ქართული კინოინდუსტრია მუდმივად ვითარდება,რაშიც ქალი რეჟისორები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ.მათი ფილმები არა მარტო ქართულ,არამედ საერთაშორისო ინდუსტრიაშიც დიდ წარმატებას აღწევენ.რეჟისორების ყურადღება ხშირად ეთმობა სოციალურ,კულტურულ და პირად თემებს,რაც ქართული კინოსთვის ახალი და საინტერესო მიმართულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.ამ სტატიაში წარმოგიდგენთ წარმატებულ ქართველ ქალ რეჟისორებს.
ნინო ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიის განვითარებაში. ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მოგვაინებით კი, სწავლა გერმაინაიაში განაგრძო. კინოს სამყაროსთან მისი კავშირი 1925-იან წლებიდან იკვეთება, როდესაც თბილისის კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა.
ღოღობერიძეს გადაღებული აქვს რამდენიმე ფილმი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „ბუბა“ (1930) და „უჟმური“ (1934). ძირითადად სოციალურ და დოკუმენტურ ჟანრის ფილებს იღებდა, ასევე საზოგადო პრობლემებზე, ქალთა როლს და იმდროინდელ სოციალურ საკითხებზე.საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ის რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. 1937 წელს ნინო დააპატიმრეს და გადაასახლეს, რის შემდეგაც კინოინდუსტრიაში დაბრუნება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები დღესაც ფასდაუდებელია ქართული კინოს ისტორიაში.
ნანა ექვთიმიშვილი-რეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც ქართულ კინო ინდუსტრიაში ახალი მიმართულება ჩამოაყალიბა. იგი 1978 წელს დაიბადა თბილისში, განათლება კი გერმანიასა და საქართველოში მიიღო. კინოს სამყაროსთან მისი კავშირი ადრეულ ასაკშივე დაიწყო. ჯერ კიდევ გერმანიაში სწავლისას ბერლინის ერთ-ერთ კინოსკოლაში სცენარისტი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017), რომლებიც რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო. ფილმები ფსიქოლოგიური დრამის ჟანრს მიეკუთვნება და ხშირად ეხება სოციალურ, ოჯახურ და ახალგაზრდული ცხოვრების პრობლემებს. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი რეალისტური სტილი და სიღრმისეული დიალოგები პერსონაჟთა შორის.
ექვთიმიშვილის ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. „გრძელი ნათელი დღეები“ ბერლინის კინოფესტივალზე „პანორამის პრიზით“ დაჯილდოვდა, ხოლო „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სან-სებასტიანისა და სანდენსის ფესტივალებზე იყო წარდგენილი. მისი ნამუშევრები ხშირად ასახავს პოსტსაბჭოთა საზოგადოების ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით კი ქალის როლსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას.
ნანა ჯორჯაძე – ქართველი რეჟისორი და სცენარისტია,რომლის ფილმებმა ქართულ კინოს მსოფლიო აღიარება მოუტანა.იგი 1948 წელს დაიბადა თბილისში.თავდაპირველად არქიტექტურას სწავლობდა,თუმცა მოგვიანებით კინოს მიმართ დიდი ინტერესი გაუჩნდა.1974 წელს მან კინორეჟისორის სპეციალობით დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი,რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო კინომატოგრაფიაში.
მისი ფილმები დრამისა და ტრაგიკომედიის ჟანრს მიეკუთვნება.„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „27 დაკარგული კოცნა“ (2000) და „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1980) მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,თუმცა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ფილმით „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996), რომელმაც კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ მოიგო.
ნანა ჯორჯაძე პირველი ქართველი რეჟისორია,რომელიც ოსკარის ნომინანტთა სიაში მოხვდა.„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი,რაც ქართულ კინოსთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.მისი ფილმები გამოირჩევა სიღრმისეული პერსონაჟებით,კულტურული მრავალფეროვნებითა და ადამიანურ ემოციებზე დაკვირვებით.
დეა კულუმბელაშვილი – 1986 წელს თბილისში დაიბადა. განათლება კინორეჟისურის მიმართულებით ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. კინოს მიმართ ინტერესი მას ადრეული ასაკიდან ჰქონდა, ხოლო პროფესიული კარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაიწყო, რომლებიც არაერთ პრესტიჟულ ფესტივალზე იყო წარდგენილი.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „დასაწყისი“ (2020) და „გახლეჩილი აპრილი“ (2024). „დასაწყისმა“ სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ოთხი მთავარი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ფილმის,რეჟისურისა და სცენარის კატეგორიებში, რაც ქართული კინოსთვის უდიდესი მიღწევაა.„გახლეჩილი აპრილი“ (2024) ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.
დეა კულუმბეგაშვილის კინოენას მინიმალიზმი,ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ვიზუალური სიმტკიცე ახასიათებს.მისი ნამუშევრები ხშირად ეხება ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციას, იდენტობის ძიებას და საზოგადოებრივი წნეხის გავლენას.
ელენე ნავერიანი – კინორეჟისორი და სცენარისტია,რომლის შემოქმედებაც თანამედროვე ქართული კინოს გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი სწავლობდა თბილისში,შემდეგ კი სწავლა განაგრძო შვეიცარიაში,ჟენევის ხელოვნების უნივერსიტეტში.მისი ნამუშევრები სოციალური დრამის, პიროვნული ძიებისა და იდენტობის თემატიკას ეხება.მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023),რომელიც ბელფასტისა და ოტბუსისა კინოფესტივალებზე იყო წარდგენილი.ბელფასტის 23-ე კინოფესტივალზე მთავარი როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მიიღო პრიზო “საუკეთესო შესრულებისთვის”.
ნუცა ალექსი მესხიშვილი – დაიბადა 1966 წელს ლანა ღოღობერიძისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში.დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია,ხოლო მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის კინო სკოლაში.თავდაპირველად მუშაობდა მხატვრად კინო სტუდია “ქართულ ფილმში”.მისი ნამუშევრებია “კრედიტის ლიმიტი”(2014), „ბედნიერება“( 2009),რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე,სადაც ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.მის კინოს ახასიათებს ემოციური სიღრმე,დრამატული და ფსიქოლოგიური თემატიკა.ნუცას რეჟისორული ხელწერა გამორჩეულია,რადგან აცოცხლებს ადამიანის შინაგანი კონფლიქტებისა და ურთიერთობების რეალისტურ პორტრეტებს.