• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ მომღერალ ელენე მიქიაშვილთან

August 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გაესაუბრა ყველასათვის საყვარელ ქართველ მომღერალ ელენე მიქიაშვილს, მისი ბრენდის, პროფესიული გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ელენემ ინტერვიუში დააანონსა „ელესის“ nail studio-ს გახსნა და იმ ახალი კლიპის პრემიერა, რომელზე მუშაობაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როდის დაინტერესდით სიმღერით?

მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. ექვსი წლიდან ვიოლინოზე ვუკრავ, სიმღერით კი პირველად შვიდი წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც სკოლაში მუსიკალური კონკურსი „მელოდია 2004“ გამოცხადდა. დიდი სურვილი მქონდა, მიმეღო მონაწილეობა, და მივაღწიე წარმატებასაც − გავედი მეორე ადგილზე. ყოველივე ამან, მე და ჩემი ოჯახის წევრები დაგვარწმუნა იმაში, რომ კარგად გამომდიოდა სიმღერა და აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა საკუთარ თავზე მუშაობა ამ მიმართულებით.

კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობა გაქვთ მიღებული…

იმ კონკურსებიდან, რომლებშიც მონაწილეობა მაქვს მიღებული, გამოვყოფდი „ვოისს“, რადგან ყველაზე დიდი წარმატება მან მომიტანა. მართალია, ვერ გავიმარჯვე, თუმცა ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დავიწყე საკუთარ სიმღერებზე მუშაობა. ასევე, ვმონაწილეობდი ევროვიზიაში, როდესაც შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა საქართველოში და ვიყავი 20 კონკურსანტს შორის.

 

ორი სიტყვით თქვენი ბრენდის შესახებ.

ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი მოდის ტენდენციას და დაინტერესებული ვიყავი ამ მიმართულებით. ხშირად იმედგაცრუებული ვრჩებოდი, როდესაც ჩემს მოსაწონ ტანისამოსს ვერ ვპოულობდი. ყოველივე ამან კი განაპირობა ის, რომ 3 წლის წინ გადავწყვიტე შემექმნა საცურაო კოსტიუმებისა და საზაფხულო აქსესუარების ბრენდი „ელესი“. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახსაც, რადგან მუდამ მხარში მედგა და მეხმარებოდა. რაც შეეხება ბრენდის სახელწოდებას, იგი ჩემს სახელს უკავშირდება. მოვიფიქრე ბრენდის შესაფერისი ლოგო და სლოგანიც. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ საქმეს ვიწყებდი და მის გამრავალფეროვნებაზე ფიქრიც დავიწყე. შედეგად, „ელესის“ პროდუქციას შევმატე ტანსაცმელები, რითაც ერთგვარ მრავალფეროვან ბრენდად გარდავქმენი და მაღაზიის გარდა, სულ მალე გავხსნი ამავე სახელწოდების nail studio-ს. მინდა აღვნიშნო, რომ „ელესის“ პოპულარიზებას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მიცნობს. ამდენად, ჩემს მაღაზიას არაერთი ცნობადი პიროვნება აკითხავს და იღებს სიამოვნებას გემრიელი და ხარისხიანი შოპინგით.

გვესაუბრეთ თქვენი ბრენდის – nail studio-ს მომსახურებასთან დაკავშირებით.

ჩვენს nail studio-ში მოსულ მომხმარებელს დახვდება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იზრუნებს მისთვის კომფორტული, ე.წ. ლაუნჯური გარემოს შექმნასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

 

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს საქმიანობაზე?

პანდემიამდე ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, ვინაიდან ვსწავლობდი კონსერვატორიაში და ვმუშაობდი სიმღერებზე. თუმცა, როდესაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალა, მუსიკის მხრივ ისეთივე აქტიური ვეღარ ვიყავი, როგორიც ბიზნესის კუთხით. ამდენად, მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი დადებითად აისახა „ელესის“ განვითარებაზე, რადგან საკმაო დრო მქონდა იმისთვის, რომ კარგად გამეცნო ჩემი ბრენდის მომხმარებლები და გამეგო მათი სურვილები.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

სამომავლოდ, ვაპირებ „ელესის“ გაფართოებას, რადგან საზოგადოების დიდი სიყვარულითა და ცნობადობით სარგებლობს. სალონიც სულ მალე გაიხსნება. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ გეგმებს, 27-28 ივლისს მქონდა კლიპის გადაღება კაბუსთან ერთად, ხოლო ახლო მომავალში იგეგმება ამ სიმღერის პრემიერა, რომლის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, ტექსტის ავტორი კი რეზო ბლიაძე გახლავთ. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, კარგი საზაფხულო ჰიტი გამოვიდა და ვფიქრობ, მსმენელიც მალე შეიყვარებს.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

December 9, 2022
#OK! მედეა მირიანაშვილი – მუსიკის ძალაზე, ბათუმსა და სასიამოვნო სიახლეზე

#OK! მედეა მირიანაშვილი – მუსიკის ძალაზე, ბათუმსა და სასიამოვნო სიახლეზე

October 11, 2022
#OK! გასტრონომი ჯგუფი 3 წლისაა

#OK! გასტრონომი ჯგუფი 3 წლისაა

September 7, 2022
OK! ელზა ჰოსკის 80-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

OK! ელზა ჰოსკის 80-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

June 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! როგორ დავიწყოთ დილა ენერგიულად? – 5 წესი ჯანსაღი ძილისთვის

#OK! როგორ დავიწყოთ დილა ენერგიულად? – 5 წესი ჯანსაღი ძილისთვის

July 2, 2025
#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

July 2, 2025
#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები