• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ლუსენტი – მკურნალობის მუდმივად განახლებადი მეთოდები

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მოწესრიგებული პირის ღრუ ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა, სწორედ ამიტომ მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ექიმ-სტომატოლოგს, ლელა აბუსერიძეს, რომელიც უკვე 19 წელია ერთგულად ემსახურება არჩეულ პროფესიას და მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ცოდნისა და პრაქტიკის გაღრმავებას, ამასთანავე, ევროპული სტანდარტების საკუთარ კლინიკაში დანერგვას.

 

 

უპირველესად, გაგვეცანით და თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ გვიამბეთ.

მე ვარ ექიმი-სტომატოლოგი 19-წლიანი გამოცდილებით. დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეზიდენტურა თერაპიულ, ორთოპედიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში. შესაბამისად, ვმუშაობ სამივე პროფილით.

ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი ოჯახს მიუძღვის. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც დეიდას თეთრი ხალათის დანახვისას წარმოვიდგენდი, მეც როგორ მოვირგებდი ამ ხალათსა და პროფესიას.

როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში? როდის გახსენით საკუთარი კლინიკა?

თავდაპირველად ქობულეთში, დეიდასთან, ნანა დუმბაძესთან ვმუშაობდი. პრაქტიკისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ კი ჩემი კლინიკაც გავხსენი და ახლა საკუთარი კლინიკიდან ვაგრძელებ პაციენტებზე ზრუნვას.

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა სტომატოლოგიაში, კიდევ უფრო მეტი უნდა მეშრომა ჩემს პროფესიაში, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი კლინიკა გამეხსნა. კლინიკის სახელი „ლუსენტიც“ ჩემს მიზანს უკავშირდება. „ლუსენტი“ გამჭვირვალეს ნიშნავს და მართლაც, კლინიკა თითოეული პაციენტისთვის გამჭვირვალეა ყველა საკითხში, ეხება ეს სტერილიზაციასა თუ მკურნალობას.

 

 

გუნდზეც მოგვიყევით.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა სულ რაღაც 2 წელია, რაც ფუნქციონირებს, ძალიან გამიმართლა, რომ მალევე დავაკომპლექტე ჩემი გუნდი დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით და უკვე არაერთ პაციენტს ვაჩუქეთ ჯანმრთელი და საოცარი ღიმილი.

 

 

რამდენად რთულია ოჯახისა და პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება?

მეუღლესა და სამ შვილზე ზრუნვა, პარალელურად კი „ლუსენტის“ დიდი ოჯახის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა თითოეულ ნაბიჯზე ვგრძნობ ოჯახის თანადგომას და ეს მიმარტივებს ყოველდღიურობას.

როგორია გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ პაციენტებს ხვდებათ?

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პაციენტები „ლუსენტში“ შემოსვლისთანავე გრძნობენ თბილ და მეგობრულ გარემოს. პირველ რიგში, ვზრუნავთ პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე, მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, რათა მოვიპოვოთ მათი კეთილგანწყობა.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე, უახლესი ტექნიკით, რაც დამატებით იწვევს ნდობას პაციენტებში, საბოლოოდ გამოცდილებითა და ცოდნით ვამართლებთ ამ ნდობას და ასე იქმნება „ლუსენტური“ შედევრი.

 

როგორია თქვენი პროფესიული მიდგომები და რა გაძლევთ მოტივაციას თქვენს საქმიანობაში?

ჩემი პროფესიული მიდგომები ევროპული პროტოკოლის იდენტურია. ამის ხმამაღლა თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ყოველწლიურად დავდივარ უცხოეთში, სასწავლო ცენტრ MIKROS-ში და გავდივარ ევროპულ სწავლებას, რომელიც ორგანიზდება აკადემია IDEA-ს მიერ. ისეთ მზარდ სფეროში, როგორიც სტომატოლოგიაა, შეუძლებელია განვითარება შეწყვიტო, ამიტომ ჩემი პროფესიული მიდგომა გადამზადებაა, ვხვდები, რომ ჩემს პაციენტებს სჭირდებათ მკურნალობის მუდმივად განახლებადი მეთოდები.

მკურნალობის დაგეგმარებაში აუცილებლად მონაწილეობს რამდენიმე ექიმი, საერთო აზრის შეჯამებით პაციენტს უკვე მასზე მორგებულ სრულყოფილ გეგმას ვაცნობთ. თითოეულ პაციენტში ვხედავ ნდობას, რაც მავსებს ენერგიით და მანიჭებს სტიმულს.

 

 

 

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ თქვენს პაციენტებს?

კლინიკა „ლუსენტში“ ტარდება იმპლანტაცია, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით. მე და პროფესორი, იმპლანტოლოგი ბექა ბერიძე მუდმივად განვიხილავდით, როგორ გაგვეხადა იმპლანტაციის პროცედურა პაციენტებისთვის უფრო სასიამოვნო, მეტად უსაფრთხო და კომფორტული. ამჟამად ვმუშაობთ სამხრეთკორეული საიმპლანტაციო სისტემა NEOBIOTECH-ით, რომელიც საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის მიერ არის რეკომენდებული. ასევე ვნერგავთ და შემოგვაქვს „ლუსენტში“ პრემიუმ კლასის გერმანული საიმპლანტანტო სისტემა ICX და ორივე მათგანს კომპანია „ჯიენჯი“ გვაწვდის.

 

სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

უახლოესი პერიოდისთვის ასევე მუშავდება ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებებშიც. კლინიკის გაფართოების გრანდიოზული გეგმები გვაქვს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი და ჩემი გუნდის უდიდესი მიზნები უკვე დახვეწის, მოლაპარაკების ეტაპზეა, ამიტომ დაელოდეთ, სიახლეებს მალე გაგაცნობთ ჩვენს სოციალურ გვერდებზე.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქლოე კარდაშიანი Shane Justin-ის ორეულით! ვარსკვლავი საკუთარი ძვირადღირებული ავტომობილის ფონზე!

#OK! ქლოე კარდაშიანი Shane Justin-ის ორეულით! ვარსკვლავი საკუთარი ძვირადღირებული ავტომობილის ფონზე!

June 18, 2021
#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

#OK! აჭარაბეთ არენა – „აჭარაბეთის“ სახელობის სტადიონი ბათუმში

September 13, 2021
#OK! ibis Styles Batumi – მსოფლიოში ცნობილი ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდი ბათუმში

#OK! ibis Styles Batumi – მსოფლიოში ცნობილი ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდი ბათუმში

November 8, 2024
#OK! სად არის ქეით მიდლტონი და რატომ გაუჩინარდა ის რამდენიმე თვით

#OK! სად არის ქეით მიდლტონი და რატომ გაუჩინარდა ის რამდენიმე თვით

March 19, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები