• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! PARK HOME საბურთალოზე ახალი პროექტი „ანაგი დეველოპმენტისგან“

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! გაესაუბრა „ანაგი დეველოპმენტის“ მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებს − ნინი მარიამიძესა და ქეთი ადეიშვილს კომპანიის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„ანაგი დეველოპმენტი“ 31-წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიის სურვილია, შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა სახლზე. სახლი არ არის მხოლოდ ოთხ კედელს შორის მოქცეული სივრცე, რომელიც კვ.მ-ებით იზომება. სახლი არის ემოცია, იმ გარემოსა და ადამიანებისგან, რომლებიც ამ სახლს მოჰყვება. აქედან გამომდინარე, „ანაგი დეველოპმენტი“ მომხმარებლებს სთავაზობს სახლს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მათ სურვილებს. Park Home იყო ის კონცეფცია, რომლითაც „ანაგი დეველოპმენტი“ ბაზარზე პირველად 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ეს არის კონცეფცია, რომელიც მცხოვრებლებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, რეკრეაციასთან ახლოს მეგობრულ, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში. ვინაიდან დღეს ყველა ჩვენგანს აწუხებს დროის სიმცირის საკითხი, „ანაგი დეველოპმენტმა“ თავისი უნიკალური კონცეფციით მომხმარებლებს შესთავაზა გარემო, სადაც სახლის ტერიტორიიდან გაუსვლელად შეძლებენ განიტვირთონ, გაერთონ და იმუშაონ კიდეც.

„ანაგი დეველოპმენტის“ პირველ პროექტს „Park Home ვაკე“ წარმოადგენს, რომელიც ახლა აქტიური მშენებლობის ეტაპზეა. საოჯახო ტიპის პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს ყველაფერს იმისათვის, რომ ოჯახმა ბედნიერად იცხოვროს ქალაქის ცენტრში და ამასთანავე, ბუნებასთან ახლოს.

 

მიუხედავად ბაზარზე პანდემიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობისა, „Park Home ვაკის“ მიმართ გაჩენილმა მაღალმა ინტერესმა, კომპანია დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო მსგავსი კონცეფციის კიდევ ერთი პროექტის დამატება. „Park Home საბურთალო“ მეტროსადგურ „დელისიდან“ მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. „Park Home ვაკის“ მსგავსად, „Park Home საბურთალო“ არის შესაძლებლობა, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, ფეხი აუწყოთ მის რიტმს და ამავდროულად, მშვიდმა და დასვენებაზე ორიენტირებულმა გარემომ თავი ქალაქისგან მოშორებით, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ადგილას გაგრძნობინოთ. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ იცხოვროთ კომფორტულად, მშვიდად, და დატკბეთ ყოველი დღით. 2 აუზი, ფიტნესდარბაზი, საბავშვო და სპორტული მოედნები − ეს კომპლექსის ინფრასტრუქტურის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. „Park Home საბურთალოს“ კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს 4 000 მ2-მდე ფართის პარკი, რომელიც კომპლექსის წინ მდებარეობს და რომლის გამწვანებაზეც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქთან ერთად, „ანაგი დეველოპმენტიც“ იზრუნებს.

„Park Home საბურთალოს“ ფასი, მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ბინების ფასისგან განსხვავებულია, რადგან გარდა კომპლექსის მდიდარი ინფრასტრუქტურისა, „ანაგი დეველოპმენტის“ გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის დეტალი, რამაც შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას მომავალ მობინადრეებს და გადაწყვიტა შესთავაზოს თავის მომხმარებელს სრულად გარემონტებული ბინა, რომელიც მოიცავს გათბობის მთლიან სისტემას, სრულად მოწყობილ სველ წერტილებს და იტალიური სამზარეულოს ავეჯს, ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. სასურველი რემონტისთვის მაღალი ხარისხის ევროპული მასალების შერჩევას, მომხმარებელი კომპანიის მიერ მოწყობილ შოურუმში შეძლებს. ბინების გარემონტებული კონდიციით ჩაბარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი მობინადრეები არასდროს შეწუხდებიან მეზობლების რემონტით გამოწვეული ხმაურით თუ დისკომფორტით. „Park Home საბურთალოზე“ სასურველი ბინის შერჩევა მარტივია, რადგან აქ ფართებისა და გეგმარების დიდი არჩევანია. აუცილებლად აღსანიშნავია ხედები, რომელიც კომპლექსიდან იშლება. 29-სართულიან შენობაში საცხოვრებელი ფართები მხოლოდ მე-8 სართულიდან იწყება, რაც თავისთავად, ხედის გარანტიაა.

 

„Park Home საბურთალოს“ მომავალ მობინადრეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, 31 მაისამდე ისარგებლონ სააღდგომო შეთავაზებით, შეიძინონ ბინა 10%-იანი ფასდაკლებით და ისარგებლონ გადახდის განსაკუთრებული პირობით.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ერთიანი გადახდის პირობას, ასევე 30-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას. პირველადი შენატანი შეადგენს ბინის ღირებულების მხოლოდ 20%-ს, 30% კი ნაწილდება 30 თვეზე, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა მომხმარებლებს შეუძლიათ 30-ე თვეს, კომპლექსის დასრულების შემდეგ, როდესაც გადაეცემათ უკვე სრულად გარემონტებული ბინა. ეს დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ მშენებლობის პროცესი და სარემონტო სამუშაოები დასრულდება წინასწარ შეთანხმებულ ვადებში. პროექტის დასრულების ვადა 2023 წლის სექტემბერია.

მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ანაგი დეველოპმენტი“ უკვე აქტიურად მუშაობს სამომავლო პროექტებზე.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის მსახიობს ვიქტორია ლამასს ხვდება

#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის მსახიობს ვიქტორია ლამასს ხვდება

January 15, 2023
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! LIERAC Lift Integral – სრულყოფილი ფორმულა

#OK! LIERAC Lift Integral – სრულყოფილი ფორმულა

December 28, 2022
#OK! ტეილორ სვიფტს iHeartRadio-ს დაჯილდოებაზე “ინოვატორის ჯილდო” გადასცეს

#OK! ტეილორ სვიფტს iHeartRadio-ს დაჯილდოებაზე “ინოვატორის ჯილდო” გადასცეს

March 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის სიყვარულის ისტორია

#OK! ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის სიყვარულის ისტორია

January 31, 2026
#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

January 30, 2026
#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 30, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები