე არსებობს. ჩემთვის ლიტერატურა არის უპირველესად ენობრივი მოვლენა. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ ენაა, არა, მაგრამ კითხვისას მკითხველმა აუცილებლად უნდა მიიღოს სიამოვნება არა მხოლოდ საინტერესო ამბის კითხვით, არამედ ავტორის ენობრივი პოზიციით. პირველი იდეაც ეს არის ჩემთვის – ენა. როგორი ენით დავწერო მომავალი წიგნი. როდესაც ენა შერჩეულია, ის ქმნის პერსონაჟს, რადგან კონკრეტული ენობრივი წყობა მიესადაგება კონკრეტულ ფსიქოტიპს და არა ყველას. ამას მოსდევს სიუჟეტი. რაც უფრო ნაკლებად ვიცი სიუჟეტის განვითარება, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის წერის პროცესი. ასეთ რამ არ არის ხშირი, ძირითადად წინასწარი მონახაზის მიხედვით ვმუშაობ, თუმცა რაღაცები, ხანდახან მნიშვნელოვანი რაღაცებიც კი, იცვლება მუშაობისას.

წიგნი ფორმატია, რომელმაც ძალიან, ძალიან დიდხანს იარსება უკონკურენტოდ და შემდეგ ერთბაშად გამოუჩნდნენ კონკურენტები და ეს ბუნებრივია. სრულ ჩანაცვლებას დრო სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონული და აუდიოწიგნები ტრადიციული წიგნის ფორმატის ანგარიშგასაწევი კონკურენტები არიან. მათი მოპოვება ლეგალურადაც და არალეგალურადაც რამდენიმე წამში ხდება. აუდიოწიგნის შემთხვევაში საერთოდაც სხვა კითხულობს. ამიტომ ამ ფორმატს ყველაზე ნაკლებად ვიყენებ. არსებობს ტექსტები, რომლებიც თავად უნდა წაიკითხო, ასეთია თითქმის ყველა კარგი ტექსტი. რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, მათი აქტიური მომხმარებელი ვარ. განსაკუთრებით სამეცნიერო ლიტერატურის შემთხვევაში, თუმცა წიგნს აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიტერატურასთან პროფესიულად არ არიან დაკავშირებულები და კითხვა მათთვის სიამოვნებაა. ასეთ შემთხვევაში წიგნი უკონკურენტოა, რადგან კითხვის პროცესს რიტუალად მხოლოდ წიგნი აქცევს.

რჩეული წიგნების სია გრძელია. მხოლოდ ერთ წიგნს დავასახელებ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. ეს არის მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაწერილი დემნა შენგელაიას რომანი „სანავარდო“.

 

 

ოციანი წლების შემდეგ მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა დემნა შენგელაიას ოთხტომეულში. ალბათ, ბევრისთვის უცნობი ტექსტია. ჩემი აზრით, ვისაც მე-20 საუკუნის ოციანი წლების ქართული ლიტერატურისადმი აქვს ინტერესი და არამხოლოდ, ყველას ვურჩევ ამ შესანიშნავი რომანის წაკითხვას. თავის დროზე ეს რომანი განიხილებოდა კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ თანაბარ ნაწარმოებად.

ჩემი აზრით, „სანავარდო“ უფრო მნიშვნელოვანი ტექსტიც კი არის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი რომანები, თუმცა მე ასეთი შედარებებისა და შეჯიბრების წინააღმდეგი ვარ. ასე რომ, გირჩევთ დემნა შენგელაის უკვე კლასიკურ, თუმცა ფორმითა და შინაარსით ავანგარდისტულ რომან „სანავარდოს“. აქვე, „პალიტრა L“-ს მინდა მივულოცო იუბილე და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული გამოცემები აქვს.

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანტონიო ბანდერასი და მარიო კასასი Sarah Magazine-ისთვის

#OK! ანტონიო ბანდერასი და მარიო კასასი Sarah Magazine-ისთვის

March 18, 2021
#OK! GAF – საქართველოს  ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს

#OK! GAF – საქართველოს ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს

June 8, 2023
#OK! რიანა “გუჩის” ვინტაჟური ჩანთით, რომლის დიზაინიც ბრენდისთვის ტომ ფორდმა 1997 წელს შექმნა

#OK! რიანა “გუჩის” ვინტაჟური ჩანთით, რომლის დიზაინიც ბრენდისთვის ტომ ფორდმა 1997 წელს შექმნა

November 8, 2021
#OK! REACH ART VISUAL-ის ინტერვიუ ხელოვან ლევან სონღულაშვილთან და გალერეა WINDOW PROJECT-თან

#OK! REACH ART VISUAL-ის ინტერვიუ ხელოვან ლევან სონღულაშვილთან და გალერეა WINDOW PROJECT-თან

November 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები