• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ნატიფი სიმსუბუქის გრაციოზული სურნელი ლოქსიტანისგან

July 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

როდესაც ნინო ანანიაშვილი სცენაზე პირველად ვნახე, მახსოვს, კულისებში ვიდექი და ველოდებოდი, თუ როდის გავიგონებდი პუანტებისა და სცენის ერთმანეთთან შეხების ხმას. ახლაც, როდესაც სხვა ბალერინებს ვუყურებ, ყველგან ამ ხმას ვეძებ, თუმცა წლებმა მასწავლა, რომ ეს არ არის სუპერძალა, ეს არის დაუღალავი შრომის, უდიდესი ფიზიკური დატვირთვისა და მუდმივად ბალეტით ცხოვრების შედეგი. ახლაც, სანამ ინტერვიუს ჩავწერდით, ოთახში შემოსულმა მსოფლიო პრიმა-ბალერინამ ხელი ჩამომართვა. ეს ისეთი მსუბუქი მოძრაობა იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს გრაცია, სიმსუბუქე, სინაზე და დახვეწილობა, რაც სცენიდან ყოველთვის იგრძნობოდა, მისი შინაგანი კულტურაა. მისი პირველი პა სცენაზე, ჰაეროვანი სიმსუბუქე, არცერთი ცივი, არაბუნებრივი მოძრაობა, შინაგანად განცდილი როლები და ამ განცდების მოძრაობაში გარდასახვა – ნინო ანანიაშვილი საბალეტო ხელოვნების უნიკალური მოვლენაა. ახლა საკუთარ ცოდნას ახალგაზრდა ბალერინებს უზიარებს, ცდილობს კლასიკურ ბალეტში თანამედროვე შტრიხების დამატებას, ხშირად ბეწვის ხიდზეც უწევს გავლა, თუმცა კრიტიკას არასდროს უშინდებოდა და ახლაც ცდილობს, ქართული ბალეტი თანამედროვე ხელოვნების ტემპს ააყოლოს. თბილისის ბალეტის ფესტივალიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, გავიგოთ როგორ ცეკვავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასები და ვანახვოთ ჩვენიც, ქართული დასის ახლებური შემოქმედება. ამ ფესტივალს უკვე მეორე წელია, „ლოქსიტანიც“ უერთდება. თანამშრომლობა ერთი საერთო ღირებულებით შედგა, ბალეტიც და „ლოქსიტანიც“ ხომ ბუნებრივ სილამაზეს ემსახურება.

 

 

 

ქალბატონო ნინო, თუ გახსოვთ, როდის დაიწყო თქვენი და ფრანგული ბრენდის, „ლოქსიტანის“ მეგობრობა. პირველად როდის და სად აღმოაჩინეთ ეს ბრენდი?

„ლოქსიტანს“ მე ვიცნობდი ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის საქართველოში გაიხსნებოდა. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ყოველთვის მიზიდავდა „ლოქსიტანის“ ფერი. ეს კაშკაშა ყვითელი, გაზაფხულის ფერი, მუდმივად იქცევდა ჩემს ყურადღებას და ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებდა. გარდა ამისა, მოგზაურობის დროს, აეროპორტებში, ყოველთვის ვყიდულობდი „ლოქსიტანის“ სამგზავრო ზომის ხელის კრემს, რათა მგზავრობისას ხელები დატენიანებული მქონოდა. ასევე, უპირატესობას ვანიჭებ „ლოქსიტანის“ თმის მოვლის ხაზსაც. დროთა განმავლობაში შევნიშნე, რომ „ლოქსიტანის“ ოფიციალური მაღაზია საქართველოშიც გაიხსნა და იმ დროიდან მოყოლებული მათი ხშირი სტუმარი ვარ. ახლა „ლოქსიტანი“ ჩვენი საბალეტო ფესტივალის სპონსორიც არის. უკვე მეორე წელიწადია, რაც ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, რომ „ლოქსიტანს“ ამ გაზაფხულის ფერებით ფესტივალზე არაჩვეულებრივი განწყობა შემოაქვს.

 

 

ქალბატონო ნინო, მე ვფიქრობ, რომ „ლოქსიტანსა“ და ბალეტს შორის დიდი კავშირი არსებობს – ორივე სილამაზეს ემსახურება და კონცენფციაც, ფაქტობრივად, ემთხვევა ერთმანეთს, ხომ?

სწორედ ეს იყო ჩვენი იდეაც. სილამაზის, სინაზის, ჰარმონიის კონცეფტუალური კავშირი ნამდვილად არსებობს „ლოქსიტანსა“ და ბალეტს შორის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

 

რომელია თვქენი საყვარელი პროდუქტები „ლოქსიტანისგან“?

შიის ხელის კრემი ჩემი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. მოგზაურობის დროს მისი ზომაც საკმაოდ კომფორტულია. გარდა ამისა, მომწონს და ვიყენებ უკვდავას შრატს. მე არ ვიყენებ ერთი და იმავე პროდუქტს ხშირად, მიყვარს ახალი პროდუქციის მოსინჯვაც, ამიტომ ვფიქრობ, „ლოქსიტანისგან“ წინ კიდევ დიდი სიამოვნება მელოდება.

„ლოქსიტანი“ არის ბრენდი, რომელიც ნატურალური და ბუნებრივი პროდუქციით ამაყობს. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თავის მოვლის პროდუქციის შერჩევისას. ჩვენ, მომხმარებლები, არ ვართ გათვითცნობიერებული იმ დეტალებში, თუ რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე პროდუქტს, როგორ ვიპოვოთ ნატურალური კოსმეტიკა და არ შევცდეთ შეძენისას. ამიტომ, როდესაც პასუხისმგებლიანი ბრენდი გეუბნება, რომ ეს ნატურალურია, მას ენდობი. ის, რომ „ლოქსიტანი“ ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამყარებს ჩვენს ნდობასაც და სწორედ ეს მიზიდავს „ლოქსიტანში“. გარდა ამისა, მე არ მიყვარს მძაფრი სუნით გაჯერებული პროდუქტები, ამიტომ „ლოქსიტანი“ იდეალურია. მის პროდუქციას ყოველთვის ნაზი და მსუბუქი სუნი დაჰყვება.

 

 

ქალბატონო ნინო, ახლა მოგვიყევით თბილისის საბალეტო ფესტივალის შესახებ, როგორ ჩაიარა და როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას?

თბილისის საბალეტო ფესტივალი წელს მე-5-დ ჩატარდა. როდესაც ფესტივალს ვაანონსებთ ხოლმე, ბილეთები მაშინვე სრულად იყიდება. ჩამოდის ძალიან ბევრი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ უკვე იციან, რომ ივნისის ბოლოს თბილისში ბალეტის ფესტივალი იმართება და ჩვენთან ჩამოსასვლელად ემზადებიან. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ჩვენი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო პროგრამა ხდება ხოლმე.

 

როგორია თბილისის საბალეტო დასის სამომავლო გეგმები და რომელი დადგმით გაიხსნება საბალეტო სეზონი შემოდგომაზე?

სეზონის გახსნამდე ჩვენ მივემგზავრებით ლონდონში, გასტროლებზე. მე არაერთხელ მიცეკვია ლონდონის სცენაზე და ვიცი, რა რთულია იქაურ მაყურებელს აჩვენო ბალეტი. ინგლისში ძალიან მომთხოვნი პუბლიკაა, არ გპატიობს შეცდომას. ამიტომ ძალიან ვნერვიულობ, მით უფრო იმიტომ, რომ მიგვაქვს კლასიკური ბალეტი და ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. რაც შეეხება საბალეტო სეზონის გახსნას თბილისში, ეს დაგეგმილია ირჟი კილიანის თანამედროვე საბალეტო დადგმით, 11-12-13 ოქტომბერს.

 

 

ფოტო: ზუკა კაკუტაშვილი

ტექსტი: თაკო დარახველიძე

პროექტი: თამთა დალაქიშვილი

ჩაცმულობა: დათუნა სულიკაშვილი

მაკიაჟი: სოფია საენკო

ლოკაცია: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე
OK! კულტურა

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

August 5, 2022
#OK! შეადგინეთ თქვენი დღის რუტინა Hermosa-სთან ერთად

#OK! შეადგინეთ თქვენი დღის რუტინა Hermosa-სთან ერთად

July 10, 2023
#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი მილა კუნისს და ეშტონ კატჩერს ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი მილა კუნისს და ეშტონ კატჩერს ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

March 21, 2022
#OK! დოდონა ნამორაძე საბერძნეთის ვოისის ნახევარფინალშია!

#OK! დოდონა ნამორაძე საბერძნეთის ვოისის ნახევარფინალშია!

February 20, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები