• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

როგორ აისახება სტრესი კანზე – ინტერვიუ ვერიკო აბრალავასთან

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღევანდელ ჩვენს რესპოდენტს, ვერიკო აბრალავას, ჩვენი ერთგული მკითხველი ძალიან კარგად იცნობს – პროფესიონალ და გულისხმიერ ექიმს, რომლისთვისაც თითოეული პაციენტი უმნიშვნელოვანესია. მისთვის მედიცინა, კერძოდ კი დერმატოლოგია, ის სფერო აღმოჩნდა, სადაც მან პროფესიული რეალიზება მოახდინა და პროფესიონალად ჩამოყალიბდა, რომელსაც უამრავი ადამიანი ენდობა. ამავდროულად, ვერიკო ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მას ძალიან საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ, მათ შორის, თუ რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე.

 

 

 

ვერიკო, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ექიმობა ძალიან საპასუხიმგებლო, საინტერესო და, ამავდროულად, რთული პროფესიაა. ბავშვობიდან მიყვარდა სირთულეებთან შეჭიდება, სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რატომაც ავარჩიე ეს პროფესია. დერმატოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც მოიცავს როგორც დაავადების მკურნალობას, ასევე პაციენტის ესთეტიკური კუთხით გამოჯანმრთელებას. ის აერთიანებს სილამაზეს, ესთეტიკას და ფსიქოლოგიას, რაც განაპირობებს ამ დარგის მრავალფეროვნებას. სწორედ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყოველი დღე არის განსხვავებული. მრავალფეროვნება და სირთულეები კი ჩემთვის ახალ-ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია სპეციალისტს ენდობოდე, რა განაპირობებს ამ ნდობას?

რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან პაციენტი ირჩევს იმ ექიმს, რომელსაც ენდობა. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში აუცილებელია ექიმი იყოს გულწრფელი და ყურადღებიანი. ჩვენ ხშირად გვხვდება საკმაოდ რთული დიაგნოზები, ამის შესახებ კი ინფორმაცია პაციენტს ისე უნდა მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ნდობა ორმხრივი იყოს.

ვერიკო, როგორ აისახება სტრესი ჩვენს სახის კანზე?

კანისა და ნერვული უჯრედების წარმოქმნა ჩანასახის განვითარებისთანავე ხდება ექტოდერმული უჯრედებიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ სტრესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირპროპორციულია კანის მდგომარეობასთან. დერმატოლოგიური დაავადებების უმეტესობა მიიჩნევა ფსიქოსომატურ დაავადებებად. სტრესი შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადების მიზეზი, როგორიცაა აკნე, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი და ა.შ.შ. მუდმივი სტრესი განაპირობებს დაბერების პროცესის დაჩქარებასაც.

 

 

დერმატოლოგიური პრობლემები როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

კანის მდგომარეობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფსიქოსოციალურ ფაქტორებზე. განსაკუთრებით ხშირია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც პაციენტს გამონაყარი აქვს სხეულის ხილულ უბნებზე. ეს იწვევს სტიგმატიზაციას: მაგალითად, მათ აქვთ შიში იმის, რომ არიან გადამდები, იწვევს სირცხვილის, უხერხულობის, დეპრესიისა და სოციალურ შფოთვით შეგრძნებებს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები და ჩარჩოები, რომელიც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ხშირად ეს დაავადებები არ არის გადამდები. ყოველივე ეს ძალიან ამცირებს ცხოვრების ხარისხსა და თვითშეფასებას. განსაკუთრებით რთულია მკურნალობის პროცესის წარმართვა პუბერტატული ასაკის მქონე პაციენტებთან, რადგან ძალიან ემოციურად არიან განწყობილები და ზოგჯერ არც კი მიჰყვებიან ბოლომდე მკურნალობის პროცესს. ამ შემთხვევაში მთავარია სწორი კომუნიკაცია და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა. გამონაყარი იწვევს სტრესს, სტრესი – გამონაყარს და ჩვენ ეს მანკიერი წრე უნდა დავარღვიოთ.

შეიძლება თუ არა კანის მოვლის რუტინამ შეამციროს სტრესი?

კანის მოვლა არის კანის სიჯანსაღეზე ზრუნვა. ნებისმიერი სახის რუტინა, რომელიც დაკავშირებულია ზრუნვასთან, სილამაზესთან, იწვევს განწყობის გაუმჯობესებას და თვითშეფასების ამაღლებას. კანის გასუფთავება, დატენიანება, შრატებისა თუ მზისგან დამცავის გამოყენება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი.

როგორ ფიქრობთ, რომელი თვისება, რა მოცემულობა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?

მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის საჭიროა შრომა, დისციპლინა, შეუპოვრობა, პოზიტიური განწყობა და მუდმივი განვითარების სურვილი და, რაც მთავარია, იღბალი. ეს უკანასკნელი არის ერთადერთი კომპონენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ის მხოლოდ უფლის ნებაა.

 

 

 

რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?

ჩემი ქალიშვილები. მე, როგორც დედა, ქალი და ექიმი, მათთან ერთად ჩამოვყალიბდი. ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახს თან სდევს სირთულეები, თუმცა მე გამიმართლა, ჩემი ოჯახი მხარს მიჭერდა როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდაში. შეიძლება არ ვარ იდეალური დედა, მაგრამ ვცდილობ ვიყო სამართლიანი და მეგობრული. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან გულწრფელები ვართ, ვუზიარებთ როგორც წარმატებებს, ასევე პრობლემებსაც, სირთულეების დროს კი ერთმანეთს ვამხნევებთ. გოგონები მალე თინეიჯერულ ასაკში შეაბიჯებენ, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა ისინი იმდენად გონიერები არიან, რომ მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ადრე დედა უნდა ყოფილიყო მკაცრი და თითქოს მშობელსა და შვილს შორის კედელი იყო აღმართული. არ ვიცი სწორია თუ არა, თუმცა არის მომენტები, როცა სიმკაცრე საჭიროა. თუმცა ურთიერთობა მაშინ არის ჯანსაღი, როცა ის დამყარებულია ნდობაზე, გულწრფელობასა და მეგობრობაზე. შვილებს ყველაზე ხშირად ვუმეორებ იმას, რომ არ ავნონ ადამიანებს, არ დაჩაგრონ მასზე სუსტი, ხოლო როდესაც საჭიროა, აუცილებლად დაიცვან საკუთარი თავი.

 

 

გაგვიზიარეთ სახალწლო სურვილი, რას ისურვებდით 2025 წელს?

უპირველესად, 2025 წელს ვთხოვ, მოიტანოს სიმშვიდე. ვისურვებ, რომ ადამიანებს შორის არსებული ვნებათაღელვა და კონფლიქტები დასრულდეს. მინდა ჩვენი გულები აივსოს სიყვარულითა და სიხარულით. ამასთანავე, ვისურვებ, რომ 2025-მა ყველა ადამიანს მოუტანოს ის, რასაც ეძებს. ვიღაცისთვის ეს ჯანმრთელობაა, ვიღაცისთვის – სამსახური, ზოგისთვის – პირადი ბედნიერება. მინდა ყველას ეწვიოს ბედნიერება. დაბოლოს, დავამატებ გენიალური გურამ დოჩანაშვილის სიტყვებს – დედამიწას სიყვარული ატრიალებს. სიყვარულით სავსე გულებს ვუსურვებ თქვენს მკითხველს და მთელ მსოფლიოს.

 

მადლობა, წარმატებები.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: ბრიმ თბილისი

 

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „არქის“ ჰოუმ-ოფისი ისანში გაიხსნა

#OK! „არქის“ ჰოუმ-ოფისი ისანში გაიხსნა

June 5, 2021
#OK! ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნა!

#OK! ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნა!

November 7, 2023
#OK! Unicef-ის კეთილი ნების ყველაზე ახალგაზრდა ელჩი, ანტრეპრენერი და ბრენდ Florence By Mills-ის დამფუძნებელი – მილი ბობი ბრაუნი

#OK! Unicef-ის კეთილი ნების ყველაზე ახალგაზრდა ელჩი, ანტრეპრენერი და ბრენდ Florence By Mills-ის დამფუძნებელი – მილი ბობი ბრაუნი

February 19, 2024
#OK! ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს მიღმა – ახალგაზრდა სპორტსმენის მომხიბვლელი იმიჯი

#OK! ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს მიღმა – ახალგაზრდა სპორტსმენის მომხიბვლელი იმიჯი

March 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

June 24, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK!  გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

#OK! გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

June 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები