• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

შემოქმედებითმა გენიამ, ჯანი ვერსაჩემ მსოფლიო მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბიზანტიური ვერცხლის ჯვრებით გაფორმებული ლეგენდარული კაბები დეკადების გასვლის შემდეგაც კი გვემახსოვრება, ისევე, როგორც ყველასათვის ცნობილი გორგონა − ლეგენდარული მედუზა, მზერა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.

ჯანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სუპერმოდელებისა და სელებრითების ღირებულება გააანალიზა და მოდა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოიტანა.

იტალიური მოდის ლეგენდა არ ქმნიდა მხოლოდ კაბებს, ის ქმნიდა სამოსს, რომელიც ქალებს აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი თავადვე შეექმნათ. მისი დიზაინი ლამაზი, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალების ანარეკლი იყო.

 

„მინდა შევქმნა სამოსი, რომელიც იქნება ფემინური და ქალებს საკუთარი სილამაზის აღქმაში დაეხმარება. მე არ ვარ დაინტერესებული წარსულით, გარდა იმისა, თუ ის მომავლის გზას უკავშირდება.. მოდას სჭირდება განსაცვიფრებელი ქალბატონები, ცოცხალი, სტიმულირებადი სტილით, როგორიც მაგალითად დიანა ვრილადია. მისი საუბრის მანერა მის ღირებულებებს თვალნათლივ გამოხატავს“.

 

Who killed Gianni Versace? True story of serial killer Andrew Cunanan and how he was finally caught - Mirror Online

 

„კოლექციის გასაღები ინდივიდუალურობაა. არ აჰყვეთ ტრენდებს და არ მისცეთ მოდას თქვენზე ზეგავლენის მოხდენის უფლება. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვინ ხართ და თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების სტილით რისი გამოხატვა გსურთ“

 

ჯანი ვერსაჩე 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიაში დაიბადა. მას კერვა დედამ ასწავლა, პირველი კაბა კი 9 წლის ასაკში ინდივიდუალურად შექმნა. ჯანიმ პირველი კოლექცია 1978 წელს წარადგინა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მოდის დიზაინერის სახელს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა.

ის იყო გენიოსი, რომელმაც ბერძნულ-რომაული კულტურის, ბიზანტიური ხელოვნების, ბაროკოს, რენესანსისა და ნეოკლასიციზმის ნაერთი შემოგვთავაზა. მან საკუთარი სამოსი პოპკულტურად აქცია, მისი კაბები არ იქმნებოდა ტრადიციული წესებით; ჯანი იყო დიზაინერი, რომელმაც ხელოვნება, სექსუალურობა და ბრწყინვალე ფერები გააერთიანა, შემდეგ კი ეს ყველაფერი თანამედროვე მოდაში შემოიტანა. კოლექციების პარალელურად, დიზაინერი თეატრალური წარმოდგენებისა და სპექტაკლებისთვის მრავალფეროვან კოსტიუმებს ქმნიდა. ჯანი ყოველთვის ცდილობდა პიროვნული თვისებები შეენარჩუნებინა და საკუთარი „მე“ მკაფიოდ გამოეხატა. შეიძლება ითქვას, რომ მისი შექმნილი სამოსი პიროვნების ერთგვარი მანიფესტაცია იყო.

 

 

არ ჰქონდა მნიშვნელობა, სამოსს ვისთვის ქმნიდა − ვერსაჩე თავის ეკლექტიკურ ცოდნას ყოველთვის დაუზოგავად იყენებდა და ნებისმიერ სამოსს ინდივიდუალურ ხასიათს სძენდა. მის კაბებს ჰქონდა ზედმეტი პრინტი, საკმარისზე მეტი მბზინვარება; მან ქსოვილს ურბანული გრაფიტისგან ნასესხები ნეონური ფერები, მეტალის დეტალები და ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ქინძისთავები დაუმატა.

იდეა, რომელიც ვერსაჩემ სუბკულტურებისგან აიღო, წითელ ხალიჩასა და პოდიუმზე გამოიტანა. რამდენადაც წარმოუდგენელი უნდა იყოს, ჯანი ვერსაჩე კარიერის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მისი ეროტიკული რეკლამები კონსერვატიული პუბლიკისთვის ხშირად მიუღებელიც კი იყო.

 

Charting Versace's History Of Supermodel Moments | British Vogue

 

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შოუ ვერსაჩეს ისტორიაში 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება იყო, რომლისთვისაც ჯანიმ კაბები ამერიკელ ავანტგარდისტ ენდი უორჰოლის პოპარტული ფოტოებით მდიდრულად და დახვეწილად მორთო. ის იყო არტისტი, რომელსაც ჯანი მისი მატერიალური კულტურისადმი მიჯაჭვულობის გამო თავის სულიერ მეგობრად მიიჩნევდა.

 

 

ჯანი საკუთარი თვისებების გამო ხშირად თავს მარკო პოლოსაც ადარებდა, ალბათ რთული მისახვედრი არაა, რატომ… ის ხომ გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და სხვადასხვა კულტურის მიქსტურას გვთავაზობდა. სწორედ ამიტომ იყო მისი კოლექციები ყველასგან გამორჩეული, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნების, კლასიციზმისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში!

 

 

1997 წლის 15 ივლისს მდიდრული სასახლისკენ მიმავალ ჯანი ვერსაჩეს სერიულმა მკვლელმა ორჯერ ესროლა. მკვლელი 27 წლის ამერიკელი – ენდრიუ კუნანი იყო. ჯანის მეგობარი ბიჭი ანტონიო დ’ამიკო და სასახლის მენეჯერი ლაზარო იმ დროს ვერანდაზე ისხდნენ. გასროლის გაგონებაზე ქუჩაში გაიქცნენ და იქვე ჯანის უსიცოცხლო სხეული დაინახეს. დიზაიენრის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა – მისი სიკვდილი დაადასტურეს ახლომდებარე ჰოსპიტალში, ხოლო, მისი მკვლელი ჩუმად გაუჩინარდა მოწმეების თვალწინ.

გაიგე მეტი: დონატელა ვერსაჩეიტალიური მოდის ლეგენდამოდაჯანი ვერსაჩე

ასევე გაეცანი

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 13, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტენდენციები და გასტრონომია

#OK! ტენდენციები და გასტრონომია

February 26, 2021
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად – როგორ აღნიშნავს სუპერმოდელი “ჰელოუინის” დღესასწაულს ბავშვებთან ერთად

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად – როგორ აღნიშნავს სუპერმოდელი “ჰელოუინის” დღესასწაულს ბავშვებთან ერთად

October 25, 2022
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! აღმოაჩინეთ ყველაზე არომატული გემოები COCOSWEETBOX-ის ჯადოსნურ ყუთში

#OK! აღმოაჩინეთ ყველაზე არომატული გემოები COCOSWEETBOX-ის ჯადოსნურ ყუთში

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები