• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მაშო ღურწკაიას თვალით დანახული თავისუფლება

April 11, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირი 13 წლის მაშო ღურწკაიაა. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა. ეს GEN Z თაობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სამართლიანობა, საკუთარი აზრის მყარად დაფიქსირების უნარი და ინოვაციებისადმი ლტოლვა. მაშოც ერთ-ერთი მათგანია, ნიჭიერი, გულწრფელი და საინტერესო ახალგაზრდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გატაცებაც ცეკვაა. დღეს ის სუხიშვილების საკონცერტო ჯგუფში ცეკვავს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე მაშოს ვესაუბრეთ.

 

 

მაშო, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

ვსწავლობ ევროპულ სკოლაში. დილიდან გაკვეთილებს ვესწრები, დღის მეორე ნახევარს კი ძირითადად გაკვეთილების მომზადებას ვუთმობ. დავდივარ სუხიშვილების აკადემიაში, სადაც ცოტა ხნის წინ, ქასთინგით, საკონცერტო ჯგუფში მოვხვდი. მადლობა სუხიშვილების აკადემიას ასეთი შესაძლებლობისთვის. ძალიან მიხარია, რადგან ცეკვა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ცეკვის დროს მაქსიმალურად გამოვხატავ საკუთარ თავს და ცეკვა არის ის, რაც უდიდესი ენერგიით მავსებს და დიდ მოტივაციას მაძლევს.

 

რა ასაკიდან დაიწყე ცეკვა?

ცეკვა ხუთი წლისამ დავიწყე. თავიდან ბალეტზე დავდიოდი მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში, სადაც მისვლისთანავე ვმონაწილეობდი სპექტაკლ „მაკნატუნაში“, რომელიც ოპერაში წარმოადგინეს, დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები, განსაკუთრებით ჩვენი გასტროლები რიგაში. მოგვიანებით ქართული ცეკვის წრეზე დავიწყე სიარული და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე.

ცეკვა დიდ ენერგიას, შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, თითოეული ილეთის სწორად დაუფლება და სცენაზე წარმოდგენა არ არის მარტივი. თუმცა ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ, თუ სხვებსაც მოსწონთ ჩემი ცეკვა.

 

 

რას ნიშნავს შენთვის, ცეკვავდე სუხიშვილების საკონცერტო ჯგუფში?

სუხიშვილები დიდი ისტორიის მატარებელი ანსამბლია, ამიტომ ჩემთვის ძალიან საამაყო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა ამ ანსამბლის აკადემიაში ცეკვა.

 

გაგვაცანი შენი ოჯახი.

მყავს დედა, მამა და ძმა, რომელიც ერთი წლით უფროსია ჩემზე. ჩვენ ტყუპივით გავიზარდეთ და ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მშობლები სულ მიდგანან გვერდში და მხარს მიჭერენ, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ძალიან მინდა, რომ კარგად ვისწავლო და ჩემი სამომავლო მიღწევებით ისინი გავახარო.

 

შენ ჯენზი თაობის წარმომადგენელი ხარ… როგორ გგონია, რით განსხვავდება შენი თაობა წინა თაობებისგან?

ჩემი აზრით, ჩემს თაობას ტექნოლოგიურმა განვითარებამ მისცა უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც მათ საკუთარი თავის უფრო მეტად რეალიზებაში ეხმარებათ.

 

 

რა არის შენი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა?

ვფიქრობ, ჩემს თაობაში მთავარი ფასეულობა არის თავისუფლება.

 

და თავისუფლება რა არის, როგორ გესმის?

თავისუფლებაა, როდესაც შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, შეუზღუდავად გამოხატო საკუთარი აზრი და იყო დამოუკიდებელი საკუთარ ქმედებებში.

 

რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს თანატოლებში? და არის რამე, რის შეცვლასაც ისურვებდი?

ჩემს თანატოლებში ყველაზე მეტად მომწონს ერთგულება, ერთმანეთის გვერდში დგომა და ლაღი ურთიერთობები. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სიყვარული, გულწრფელი ურთიერთობები და ურთიერთპატივისცემა იყოს ერთმანეთის მიმართ, ასევე, ვიყოთ უფრო მიმტევებლები.

 

 

რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, კითხვა, საუბარი, ფილმების ყურება, ფეხით სეირნობა, ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ფოტოების გადაღება, ოჯახთან ერთად ხშირად მიწევს მოგზაურობა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

 

რა არის შენი პროფესიული მიზნები და ოცნებები?

ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა პროფესიულ არჩევანს გავაკეთებ. ჩემი მიზანი და სურვილია კარგად სწავლა, სანამ გავაცნობიერებ, რომელ სფეროს ავირჩევ სამომავლო საქმიანობისთვის. ახლა თავში ბევრი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ჯერ კონკრეტულ მიმართულებაზე არ ჩამოვყალიბებულვარ. ასევე მსურს, ცეკვა პროფესიულ დონეზე გავაგრძელო.

 

 

წლების მერე ჩემზე მინდა თქვან…

წლების მერე მინდა თქვან, რომ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებულიაო. მაქსიმალურად ვეცდები, ვიყო წარმატებული იმ სფეროში, რომელსაც სამომავლოდ ავირჩევ.

 

სამომავლო გეგმები:

სწავლა, ცეკვის გაგრძელება, ახალი საინტერესო ნომრების შესწავლა და კონცერტებში მონაწილეობა.

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: სოფიო მალანია

ლოკაცია: VANGAL STUDIO

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა

#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა

April 5, 2022
#OK! ამანდა სეიფრიდი ოსკარების რიგით 93-ე დაჯილდოებაზე! მსახიობი Armani-ს კაბით!

#OK! ამანდა სეიფრიდი ოსკარების რიგით 93-ე დაჯილდოებაზე! მსახიობი Armani-ს კაბით!

April 26, 2021
#OK! 6 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც ბენ აფლეკი ხვდებოდა

#OK! 6 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც ბენ აფლეკი ხვდებოდა

August 21, 2023
#OK! 2021 წლის 9 ყველაზე ტრენდული ჩანთა

#OK! 2021 წლის 9 ყველაზე ტრენდული ჩანთა

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები