არასოდეს უშინდება გამოწვევებს. მიაჩნია, რომ ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია ისწრაფოდე მუდმივი განვითარებისკენ, რათა შეძლო მოიპოვო ადამიანების უწყვეტი ნდობა. მთავარ მოტივატორად კმაყოფილ პაციენტებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ყოველთვის მზად არის მათთვის სიხარულის მისანიჭებლად.„ OK! ბათუმის “სტუმარი ექიმი-კოსმეტოლოგი,
„Dr ბერძენიშვილის ესთეტიკური მედიცინის“ კლინიკის დამფუძნებელი, ნათია ბერძენიშვილია, რომელიც წლებია ადამიანების ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნავს და რომელმაც ქართველების გარდა, რამდენიმე ქვეყნის მომხმარებლის ნდობაც დაიმსახურა.
იყო ექიმი-კოსმეტოლოგი, ნიშნავს…
უდიდეს პასუხისმგებლობას, საქმისადმი სიყვარულს. ამავდროულად, მუდმივ განვითარებას, რისთვისაც ძალიან ბევრს ვშრომობ და ყოველთვის მზად ვარ ჩემს პაციენტებს სიახლეები შევთავაზო, რათა მეტად გავახარო ისინი. როგორც აღვნიშნე, ეს პროფესია მოითხოვს მუდმივ განვითარებას, თავდაუზოგავ შრომას, სხვანაირად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.
გარდა პროფესიონალიზმისა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოიპოვოთ ადამიანების ნდობა?
მთავარი საქმისა და პაციენტების სიყვარულია. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. სწორედ ჩემი მათდამი გამოჩენილი ყურადღებიდან მოდის ნდობა, სიყვარული და ერთგულება, რომელიც მაძლევს სტიმულს, უფრო დიდი შემართებით ვაკეთო ის საქმე, რაც ასე ძალიან მიყვარს.
არაერთ ქალბატონს ეხმარებით იმაში, რომ მეტად თავდაჯერებულები იყვნენ. რა განცდა გეუფლებათ, როცა მათ კმაყოფილ სახეებს უმზერთ?
რა თქმა უნდა, მეც მათთან ერთად ბედნიერი ვარ. თითეული მადლიერი პაციენტი ჩემი წარმატება და გამარჯვებაა, ისინი დიდ სიხარულსა და სტიმულს მანიჭებენ.
ხართ წარმატებული ქალი, მზრუნველი დედა, გამოიყურებით არაჩვეულებრივად. როგორ ახერხებთ ყველა მიმართულებით მუდამ ფორმაში ყოფნას, რა გაძლევთ ამის ძალას?
ჩემი შვილები ყველაზე დიდი ძალაა. ყოველთვის, თავისუფალ დროს აუცილებლად ვატარებ შვილებსა და ოჯახთან ერთად. რთული გრაფიკის მიუხედავად, ვცდილობ დროის გარკვეული მონაკვეთი დავუთმო საკუთარ თავს, მეუღლეს და შვილებს. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრებისა და წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა არიან.
ბათუმში ფლობთ საკუთარი სახელობის ესთეტიკური მედიცინის კლინიკას. უფრო დეტალურად რომ მიგვიყვეთ, რა სერვისს სთავაზობთ ბათუმელ და არამარტო ბათუმელ ქალბატონებსა და მამაკაცებს?
ქალბატონებს და არა მარტო ქალბატონებს, ვთავაზობთ ინიექციური მეთოდით სახის სრულ მოდელირებას. ასევე, კანის გაჯანსაღებას, აკნეს მკურნალობას, მიმიკური ნაოჭების გასწორებას, სხეულის კორექციას,როგორიცა საჯდომის მოცულობა და გამკვრივება, ცელულიტის დაშლა, რაც საკმაოდ გავრცელებულია და ქალბატონების უმეტესობის პრობლემაა დღეს. ხშირია მამაკაცების მომართვიანობა ცხვირის მოდელირებასთან დაკავშირებით, ისინი ასევე იტარებენ მიმიკური ნაოჭების გასწორების პროცედურას, ანუ ბოტულინოტოქსინს.
როგორია ის ბათუმი, რომელსაც იცნობთ და გიყვართ?
ბათუმი პატარა და ლამაზი ქალაქია, ვინც ერთხელ მაინც ესტუმრება, გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს. როგორც სტუმართმოყვარეობით, ასევე სილამაზით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმი სიყვარულის ქალაქია.
რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება?
პირველ რიგში, ჩემი ბედნიერება ჩემი შვილები და მეუღლეა, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ და მადლობა ამისთვის მას. პროფესიის კუთხით ჩემი წარმატების მთავარ ფორმულად კმაყოფილი და გახარებული პაციენტები მიმაჩნია. იმაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს ამ პროფესიაში, როცა ბევრი მადლიერი პაციენტი გყავს, მადლობა მათ ნდობისთვის.
საქართველოს გარდა, მუშაობთ სამ ქვეყანაში, ატარებთ შესაბამის პროცედურებს. მოგვიყევით აღნიშნულ გამოცდილებაზე.
დიახ, აღნიშნულ პროცედურებს ასევე ვატარებ იტალიის რამდენიმე ქალაქში, გერმანიასა და დუბაიში. მაქვს ურთიერთობა უცხოელ პაციენტებთან, რომლებიც ყოველთვის დიდი სიხარულით მელოდებიან და მე მათ მოლოდინს ვამართლებ. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სრულიად უცხო ადამიანები მანდობენ თავიანთ სილამაზეს.
როგორია სილამაზის თქვენეული სტანდარტი?
ჩემთვის მნიშვნელოვანია ბუნებრიობის შენარჩუნება. ყოველთვის ვურჩევ ჩემს პაციენტებს, რომ ის, რაც არ მოსწონთ საკუთარ გარეგნობაში, უნდა შეცვალონ, მაგრამ ბუნებრიობა არ უნდა დაკარგონ.
ქალი, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს თქვენში…
ვფიქრობ, ყველა ქალი განსაკუთრებულია. ქალმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს საკუთარი მიზნებისთვის და დაიპყროს მწვერვალები, არასოდეს თქვას უარი საკუთარ მე-ზე, სურვილებზე. წარმატებული ქალი ყოველთვის ძლიერად და მყარად დგას ფეხზე, ამიტომ მინდა ყველა ქალმა საკუთარ თავში გამონახოს ძალა და უარი არ თქვას საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე. როცა ვხედავ ქალებს, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ საკუთარი თავის გაძლიერებაზე, ეს ფაქტი ძალიან მახარებს.
რა გეგმები და მიზნები გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი და საქმიანობა სამომავლოდ?
საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს, მათ შორის მსურს სხვადასხვა რეგიონში გავხსნა ესთეტიკური კლინიკა, ასევე, აკადემია, სადაც ჩემს ცოდნას მომავალ ექიმ-კოსმეტოლოგებს გავუზიარებ.