• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „ბამანე“ სილამაზის სამსახურში

November 9, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

დამეთანხმებით, ქორწილი სწორედ ის გამორჩეული დღეა, რომლისთვისაც ყველა საგანგებოდ ემზადება. ამ დაუვიწყარი მოგონებებისა და ემოციებისთვის განსაკუთრებით ქალბატონები ემზადებიან, რომლებიც თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას უთმობენ. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად საქორწინო კაბის არჩევა მიიჩნევა. ამაზე ხომ ყველა ქალი ბავშვობიდან ფიქრობს და ოცნებობს. OK! გაგაცნობთ საქორწინო კაბების ატელიეს, „ბამანე“, რომელიც მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ და ინდივიდუალურ მოდელებს ქმნის. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად საქორწინო და სადღესასწაულო სამოსის ბრენდის, „ბამანეს“ დამფუძნებელი, ქეთი კვაჭანტირაძე გვიამბობს.

 

გაგვაცანიით საქორწინო კაბების ატელიე „ბამანე“. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?

,,ბამანე“ გახლავთ საქორწილო და საღამოს კაბების ბრენდი, რომელიც ქალებისთვის ექსკლუზიურ და ინდივიდუალურ მოდელებს ქმნის. პატარძლებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც უკვე მზა მოდელები, ასევე საკუთარი დიზაინით შეგვიკვეთონ მათი საოცნებო კაბა. სამკერვალო პროცესი და ასევე შოურუმი ჯერჯერობით მხოლოდ გორში გვაქვს, თუმცა ეს ლოკაცია დიდ პრობლემას არასდროს წარმოადგენდა ჩვენი ხარისხის მოყვარულებისთვის.

„ბამანეს“ შექმნის იდეა ჩემს დიდ გულშემატკივარს, ჩემს დას ეკუთვნის, ვინაიდან მას სჯეროდა ჩემი წარმატების და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ახლაც გვერდში მიდგას ბრენდის ტექნიკური მახასიათებლების დახვეწის საკითხში. 2021 წლის თებერვალში ჩაეყარა საფუძველი „ბამანეს“ საქმიანობას და ქალაქში სახელი გაითქვა როგორც ინდივიდუალური შეკვეთების – საღამოს კაბების ოსტატურად შემსრულებელმა, არადა ამ ცნობილი სახელის უკან იდგა ერთი ადამიანი, ერთი საკერავი მანქანით და დამხმარე ელემენტარული ხელსაწყოებით. ხალხის სიყვარულმა, ოჯახის თანადგომამ მომცა სტიმული, რომ უფრო დიდი ნაბიჯები გადამედგა და 2022 წელს, მწვავე კოვიდპანდემიის მიუხედავად, მივიღე მონაწილეობა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, ვითხოვდი დაფინანსებას პროფესიული საკერავი მანქანების შესაძენად და ქალების გაძლიერების მიზნით სოციალურ პასუხისმგებლობად ავიღე 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებული და დევნილი ქალების სწავლება-დასაქმებაც. დიდი შრომის შედეგად ეს გრანტი მოვიპოვე, პროფესიულ განვითარებას შევუდექი ჩემს მოსწავლე ქალებთან ერთად, რომელთა დასაქმების შემდეგაც შევიძინე ერთგული გუნდი და ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდით, ასევე, ხსენებული ომით დაზარალებულ სოფელში – კარალეთში. 2023 წლიდან კი საქმიანობის კვლავ გაფართოების მიზნით გადმოვინაცვლეთ ქალაქ გორში, სადაც განვითარებასა და სერვისების დახვეწას ვაგრძელებთ.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

„ბამანეს“ ლოგოს ეკუთვნის უკვე სულ მცირე, ათასამდე საქორწილო და სადღესასწაულო კაბა. მომხმარებელს შეუძლია მზა მოდელები აარჩიოს შოურუმიდან, თუმცა ასევე შესაძლებელია კონკრეტული ცვლილების შეტანა – დეტალების გადაკეთება სხეულის თავისებურების გათვალისწინებით იმისთვის, რომ კაბაში ბოლომდე კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენი გუნდისთვის არც საღამოს გვიანი საათების სტუმრებია უცხო და არც დილის, ვინაიდან ვცდილობთ თითოეული მომხმარებლის დროის განრიგსა და ვითარებას მოვერგოთ. ვფიქრობ, ეს გარემოება მათ მკაფიოდ აგრძნობინებთ, რომ სანდო ბრენდი უდგათ მხარში. ასევე, დიდ გაოცებას იწვევს, როდესაც ვთავაზობთ კაბის ჩაცმის მომსახურებას ჩვენს სალონში, რათა კაბაში ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით დაბოლოვდეს. აგრეთვე ძალიან საინტერესოა ინდივიდუალური შეკვეთის პროცესი, როცა სასურველი მოდელის მორგება დამკვეთისგან ხდება. არის ხოლმე შემთხვევები, როცა დიდი შრომაა გასაწევი იმისთვის, რომ ზუსტი წარმოდგენა შევუქმნათ, თუ რას მივიღებთ შეკვეთის რეალურად შესრულების შემთხვევაში, სხეულის კონკრეტული პარამეტრების გათვალისწინებით. ვიწყებთ კაბის ყველა დეტალის განხილვას და ხშირად ვცვლით კიდეც გარკვეულ ზონებს. დიდი შრომის გაწევა გვიწევს პუნქტუალურობის დაცვისთვისაც, თუმცა ეს მომხმარებლისთვის ყოველთვის შეუმჩნეველია. არასდროს ვუქმნით დისკომფორტს შეკვეთის დროულად დამზადების კუთხით წინდახედულ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდობიან და თავიანთ სილამაზეზე ზრუნვას გვანდობენ.

 

რა უპირატესობით სარგებლობს „ბამანე“?

„ბამანეს“ უპირობო ლიდერობის გასაღები გახლდათ ნამუშევრების დახვეწილობა, სიზუსტე და ხარისხი. ამ სტანდარტს მტკიცედ ვინარჩუნებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რასაც ემატება ჩვენი პუნქტუალურობა, მომხმარებლების მიღების გაფართოებული საათები, მზა მოდელების თანამედროვეობა და მუდმივი სიახლეები დიზაინში. ასევე ქსოვილები, სამუშაო მასალა გახლავთ უმაღლესი ხარისხის და ვსარგებლობთ უცხოური ხარისხით, რასაც უზრუნველყოფს ჩემი ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს გარემოება კი გახლავთ ექსკლუზიურობის მყარი გარანტია, რაც ასე ხიბლავს „ბამანეს“ თითოეულ მომხმარებელს.

ვფიქრობ, რომ ამ ბრენდის უპირატესობა ის ემოციური კავშირიცაა, რაც მომხმარებლებთან აკავშირებს, ვინაიდან ძალიან ბევრისთვის „ბამანეს“ კაბა კარიერული წინსვლისა და ცხოვრებისეული წარმატების თანამდევი ყოფილა, კაბის შექმნის პროცესი კი ძალიან სასიამოვნო და სანდოობით გაჯერებული. მნიშვნელოვანია მოგახსენოთ, რომ ხარისხის შეფასებას არასოდეს ვანდობთ მხოლოდ საკუთარ კრიტიკულ თვალს და შეხედულებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფასებაც და სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენაში, ვაწყობთ ჩვენებებს, ვთანამშრომლობთ სამოდელო სააგენტოსთან, ასევე მოდელებთან, რომლებიც საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში საქართველოს სახელით მონაწილეობენ და დამიჯერეთ, ჩვენი კაბა ქართული დროშის ქვეშ ულამაზესი მოდელების ტანზე საოცარი სანახავია.

 

გაგვაცანით გუნდი, რომელიც „ბამანეს“ უკან დგას.

„ბამანეს“ ყველა წარმატებული ნაბიჯის უკან დგას გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს დასახული მიზნებისთვის, ხარისხის შენარჩუნებისა და მომხმარებელთა კომფორტისთვის. ჩემი განვითარებისთვის კი დიდი შრომა აქვს გაწეული ჩემს მეუღლეს და ოთხ შვილს, რომელთაც მუდმივად ვაკლივარ, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე დიდ სტიმულს, შევეჭიდო ისეთ მწვერვალებს, რომელთა წინაშეც თავი ძალზე პატარა მგონია.

„ბამანეს“ გუნდის ჩამოყალიბების პროცესი არ გახლდათ იოლი, თუმცა ამ ეტაპზე „ბამანეს“ სახელით ერთიანდებიან ქალები, რომელთა ძირითადი მახასიათებელი ერთგულება და საქმისადმი დიდი სიყვარულია. ეს ჩვენი მეორე ოჯახია, სადაც რეალიზაციას ვუწევთ საკუთარ უნარებს, დადებით მხარეებს, მუდმივად ვვითარდებით და არ ვირჩევთ იოლ გზებს, ვსაზრდოობთ იმ სიყვარულითა და სიხარულით, რასაც ბედნიერი მომხმარებლებისგან ვიღებთ.

 

მომსახურებაზეც გვიამბეთ.

ჩვენი შოურუმი მდებარეობს გორში, ჭავჭავაძის 16 ნომერში და შემოსვლისთანავე იგრძნობა სიმყუდროვე, სიმშვიდე, რათა ადამიანმა შეძლოს საკუთარი სურვილების მობილიზება და მიაგნოს კაბას, რომელიც მის ოცნებას დაემთხვევა. შოურუმში ყველა კაბა ისე კიდია, თითქოს თავის მფლობელს ელის. თუმცა ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანმა არ იცის რა მოუხდება, როგორი ტენდენციიის კაბა მოირგოს და ამ მომენტიდან საქმეში ვერთვებით პასუხისმგებლობის მაღალი განცდით, იმის სურვილით, რომ სანდოობა გავამართლოთ. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვცდილობთ გავარკვიოთ გემოვნების ელემენტები, ასევე სილუეტის თავისებურება. რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ მიდის მოსინჯვის პროცესი და ერთობლივად ვარჩევთ სწორედ იმ მოდელს, რომელიც ათქმევინებს პატარძალს – „აი სწორედ ამ კაბას ვეძებდი“.

მოთხოვნის შესაბამისად, დიდი სიამოვნებით ვიღებთ ინდივიდუალური შეკვეთის მსურველებსაც. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან კარგად უნდა გაირკვეს, რა მოლოდინი აქვს თითოეულ მომხმარებელს ჩვენი მომსახურებისგან. ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება კომფორტულობასა და სილამაზეს შორის. მოთმინებით ვეკიდებით კაბის შექმნის პროცესში ცვლილებების შეტანას, ვერგებით მომხმარებლისთვის ვიზიტების სასურველ განრიგს და სულ ბოლოს გამზადებული კაბის ჩაცმის ვალდებულებასაც ვიღებთ, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი ჩაცმის შედეგად გამოწვეული დისკომფორტი და კაბის დამახინჯებული ვიზუალი. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ მომხმარებელთან სასაუბროდ ვირჩევთ ყოველთვის მეგობრულ ტონს, რომელიც გვაახლოებს ერთმანეთთან, იწვევს თანამშრომლობისთვის ორმხრივად პოზიტიურ მუხტს და აღრმავებს სანდოობის, პატივისცემის განცდას.

 

 

რატომ უნდა ავირჩიოთ „ბამანე“?

„ბამანეს“ ირჩევს გამორჩეულობის მოთხოვნილების მქონე ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და ექსკლუზიურობა. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა „ბამანეს“ ხარისხი, ვეტყოდი, რომ სწორედ ეს ბრენდი გაჩუქებთ განსაკუთრებულობის დაუვიწყარ შეგრძნებას და თანამშრომლობის უმარტივესი გზებით მოკლე დროში დაგიმზადებთ სწორედ იმ კაბას, რომლის პოვნაც ასე რთულად გეჩვენებოდათ.

 

ბოლოს სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

„ბამანე“ ყოველდღიურად ზრდის ბედნიერი მომხმარებლების რიცხვს და აფართოებს პარტნიორულ კავშირებს, ქმნის კოლაბორაციებს, რაც ბუნებრივ მოთხოვნილებას გვიჩენს, მონაწილეობა მივიღოთ უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ თემატურ ჩვენებებსა და გამოფენებში. ვფიქრობ, ნამუშევრების დახვეწილობა და ტენდენციურობა დიდ მოწონებას დაიმსახურებს ევროპულ ბაზარზე.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

 

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქლოე კარდაშიანის ახალი იმიჯი! ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა!

#OK! ქლოე კარდაშიანის ახალი იმიჯი! ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა!

September 17, 2021
OK! BIPTF ბათუმში საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის II სეზონი გაიმართა

OK! BIPTF ბათუმში საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის II სეზონი გაიმართა

October 4, 2024
#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

June 30, 2022
#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF) ქუთაისში

#OK! საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF) ქუთაისში

June 10, 2024

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები