• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია იყო ნამდვილი – მელანიას წარმატების ისტორია

October 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღევანდელი ჩემი რესპონდენტის გზა წარმატებამდე საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა, როცა ქალი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებულია, მაშინ მას შესწევს ძალა, ეს დაბრკოლებები მოტივაციად აქციოს. შეუპოვარი, ენერგიული და ნამდვილი მელანია აღნიშნავს, მისი მთავარი წარმატება ხალხის სიყვარულია, რომელიც მისმა გულწრფელობამ და ნამდვილობამ განაპირობა. მან 10 წლის წინ შექმნა თავისი სალონი „მილანო“ და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა. წარმატებული ბიზნესის პარალელურად, მელანია ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, თუმცა უწევს. მას 2024 წლის ფილანთროპის ტიტული მიენიჭა. დღეს შევეცდები, უფრო ახლოს გაგაცნოთ ქალი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი საქმე და რომელსაც წინ დიდი მიზნები აქვს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ სილამაზის სალონ „მილანოს“ დამფუძნებელს და „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ წევრს, მელანო (მელანია) გვენეტაძეს.

 

მელანია, დავიწყოთ სულ თავიდან… როგორი იყო გზა წარმატებამდე?

ვისთვის რა არის წარმატება და გააჩნია, ვინ რას არქმევს წარმატებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ წარმატება პირობითი ცნებაა, ზოგისთვის ის კონკრეტული ციფრებით, მატერიალური მდგომარეობით იზომება. ჩემთვის კი წარმატება არის ხალხის სიყვარული და ჩემი ადგილი საზოგადოებაში. ხანდახან ადამიანები არაკეთილსინდისიერადაც ახერხებენ მატერიალური წარმატების მიღწევას, თუმცა მე რასაც ვეძახი წარმატებას, ანუ ხალხის სიყვარულს, არაკეთილსინდისიერი გზით ვერ მოიპოვება.

რაც შეეხება გზას წარმატებამდე, არ იყო მარტივი. ამ გზაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავი ნამდვილი და მართალი. მე ეს შევძელი, მე ვიყავი ის, რაც ვარ, არასოდეს არ მითამაშია. ვფიქრობ, სწორედ ამ გულწრფელი ნაბიჯებით და მიზნისკენ სწორი სიარულით მოვიდა ეს წარმატებაც.

ბიზნესი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მარტომ და გამოუცდელმა დავიწყე. ძალიან რთული პერიოდები გავიარე. ვფიქრობდი ხოლმე, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩემი მებრძოლი ხასიათის წყალობით არ დავნებდი. ყველა დაბრკოლება წარმატებით გადავლახე და უფრო გავძლიერდი. წყნარი ზღვა ვერ გამოზრდის კარგ მეზღვაურს. კაპიტანი ვერ გახდები, თუ შენმა გემმა ქარიშხლები არ გამოიარა. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ არა ის სირთულეები, დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი.

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

წარმატების მისაღწევად საჭიროა სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა. ამასთანავე, ყოველთვის მქონდა გრძელვადიანი გეგმა. აი, მაგალითად, წლის დასაწყისში ვწერდი, რა უნდა გამეკეთებინა იმ წელს და შემდეგ აუცილებლად ვასრულებდი.

მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, გჯეროდეს საკუთარი თავის და გქონდეს შენი შესაძლებლობების ადეკვატური ამბიცია.

 

 

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ დრო არის შეუფასებელი. მისი ფუჭად დაკარგვა კი არ შეიძლება. შესაბამისად, ვისწავლე დროის მაქსიმალურად გამოყენება. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი ერთი დღე არასოდეს იყოს ჩვეულებრივი. ცხადია, მაქვს მოვალეობები, რუტინული საქმე, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ვახერხებ, ყველა დღე განსხვავებული იყოს.

 

რა ალამაზებს ქალს ყველაზე მეტად?

ქალს ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი თავის მიმღებლობა ალამაზებს, შემდეგ უკვე ბედნიერება.

 

რა გაბედნიერებთ?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მინდა ძალიან სწორად იყოს ეს პასუხი გაგებული. არ მინდა ვინმემ ეს პოზად მიიღოს, ეს ჩემთვის ძალიან ფაქიზი თემაა. დიახ, ყველაზე მეტად სიკეთის კეთება მაბედნიერებს.

 

თქვენ მოგენიჭათ 2024 წლის ფილანთროპის ტიტული…

ეს ტიტული ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო სტატუსია. სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავ უხერხულობის მომენტსაც მიქმნის, თუმცა ამავდროულად, მიმატებს მოტივაციას, დიდი დრო და ენერგია მოვახმარო საქველმოქმედო საქმიანობას.

რვა წლის განმავლობაში არაერთი სიცოცხლის გადარჩენაში ვმონაწილეობდი და ბევრი ადამიანის გაბედნიერება შევძელი. ამ მიმართულებით წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები მაქვს. ქველმოქმედებას ხმაური და სიყალბე არ უხდება. სიკეთე ყოველთვის ჩუმად უნდა აკეთო, სხვაგვარად ის, უბრალოდ, სპექტაკლია. თუმცა, როცა საქმე ადამიანების ჩართულობას მოითხოვს და დიდი აქციის ორგანიზება გჭირდება, მთლად ჩუმად ამის კეთება არ გამოდის.

 

 

რა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ და წინ იაროთ?

უპირველესად, ჩემი მებრძოლი ხასიათი. მიჭირს მარცხთან შეგუება, ბოლომდე ვიბრძვი და საბოლოოდ საწადელს მაინც ვაღწევ. ბავშვობიდან მქონდა ლიდერის თვისებები, რომელსაც ჩემ გარშემო ყოველთვის აღნიშნავდნენ.

 

რა რჩევას მისცემდით იმ ქალებს, ვინც ახლა ირჩევენ პროფესიას?

პროფესიის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველესად, უნდა აირჩიო პროფესია, რომელიც მოგწონს, გიყვარს. უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც არის შენი. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი აუცილებელია იყო ნამდვილი და არასოდეს არ დანებდე. ათასმეერთეჯერ სცადე, სცადე, სანამ არ გამოგივა.

 

სამომავლო გეგმები…

წინ, უფრო დიდი წარმატებისკენ! არ ვიქნები თავმდაბალი ამ შემთხვევაში და პირდაპირ ვიტყვი, ჩემი მიღწევები არ არის ჩემი შესაძლებლობების ადეკვატური ჯერჯერობით. წინ დიდი მიზნებია, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ანუკი კახიძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქენდალ ჯენერი კაილი ჯენერის თამამი სამოსით გამოჩნდა

#OK! ქენდალ ჯენერი კაილი ჯენერის თამამი სამოსით გამოჩნდა

July 13, 2021
#OK! კრისი ტიგანი Valdrin Sahiti-ს საღამოს კაბით! ვარსკვლავი Vax Live-ის წითელ ხალიჩაზე!

#OK! კრისი ტიგანი Valdrin Sahiti-ს საღამოს კაბით! ვარსკვლავი Vax Live-ის წითელ ხალიჩაზე!

May 3, 2021
#OK! Zendaya W Magazine-ისთვის! ვარსკვლავი ჯონ დევიდ-ვაშინგტონთან ერთად პოზირებს!

#OK! Zendaya W Magazine-ისთვის! ვარსკვლავი ჯონ დევიდ-ვაშინგტონთან ერთად პოზირებს!

March 16, 2021
#OK! რჩევები თავის სწორად მოვლისთვის

#OK! რჩევები თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით

July 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები