• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროპაგანდა თანამედროვე კონტექსტში

February 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს მთელი სამყარო აუდიოვიზუალურ ეპოქაში ცხოვრობს, შესაბამისად, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ვირტუალური რეალობა ადამიანების ცხოვრებას არ ცვლის. დღეს ეკრანის საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ კოსმოსში, მაგრამ ვერ ვნახოთ მეგობარი უდროობის გამო. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა კარგად გამოიყენეს პროპაგანდის „მამებმა“ და იარაღისა და ჯავშანტექნიკის გარეშე, ჩუმი ომი გამოუცხადეს ადამიანებს. პროპაგანდა, რომელსაც რეალურად იარაღის სახე არ აქვს, იარაღზე უფრო ეფექტურად ახერხებს ადამიანების მსოფლმხედველობის ცვლილებებსა და მათ მოთხოვნებს, ისე უცვლის მიმართულებას, როგორც თავად აწყობს, ან ფსკერისკენ, ან ზეცისკენ. რომ დავფიქრდეთ, არაფერი შეცვლილა, პროპაგანდა ახლაც პროპაგანდაა და წლების წინაც პროპაგანდა იყო, თუმცა თუ ადრე მისი გავრცელების არეალი ბიბლიოთეკებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ სამსახურებში იყო, ახლა საქმე გამარტივებულია. ერთი პროპაგანდის „ჭურვი“ ინტერნეტში და სულ ეს არის, საქმეც გაკეთებულია! უხილავ მტერთან ბრძოლა არც ისე მარტივია, თუმცა არც შეუძლებელი. ამ საქმეში კი მცირე ინსტრუქციას ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი, საბა ჯაჯანიძე მოგვცემს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი პლატფორმა „სინათლის მოძრაობა“ დააარსა.

 

 

 

სინათლის მოძრაობა, რომელიც საქართველოში განვითარებული მოვლენების პარალელურად შეიქმნა, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დღეს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა არის ამ პლატფორმის მთავარი მიზანი და რა მექანიზმებით ცდილობთ პროპაგანდის გამოვლენას ჩვენს ქვეყანაში?

სინათლის მოძრაობის მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პროპაგანდასთან ბრძოლა, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩავატარეთ ბევრი ექსპერიმენტი, ვცადეთ სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, როგორც პროპაგანდის სწრაფად გამოვლენის, ასევე მისი განეიტრალების მიმართულებებით. პროპაგანდის გამოვლენა ციფრულ არხებში ძალიან მარტივია – უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდისტულ გზავნილზე მყისიერად შესამჩნევია ტროლების აქტიურობა. ტროლების გამოვლენა კი უმარტივესია – როგორც წესი, ისინი თავსაც არ იწუხებენ, ყალბი ანგარიშით იმუშაონ და მათი პროფილი მხოლოდ ბაზისური ინფორმაციითაა შევსებული. გარდა ამისა, პროპაგანდის გამოვლენა შესაძლებელია ციფრულ მედიუმებზე დაკვირვების ავტომატიზაციითა და მიღებული მონაცემების მუდმივი ანალიზის წარმოებით. საბოლოო ჯამში, პროპაგანდის განეიტრალებას დიდი რესურსი სჭირდება და ამ ეტაპზე, ყველაზე ეფექტურად, ძალისხმევის ცენტრალიზება მიგვაჩნია – იმის ნაცვლად, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყაროს ვდიოთ და კომენტარების წერით ან ანალიტიკური სტატიების მომზადებით ვებრძოლოთ, უმჯობესია ავარჩიოთ ერთი სათქმელი და ჩვენი ძალისხმევა ამ სათქმელის გავრცელებისკენ მივმართოთ.

 

როგორ განსაზღვრავთ პროპაგანდას თანამედროვე კონტექსტში? რა ფორმები და მექანიზმები აქვს პროპაგანდას დღეს, რომლებიც ადრე არ არსებობდა?

თანამედროვე კონტექსტში, პროპაგანდა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც დამახინჯებული, დამაბნეველი და ემოციურად დატვირთული შინაარსის მოწოდების სისტემატური ძალისხმევა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით. პროპაგანდის მიზანია ადამიანთა შეხედულებებსა და ქცევებზე მანიპულაცია და არა მათი ინფორმირება ობიექტურად.

 

პროპაგანდის თანამედროვე ფორმებია:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მცდარი და არარეალური შინაარსების შექმნა და გავრცელების გზები;
  • სოციალური მედიის პლატფორმების ალგორითმები, ბუნებრივად წინ წევენ საზოგადოების დამყოფ შინაარსებს, რადგან ეს ხელს უწყობს ჩართულობის ზრდას;
  • ყალბი პროფილებისა და კამპანიების წარმოება არარსებული რეალობის დახატვის მიზნით;
  • მონაცემებზე დაფუძნებული მიკროდამიზნებები – პატარა, მკაფიოდ განსაზღვრულ აუდიტორიებზე დამიზნებული შინაარსების გავრცელება.

 

როგორ გამოიყენება დღეს სოციალური ქსელები და ციფრული ტექნოლოგიები პროპაგანდისთვის?

სოციალური მედიის რევოლუციამ და ტექნოლოგიების დახვეწამ პროპაგანდის წარმოებისთვის მეტად ეფექტური შესაძლებლობები გააჩინა, რადგან ტექნოლოგია იძლევა პერსონალიზაციის, ინტერაქტიულობისა და შინაარსის გავრცელების მასშტაბის აქამდე არნახულ, წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. პირველ რიგში, საქართველოში ყველაზე გავრცელებული – ტროლებისა და ბოტების ფერმები, რომლებშიც ადამიანები აკეთებენ და მართავენ ასობით ყალბ ანგარიშს. მეორე რიგში, ცნობადი სახეების – ე.წ. ინფლუენსერების მოსყიდვა და მათი საშუალებით ყალბი შინაარსების გაძლიერება. მესამე, ისევ სოციალური მედიის ბუნების გამო – ალგორითმი მიდრეკილია გაჩვენოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენ დიდი ალბათობით მოგეწონებათ. მას შემდეგ, რაც ერთხელ გახდით პროპაგანდის მსხვერპლი და შინაარსი მოიწონეთ ან დააკომენტარეთ, დიდი ალბათობით, შემდეგი შემოთავაზებაც სოციალური მედიიდან მსგავსი შინაარსის იქნება.

 

 

როგორ ხდება პროპაგანდის შინაარსის შერჩევა სხვადასხვა აუდიტორიისთვის? რა ემოციური დეტალები მუშაობს ყველაზე ეფექტურად თანამედროვე პროპაგანდაში?

დემოგრაფიაზე დაფუძნებული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ სხვადასხვა აუდიტორიას სხვადასხვა შინაარსს აწვდი მათთვის ნაჩვევი მედიუმით. სწორედ ამიტომაა დიდი პროპაგანდისტული ტელევიზიები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მითვისება ამხელა პრობლემა – რადგან განსაკუთრებით რეგიონებში, ამ ტელევიზიებს ბევრი უყურებს და მათი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვთ. გარდა ტელევიზიებისა, ყალბი შინაარსების გაძლიერება და განმტკიცება ხდება უკვე კარგად ნაცადი – გებელსიანური მეთოდებით, რაც ყალბი სათქმელის რაც შეიძლება ხშირად გამეორებასა და ადგილობრივ აუდიტორიაზე მორგებას, მათ ენაზე გადათარგმნას გულისხმობს. რაც შეეხება ემოციურ დეტალებს, აქაც ძველ, კარგად ნაცად ცოდნას იყენებენ და ბაზისურ ადამიანურ ემოციებს ეყრდნობიან.

მაგალითად:

  • ხატავენ საფრთხეს და ქმნიან მტრის ხატს ან აჩენენ მყისიერი საფრთხის იმიტაციას (შიში) – „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“.
  • აღვივებენ შუღლს კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული ჯგუფების მიმართ (ბრაზი) – ნაცები!
  • ხატავენ ალტერნატიულ რეალობას (იმედი) – თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ივერია გაბრწყინდება!
  • წარსულის რომანტიზება (ნოსტალგია) – რა ქვეყანა დაგვინგრიეს.

 

როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოიცნონ და გაუმკლავდნენ პროპაგანდას?

  • გადაამოწმეთ ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან;
  • გაანალიზეთ ემოციური ანკესები და დაფიქრდით, ინფორმაციის მიზანი თქვენს ემოციაზე ზემოქმედებაა თუ თქვენი ინფორმირება;
  • დააკვირდით წინააღმდეგობებს, რადგან პროპაგანდა, როგორც წესი – წინააღმდეგობრივია;
  • დაფიქრდით, ვინ ავრცელებს და ვის აწყობს ამ შინაარსის გავრცელება;
  • ეძიეთ განსხვავებული აზრი და ეცადეთ გაიაზროთ.

 

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

November 29, 2023
#OK! ბუშტი, როგორც წვეულების ახალი ტრენდი

#OK! ბუშტი, როგორც წვეულების ახალი ტრენდი

November 17, 2023
#OK! რას წერს კესარია აბრამიძე Victoria’s Secret-ის პირველ ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელზე

#OK! რას წერს კესარია აბრამიძე Victoria’s Secret-ის პირველ ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელზე

February 4, 2022
#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

March 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები