• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

March 20, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

19 მარტს ლეგენდარული  ბრიუს უილისი 70 წლის გახდა. ალბათ რთული წარმოსადგენელია, რომ მაშინ, როდესაც გენიალური მსახიობის  იუბილეზე მის წარმატებაზე, განსახიერებულ როლებსა და შემოქმედებაზე უნდა გვესაუბრა, მსოფლიო მედია ამერიკელი ვარსკვლავის განუკურნებელ სენზე წერს, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები კი აქტიურად აქვეყნებენ მისალოც პოსტებს.

„ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საუკეთესო მეგობარო, შენ ხარ სინათლე, რომელიც არასოდეს ჩაქრება. ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ რომ შენი შვილი ვარ“ – წერს მსახიობის ქალიშვილი ტალულა  სოციალურ ქსელში და მის ფოტოს აქვეყნებს.

მამის 70 წლის იუბილეს ინსტაგრამ პოსტებით გამოეხმაურნენ ტალულას  დებიც, რუმერი და სკაუტი. რუმერი სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბრიუსისა და დემი მურის სახალისო ცეკვის ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს წარწერა: „მეფეს… მიყვარხარ მამიკო, ბედნიერი 70 წლის იუბილე, მამა“.

სკაუტმა კი მამის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “დაბადების დღეს გილოცავ ყველა დროში შესანიშნავო. ყოველ დღე მადლობას ვუხდი ღმერთს იმისათვის, რომ ჩემი გენეტიკის 50% შენ გეკუთვნის. მუსიკა, რომელსაც ვქმნი, მაგია და ის მიმზიდველი არეულობა, რომელსაც მე აღვძრავ არის მამაჩემის მემკვიდრეობა, რომელიც სამყაროში ისევ ცოცხლობს“ .

ბრიუს უილისს მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავს -12 წლის მაბელ რეი და 10 წლის ეველინ პენი.

მსახიობმა, რომელიც ახლა განუკურნებელ სენს ებრძვის, 67 წლის ასაკში დაასრულა თავისი კარიერა და   კინოდან წავიდა.  მიზეზი სერიოზული იყო- 2022 წელის მარტში ბრიუს უილისის ოჯახმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მას აფაზიის დიაგნოზი დაუდგინდა, რაც მეტყველების დარღვევასა და ტვინის დაზიანებას იწვევდა.

 

 

მსახიობის კოლეგები და მეგობრები არაერთგან აღნიშნავდნენ, რომ გადაღებებზე მას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი. ამასთანავე,  როგორც ჩანს, დაავადება სწრაფად პროგრესირდა და 2023 წლის თებერვალში უფრო ზუსტი დიაგნოზი დაისვა – ეს იყო ფრონტოტემპორალური დემენცია, რომლის დროსაც თავის ტვინის ფრონტალური და დროებითი უბნების ნერვული უჯრედები ეტაპობრივად ნადგურდება. ეს იშვიათი, სწრაფად პროგრესირებადი და განუკურნებელი სენია, რომელიც დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება და ძირითადად  60 წლამდე ასაკის ადამიანებში ვლინდება. დაავადება იწვევს ემოციურ პრობლემებს, აქვეითებს კომუნიკაციის უნარს და ართულებს გადაადგილებას.

ამერიკული კინოს ვარსკვლავის ჯანმრთელობაზე დღემდე აქტიურად ზრუნავს  მისი 5 ქალიშვილი, რომელიც მას ორი ქორწინებიდან ჰყავს, მეუღლე – ემა ჰემინგი და დემი მური, ბრიუსის პირველი ცოლი. მსახიობი, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს უილისი  1970-იანი წლებიდან გამოჩნდა  სცენაზე და კამერის წინ, როგორც მსახიობი. კარიერის საწყის ეტაპზე ძირითადად თეატრსა და ტელესერიალებში მონაწილეობდა. 1985 წელს მან  წარმატრებისკენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სიბილ შეპარდთან ერთად სერიალში „The Model and the Sleuth” კერძო დეტექტივის როლი შეასრულა. ამ შესრულებისთვის მსახიობმა ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოიპოვა.

 

შეიძლება ითქვას, რომ უილისმა კინოს ისტორიაში თავისი განსაკუთრებული  კვალი დატოვა  და შექმნა გამორჩეული სახეები.  მის საკულტო ფილმად დღემდე „კერკეტი კაკალი“ ითვლება, სადაც ნიუ-იორკელი პოლიციელის, ჯონ მაკლეინის როლი განასახიერა. ამასთანავე, მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა:  მაკულატურა, 12 მაიმუნი, მეხუთე ელემენტი და არმაგედონი.

 

ასევე გაეცანი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა
Hollywood News

#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა

August 24, 2025
#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან
Hollywood News

#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან

August 24, 2025
#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად
OK! News

#OK! ასტროლოგიური რჩევები კვირის წარმატებით დასაწყებად

August 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! ანია ტეილორ-ჯოი და ნიკოლ კიდმანი The Northman-ის პრემიერაზე

#OK! ანია ტეილორ-ჯოი და ნიკოლ კიდმანი The Northman-ის პრემიერაზე

April 19, 2022
#OK! ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა აბორტი გააკეთებინა, რადგან მამობისთვის მზად არ იყო

#OK! ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა აბორტი გააკეთებინა, რადგან მამობისთვის მზად არ იყო

October 30, 2023
#OK! სტილის ინსპირაცია სარა სამპაიოსგან: მოდელის მონოქრომული იმიჯი!

#OK! სტილის ინსპირაცია სარა სამპაიოსგან: მოდელის მონოქრომული იმიჯი!

June 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები