• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Sport

#OK! ჩაკვე

March 29, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ჩვენი ჟურნალის მთავარი გმირი ინგლისური WATFORD‑ის ნახევარმცველი, ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძეა.

ძალიან სიმპათიურია, ხშირად და მომხიბლავად იღიმის, სიმშვიდის იმპულსებს უზიარებს გარშემო მყოფებს, გაწონასწორებული და მოკრძალებული ადამიანია – ასეთია ცხოვრებაში ჩაკვე, რომელიც მოედანზე შესვლისთანავე ცეცხლს ანთებს, მატჩის ბოლო წამამდე იბრძვის და ყოველ ჯერზე დიდ თავის ტკივილს უჩენს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. წარსულში რთული, ტრავმული ეპიზოდების შემდეგ დღეს ის შესანიშნავ ფორმაშია. სიამოვნებით გთავაზობთ გიორგი ჩაკვეტაძესთან ქართული OK!-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს.

 

 

 

გიორგი, როდის შეგიყვარდათ ფეხბურთი? ალბათ ეზოში ბურთის თამაშით დაიწყო ყველაფერი?

კი, პატარაობიდან მიყვარდა ფეხბურთი. ეზოშიც ბევრს ვთამაშობდი, ტელევიზორში, იუთუბში ხშირად ვუყურებდი თამაშებს და ვცდილობდი, იგივე გამეკეთებინა მეც.

 

რა ასაკში გააცნობიერეთ, რომ ფეხბურთის გარდა სხვა არაფერი გინდოდათ?

საკმაოდ ადრე, 6-7 წლისა მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი იყო.

 

 

თქვენს კარიერაში იყო რთული ეტაპები, ტრავმის გამო შეფერხებები და დროებით ჩამოცილებაც სპორტიდან. ემოციურად როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეებს?

ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს პერიოდი. რთული ტრავმები მქონდა. ბევრ ფეხბურთელს შეიძლება საერთოდ დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი. ალბათ ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოვჩნდი, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამის გახსენება. მთავარია, რომ ახლა ყველაფერი ჩავლილია, ჯანმრთელად ვარ, ვაგრძელებ და ვუბრუნდები ფორმას.

 

ყველაზე საყვარელი მომენტი მოედანზე.

ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი არის, ალბათ, ყაზახეთთან გოლი.

 

 

ჩაკვე და საქართველო. რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო, ყველაზე მეტად სად მოგიხარიათ, როცა ჩამოდიხართ?

სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. სულ მიხარია, როცა ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვდივარ და თამაშის წინ ჰიმნს ვმღერი. გულში ჩემთვის ვმღერი ხოლმე. აქ რომ ჩამოვდივარ, პირველ რიგში, სახლში, ოჯახის წევრებთან მომიხარია. ხშირად არ მაქვს მათი ნახვის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ მიწევს ხშირად ჩამოსვლა საქართველოში.

 

ქალაქგარეთ თუ გიყვართ გასვლა? საქართველოს რომელიმე კუთხეს გამოარჩევთ?

კი, ხშირად ვსტუმრობ ჩემს მეგობარს კახეთში, ახმეტაში.

 

ქართულ სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ძალიან მიყვარს და მენატრება ხოლმე. ფაქტობრივად, ყველა კერძი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ხინკალი. თუმცა, ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ დიდად გურმანი ვარ. მე თვითონ არ გამომდის საჭმელების მზადება, მაქსიმუმ კვერცხი შევიწვა.

 

 

 

გიორგი, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

არაფერი ხდება, თავისუფალი ბიჭი ვარ.

 

როგორია ჩაკვე მოედნის მიღმა? როგორ ერთობით, როგორ განიტვირთებით?

ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში მაქვს ინგლისში და ვცდილობ, სულ ვივარჯიშო. ჩემი მეგობრები საქართველოდან ხშირად ვერ მსტუმრობენ, მაგრამ როცა ახერხებენ ჩამოსვლას, გავდივართ უფრო მეტად რესტორანში, დავსხდებით, ვსაუბრობთ.

 

სამოტივაციო ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად გიტრიალებთ თავში.

არასდროს დავნებდეთ. შეიძლება იყოს კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ხან ჩავარდნებიც, მაგრამ თავს სულ უნდა შევუძახოთ და გვჯეროდეს, რომ შევძლებთ.

 

 

რამე რიტუალი გაქვთ თამაშის წინ?

სულ ვცდილობ, რომ მარჯვენა ფეხით შევიდე მოედანზე. თუმცა ცრუმორწმუნე ნაკლებად ვარ.

 

ადამიანის წარმატებაში რა არის მთავარი ფაქტორი?

მიზანი. ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზანი და ყველაფერი გააკეთოს მის ასასრულებლად.

 

საკუთარ თავზე მუშაობის დროს ყველაზე დიდ ყურადღებას რას უთმობთ?

დისციპლინას. რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ფეხბურთელისთვის. საკუთარ თავს უნდა მოუარო, სწორად იკვებო, იძინო, ბევრი ივარჯიშო, იშრომო და აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

 

 

გვერდიდან რომ შეხედოთ საკუთარ თავს, როგორ დაახასიათებდით? როგორი ბიჭია ჩაკვე?

რა ვიცი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია.

 

ადამიანებს რა კრიტერიუმებით აფასებთ?

კეთილი უნდა იყოს, არ იტყუებოდეს, მეგობრობა შეეძლოს.

 

თქვენი ყველაზე დიდი სურვილი.

ჩემი ოცნებაა, ვითამაშო პრემიერლიგაში და ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.

 

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ტექსტი: თაკო გვაზავა

ჩაცმულობა: U.S. Polo Assn.

ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?
OK! News

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი
OK! News

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით
OK! News

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პარიზის ოპერა

#OK! პარიზის ოპერა

November 5, 2021
#OK! ორსული ელი გოლდინგი: მომღერალი Cecilie Bahnsen-ის 3301,02 ფუნტის ღირებულების კაბით!

#OK! ორსული ელი გოლდინგი: მომღერალი Cecilie Bahnsen-ის 3301,02 ფუნტის ღირებულების კაბით!

April 21, 2021
#OK! ქალი და ჯანმრთელობა – ნატურალური სილამაზისთვის ბრძოლა

#OK! ქალი და ჯანმრთელობა – ნატურალური სილამაზისთვის ბრძოლა

June 2, 2022
#OK! “ხუთი წლით ციხეში?” – ალეკ ბოლდუინს ბრალს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წარუდგენენ

#OK! “ხუთი წლით ციხეში?” – ალეკ ბოლდუინს ბრალს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წარუდგენენ

January 20, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები