• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! მიზნად ქცეული ადამიანებზე ზრუნვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ექიმის პროფესიისადმი განსაკუთრებული ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. სურდა პირადად ენახა ექიმისა და პაციენტის ჯანსაღი ურთიერთობა და თავად გამხდარიყო პაციენტის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მონაწილე. მაშ ასე, გაგაცნობთ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-რევმატოლოგს, თამარ ფარცვანიას.

 

უპირველესად, გაგვეცანით. გვიამბეთ თქვენი პროფესიული არჩევანის შესახებ. როდის დაინტერესდით სამედიცინო სფეროთი?

ჩემი პროფესიული არჩევანი დაახლოებით 8-10 წლისამ გავაცნობიერე, ეს იყო ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებისადმი გამოვლენილი ინტერესის შედეგი. ბავშვობაში ექიმები ყოველთვის იწვევდნენ ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს, რასაც გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა. ეს კი ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად მოითხოვდა დიდ ყურადღებას, ვინაიდან ხშირად უარესდებოდა, რის გამოც გარკვეული პერიოდულობით სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა მქონდა, პირადად მენახა ექიმისა და პაციენტის ჯანსაღი ურთიერთობა, მხიბლავდა ის ფაქტი, თუ როგორ შეუძლია ექიმს პაციენტის არა მარტო ფიზიკური სტატუსის გაუმჯობესება, არამედ მასში ფსიქოემოციური მდგრადობის შენარჩუნება. ვიაზრებდი, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და ძალა გააჩნიათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს. აღტაცებას იწვევდა ექიმების შემართება დაავადებასთან ბრძოლაში. ჩემი პროფესიული თუ კარიერული განვითარების ინსპირაცია სწორედ პატარა ასაკში მიღებულ ჩემს გამოცდილებას უკავშირდება. შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი, ჩამებარებინა სამედიცინო უნივერსიტეტში და მეც ვყოფილიყავი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, რათა პაციენტებისადმი შემძლებოდა ჩემი წილი დახმარების აღმოჩენა. ვამაყობ, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გახლავთ.

 

 

რას მოიცავს რევმატოლოგია, რა სახის დაავადებების მკურნალობას?

რევმატოლოგია გახლავთ შინაგანი მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის რევმატულ დაავადებათა, მათ შორის: სისტემური აუტოიმუნური დაავადებების, ვასკულიტების, ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებითი და არაანთებითი დაავადებების ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ხრტილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებით, რბილი ქსოვილების დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციის საკითხებს.

რევმატოლოგია, როგორც დარგი, აერთიანებს და სწავლობს 200-ზე მეტ დაავადებას და სინდრომებს, რომელიც განსხვავდება კლინიკური გამოვლინებით, დიაგნოსტიკითა და მკურნალობის მეთოდებით.

 

რომელია ყველაზე გავრცელებული რევმატოლოგიური პრობლემები?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებებია: ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი), რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, სისტემური წითელი მგლურა.

 

რა ჩივილები იჩენს თავს რევმატოლოგიური პრობლემების დროს და რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალისტთან ვიზიტი გართულებების თავიდან ასაცილებლად?

რევმატული დაავადებების მიმდინარეობა, მათი ეფექტიანი მართვა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე, ამიტომ აუცილებელია პაციენტების დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან. აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება რევმატოლოგიურ პრობლემებთან მიმართებით. განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ჩივილები: მექანიკური ან ანთებითი ხასიათის ტკივილი სახსარში, დილის შებოჭილობის შეგრძნება, შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება, ნატიფი მოძრაობების შესრულების შეზღუდვა, აუხსნელი ცხელება, ქოშინი, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, შემაწუხებელი საერთო სისუსტე, გაძლიერებული თმის ცვენა და ასე შემდეგ…

 

როგორია მკურნალობის მეთოდები?

მოგეხსენებათ, რომ რევმატული პათოლოგიები მიეკუთვნება ქრონიკული დაავადებების ჯგუფს, რომელთა განკურნებაზე საუბარი დღესდღეობით არ შეგვიძლია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია მკვეთრად გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, მინიმუმამდე დავიყვანოთ შრომისუუნარობა, მაქსიმალურად შევაჩეროთ დაავადებების გამწვავების პროცესი, რათა პაციენტი გრძნობდეს თავს შრომის უნარის მქონედ და სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული სოციუმში.

 

ექიმის პროფესია დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. რამდენად რთულია კარიერისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან დაბალანსება და დროის სწორად გადანაწილება?

პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება რეალური გამოწვევაა, რადგან ექიმის პროფესიული ცხოვრება მოითხოვს მუდმივ კონცენტრაციას პაციენტთან. ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვახერხოთ დროის სწორად გადანაწილება ისე, რომ შევინარჩუნოთ ოჯახური და სოციალური ცხოვრებაც. რა თქმა უნდა, ექიმს, ისევე როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, სჭირდება სოციალური ცხოვრება და ამისთვის მნიშვნელოვანია რესურსების სწორად გადანაწილება.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

21-ე საუკუნის მედიცინა გვაძლევს საშუალებას, უწყვეტად ვიყოთ ჩართული რევმატოლოგიური დაავადებების მართვის ახალი გზების ძიების პროცესში, რომელიც ორიენტირებულია მკურნალობის ოპტიმიზაციაზე თანამედროვე პრეპარატებით. მომავალში ვგეგმავ კიდევ უფრო გავზარდო ჩემი პროფესიული წვლილი რევმატოლოგიაში. მიზნად მაქვს დასახული, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული რევმატოლოგიური დაავადებების შესახებ და იცოდეს, რა მეთოდებით არის შესაძლებელი მათთან ბრძოლა. ასევე, იმ პაციენტებს გავუწიო დახმარება, რომლებიც ამ დაავადებებთან ბრძოლისას არიან რთულ ვითარებაში და ეძებენ გამოსავალს.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! რედაქტორის არჩევანი

#OK! რედაქტორის არჩევანი

July 20, 2022
#OK! ირინა შეიკის “სილამაზის საიდუმლო” – პატარა დეტალი, რომელიც მოდელის აზრით მისი კანის სტრუქტურას რადიკალურად ცვლის

#OK! ირინა შეიკის “სილამაზის საიდუმლო” – პატარა დეტალი, რომელიც მოდელის აზრით მისი კანის სტრუქტურას რადიკალურად ცვლის

July 6, 2021
#OK! მეტი ღიმილისთვის

#OK! მეტი ღიმილისთვის

May 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები