• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ლანა ლომჯარიას მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

April 23, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ლანა ლომჯარია გახლავთ ლიდერ ქალთა საზოგადოების გამორჩეული  წევრი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს ორგანიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ემიგრაციაში იმყოფება და ყოველთვის პოულობს გზებს, ჩაერთოს საზოგადოების მრავალფეროვან პროექტებში, აქტივობებსა და ინიციატივებში. მისი მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ აისახება, იგი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, დაესწროს ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებს.

 

უპირველესად გაგვეცანით.

გამარჯობა, მე გახლავართ ლანა ლომჯარია, ქართველი ემიგრანტი იტალიაში, კერძოდ ტრიესტეში. საქართველოში ვარ ფონდი “სიცოცხლე რომლის გადარჩენა შეგიძლია” და ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, ხოლო იტალიაში, ტრიესტეში Comunita di Sant’Egidio ოფიციალური მოხალისე.

თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.

ჩემი კარიერული გზა 17 წლის ასაკიდან იწყება. მრავალი წელი ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში – ეს იყო მარკეტინგული ქსელი, გაყიდვების სფერო, ასევე მქონდა საკუთარი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, აღმოვაჩინე მოხალისეობაში საკუთარი თავი, რაც ნამდვილად ჩემია და სიამოვნებას მანიჭებს.

რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ძირითადად მოხალისეობით შემოიფარგლება, თუმცა ასევე მაქვს ოფიციალური სამსახური.

 

რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?

ჩემი მოტივაცია გახლდათ ჩემი წარსული, ჩემი პირადი ცხოვრება, მრავალწლიანი ისტორია, რაც არ იყო მარტივი. რთული გზა გამოვიარე და გადავწყვიტე, საქართველოში გამეხსნა ფონდი “სიცოცხლე, რომლის გადარჩენაც შეგიძლია”, რომლის მიზანიცაა, გავერთიანდეთ აბორტის წინააღმდეგ და ვუთხრათ უარი ძალადობას. მინდოდა, დავხმარებოდი იმ გოგონებსა და ქალბატონებს, რომლებიც არიან აბორტისა და ძალადობის მსხვერპლნი. შემდეგ უკვე განვითარდა მოვლენები და იტალიაში გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, სადაც ვარ მოხალისე და ვაგრძელებ ადამიანების დახმარებას.

 

თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

ჩემი მიზანი და სამომავლო გეგმებია, საქართველოში გაიზარდოს მოხალისეობის მიმართ ინტერესი. მინდა, ადამიანებს ავუხსნა, თუ რა არის მოხალისეობა, რა მიმართულებებია საჭირო ამ სფეროში და რა როლი აქვს მას საზოგადოებაში. ამ მიმართულებით მსურს, საქართველოში მეტი ცნობადობა შევქმნა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში მოხალისეობა უანგაროდ, ადამიანების დახმარება გვერდში დგომა და სიყვარული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შემდეგი ნაბიჯია იმ ადამიანებთან თანამშრომლობა და პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ჩემს მიზნებს ემსახურებიან როგორც აბორტთან, ისე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასაკიანი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა.

ეს მნიშვნელოვანი მიზნები მაქვს როგორც საქართველოში, ისე იტალიაში. ჩემთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდეს ამ მიზანს – ვუთხრათ არა აბორტს, არა ძალადობას და გავერთიანდეთ, რათა ერთად შევძლოთ   დავეხმაროთ  მეტ ადამიანს.  ჩვენი ორგანიზაცია Comunita di Sant’Egidio არის რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოება, აქვს მისი კანონები და ამ კანონებში იგულისხმება, რომ ჩვენთან არ არის  უმაღლესი რგოლი, ყველა თანაბარია და ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

ბევრ ადამიანს აქვს უნდობლობისა და დაუცველობის შეგრძნება. მათთან უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ ისინი არ არიან მარტო, ჩვენ მათ გვერდით ვართ და ისინი უსაფრთხოდ არიან. თუ ეს ერთობა არ გვექნება, ვერაფერს შევძლებთ. საქართველოში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ვიმედოვნებ რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენთან ერთად მოინდომებენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი და  საჭირო საქმის გაგრძელებას.

ჩემი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია “კომუნიტა სანტე ჯიდიოს” საქმიანობის საქართველოში დანერგვა. ეს არის საზოგადოება, რომელიც დაარსებულია წმინდანის სახელზე და მისი მიზანია მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა. იტალიაში Comunita di Sant’Egidio მსოფლიოს 75 ქვეყანაში  არსებობს და მას 60 ათასზე მეტი ოფიციალური მოხალისე ჰყავს, თუმცაღა არიან მოხალისები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარეგისტრირებულები, აქედან 99% არა ანაზღაურებადია. ეს გახლავთ ჩვენი სახლი, ყოველდღიურობა და სული.

მალე საქართველოში ჩამოვალ და იმედი მაქვს, რომ შუამავლის როლს შევასრულებ “სანტე ჯიდიოსა: და საქართველოს შორის. აქამდე საქართველოდან არც ერთი მოხალისე არ გვყოლია, და არ იქნება ხმამაღლა ნათქვამი, რომ მე ვარ პირველი მოხალისე საქართველოდან.

ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში საქართველოშიც იარსებებს მსგავსი საზოგადოება, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანებს შორის მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე, თანაგრძნობასა და მშვიდობაზე. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოში იარსებებს მსგავსი საზოგადოება, ახალგაზრდებით შემოფარგლული, რომლებიც იქნებიან მოხალისეები და ამით იქნებიან ბედნიერები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღე მალე დადგება.

ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთობისას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნათია შათირიშვილს მხარდაჭერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვიმყოფები, აქტიურად ვარ ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში.


პარტნიორი კომპანიის კონტენტი

ასევე გაეცანი

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?
OK! News

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

September 30, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად
OK! News

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

August 17, 2025
#OK! საინტერესო ფაქტები უიტნი ჰიუსტონის შესახებ!
OK! News

#OK! საინტერესო ფაქტები უიტნი ჰიუსტონის შესახებ!

August 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაბრკოლება, როგორც მოტივაცია – ინტერვიუ დიმიტრი კირხანიდთან

#OK! დაბრკოლება, როგორც მოტივაცია – ინტერვიუ დიმიტრი კირხანიდთან

October 20, 2024
#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
#OK! EXCLUSIVE: როგორ გამოიყურება ბენ აფლეკის 8 მილიონ დოლარად ღირებული საკუთრება, სადაც ჯენიფერ ლოპესის და მისი ქორწილი გაიმართა

#OK! EXCLUSIVE: როგორ გამოიყურება ბენ აფლეკის 8 მილიონ დოლარად ღირებული საკუთრება, სადაც ჯენიფერ ლოპესის და მისი ქორწილი გაიმართა

September 8, 2022
#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

February 6, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები