• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ნათია რეხვიაშვილი – სატვირთო მანქანის მძღოლი ემიგრანტი ქალი

July 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

დღეს ჩვენს საზოგადოებაში ჯერ ისევ არსებობს ცნება „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. თუმცა ისიც აშკარაა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა დაწყებულია. სწორედ ამას ამტკიცებს დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამერიკაში წავიდა ოცნებების ასახდენად და აირჩია პროფესია, რომელიც „კაცურია“ – ტრაილერის მძღოლობა. ნათია რეხვიაშვილი საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილ მახინჯ დამოკიდებულებებს არღვევს და არჩეულ პროფესიულ გზას წარმატებით მიუყვება.

 

ნათია, როგორი იყო გზა ამერიკამდე?

ამერიკამდე ჩემი ცხოვრება იყო ძალიან ბედნიერი და უდარდელი, ყველაფერი მქონდა, რასაც ვინატრებდი. დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი ჩემს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რადგან ბავშვობიდან დამოუკიდებელ პიროვნებად აღმზარდეს. რომ არა ეს ფაქტორი, ალბათ შემდეგ ამერიკაში ვერ შევძლებდი გზის გაკვალვას და დავიკარგებოდი. თავიდანვე ორიენტირებული ვიყავი განათლებაზე. პროფესიით ვარ ფინანსისტი და საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი. შემდეგ გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა და ავირჩიე სილამაზის სფერო. შევისწავლე პერმამენტული მაკიაჟი, ასევე ვაკეთებდი სხვადასხვა ინიექციას. ასეთი იყო საქართველოში გატარებული წლები.

 

 

რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა და რატომ აირჩიეთ ეს საქმიანობა – ტრაილერის მძღოლობა?

ამერიკაში წავედი ტურისტული ვიზით. როდესაც ჩავედი, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ იქ დავრჩებოდი, არც ჩემი ფინანსური მდგომარეობა მოითხოვდა ამას, თუმცა ამერიკაში ჩასვლის პირველივე დღეს მივხვდი, რომ აქ იყო ჩემი ადგილი. ჩემი მიზნების განხორციელებისთვის ეს სჯობდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. გავიარე საკმაოდ რთული გზა, თუნდაც ის, რომ ჩემს შვილთან მომიწია დროებით განშორებამ. ალბათ ყველა დედა გამიგებს, თუ რა არის ეს დედისთვის, მქონდა დანაშაულის გრძნობა, ვდარდობდი მასზე, სწორედ ამიტომ პირველი ორი წელი ჩემთვის ურთულესი იყო. არ ვაძლევდი საკუთარ თავს დასვენების საშუალებას და 24/7-ზე ვმუშაობდი. ასე ვსჯიდი ჩემს თავს, რადგან შორს ვიყავი ჩემი შვილისგან. ამ დროს კი ჩემი ერთადერთი განტვირთვის საშუალება იყო საჭესთან ჯდომა, მუსიკის მოსმენა და ჩემს ფიქრებთან დარჩენა. სწორედ აქედან გამომდინარე ავირჩიე ტრაილერის მძღოლობა. სანამ სატვირთო მანქანის მძღოლი გავხდებოდი, არაერთ ადგილას ვიმუშავე, სადაც რთული იყო თუნდაც 5 წუთი მესაუბრა შვილთან, ვერ ვიკვებებოდი თავისუფლად და ბევრმა სხვა ფაქტორმა გადამაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა. ძალიან შემიყვარდა ეს საქმე, შეიძლება ითქვას, მენტალურადაც გამზარდა და უფრო თავდაჯერებული გამხადა. ყოველი გადალახული დაბრკოლება უფრო მეტად მზრდიდა და მაძლიერებდა.

 

როგორია ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე და რამდენ ხანს გრძელდება თითოეული მგზავრობა?

გააჩნია სამუშაო დღეს. კარგ შემთხვევაში, დილით, პირველ რიგში, მანქანის გამართულობას ვამოწმებ. შემდეგ ვეკონტაქტები დისპეტჩერს, რომელიც მაძლევს ტვირთს, ვამოწმებ მის უსაფრთხოებას და დოკუმენტაციას ვაწესრიგებ. ვცდილობ, განვსაზღვრო მგზავრობის დრო და ავტომობილი შესაბამისი რაოდენობის საწვავით შევავსო. ასევე, ვიძენ საკვებ პროდუქტებს, იმდენს, რამდენიც უახლოესი რვა საათის განმავლობაში დამჭირდება, ვწესრიგდები და მივდივარ დანიშნულების ადგილისკენ. პირველი რვა საათი გაუჩერებლად ვმოძრაობ, შემდეგ კანონი მავალდებულებს, ნახევარსაათიანი შესვენება გავაკეთო. ამ შესვენების შემდეგ უფლება მაქვს, კიდევ სამი საათი ვიმოძრაო. სამუშაო საათების ამოწურვის მერე ვეძებ გასაჩერებელ ადგილს. გაჩერებულს კი უკვე მაქვს დრო იმისთვის, რომ დავისვენო, გავერთო, გადავიღო ვიდეოები და ასე შემდეგ. ასე ხდება, როდესაც ყველაფერი იდეალურად მიდის, თუმცა არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად, უამინდობა, მანქანის გაფუჭება, საცობები და სხვ.

 

„პროფესიას გენდერი არ აქვს“, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც საპირისპიროს ფიქრობს?

სხვათა შორის, ბევრი აღნიშნავს, რომ სტერეოტიპებს ვამსხვრევ. სოციალურ ქსელებში მწერენ, რომ მე მათ მოტივაციას ვაძლევ, რაც ძალიან მახარებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში ხართ და რას საქმიანობთ, არცერთი საქმე არ არის დასაძრახი. მთავარია ავირჩიოთ ის პროფესია, რომელიც გვსიამოვნებს. სამწუხაროდ, ქალებს ჩვენი პროფესიული არჩევანისთვის სტერეოტიპებთან ბრძოლა გვიწევს. ვისურვებდი, რომ იმ ქალებმა, ვისაც მსგავსი საქმე აქვს არჩეული, მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი უნარების გამომჟღავნება და ადგილის დამკვიდრება, რათა სხვასაც მისცენ მაგალითი.

 

 

რას მოაქვს წარმატება?

პირადად მე ჯერ კიდევ გავდივარ წარმატებისკენ მიმავალ გზას. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად გჯეროდეს საკუთარი თავის, სწორად დაისახო მიზანი და ნებისყოფა გამოიმუშავო. რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, არასოდეს უნდა დანებდე, სულ წინ იარო და შენი შესაძლებლობების გწამდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სხვა რას ფიქრობს, შენი ცხოვრება არის შენი, რამდენჯერაც სხვას მოუსმენ, იმდენჯერ დაიგვიანებ, მე ასე ვფიქრობ. და, რა თქმა უნდა, დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

 

მაბედნიერებს…

როდესაც ჩემს თავს ვეუბნები: ნათია, შენ ეს შეძელი!

 

ყველაზე მეტად ქართული რა გენატრებათ?

დედაჩემის გაკეთებული ხარჩო.

 

სამომავლო გეგმები

მე და „ჯიე ლოჯისტიკი“ ერთად ვაკეთებთ პროექტს – GA აკადემია, ეს იქნება სკოლა ნიუ ჯერსიში, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სატვირთო ავტომობილის მართვის შესწავლას და გამოცდებისთვის მომზადებას. ძალიან მალე გაიხსნება ეს სკოლა, მე კი ვიქნები ინსტრუქტორი და ვასწავლი ყველა იმ ნიუანსს, რაც მომავალ ტრაილერის მძღოლს გამოადგება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში
OK! News

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 20, 2026
#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?
OK! News

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია
OK! News

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
OK! News

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

November 10, 2025
#OK! ოჯახი, როგორც ციხესიმაგრე

#OK! ოჯახი, როგორც ციხესიმაგრე

October 4, 2023
#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

April 10, 2023
#OK! „რეტჩედის“ ესთეტიკა და ინტერიერები

#OK! „რეტჩედის“ ესთეტიკა და ინტერიერები

November 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები