• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ბესთ უესთერნ ქუთაისი – სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში

June 17, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ქუთაისში, თეთრ ხიდთან მდებარე სასტუმრო „ბესთ უესთერნი“ საინტერესო არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის სიძველისა და, ამავდროულად, თანამედროვეობის სინთეზით. საერთაშორისოდ აღიარებული სასტუმროების ქსელი, გარდა შთამბეჭდავი და კომფორტული დასვენებისა, თავისი კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალის ძალისხმევით მომხმარებლებს იმედებს არასდროს უცრუებს. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი მეტრეველთან, რომელიც სასტუმრო „ბესთ უესთერნ ქუთაისის“ გენერალური მენეჯერია.

კონცეფცია

Best Western Kutaisi, თამამად შეიძლება ითქვას, არის ერთადერთი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში. აღნიშნული ბრენდის ქვეშ სულ 4700-მდე სასტუმრო ერთიანდება მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროში განთავსებულია 45 ნომერი, აქედან 40 არის სტანდარტული ტიპის, ხოლო დანარჩენი 5 წარმოადგენს suit კატეგორიას, რომელიც შედარებით უფრო მაღალ სტანდარტს მიეკუთვნება. ადგილზე მოსული სტუმრებისთვის დასვენება და მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო რომ გახდეს, სასტუმრო მათ სთავაზობს სარესტორნო სივრცეს – The View, რომელიც მე-6 სართულზე, ტერასაზეა წარმოდგენილი. მისი მთავარი ხიბლი და უპირატესობა, გემრიელ კერძებთან ერთად, ქალაქის ისტორიულ ნაწილზე გადაშლილი შესანიშნავი ხედია, რომელიც ყოველ ჯერზე მომხმარებელთა ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს. რესტორანი განკუთვნილია სამოცამდე ადამიანზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სტუმრობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შიდა დამსვენებელი თუ გარე ვიზიტორი.

 

 

რამდენი წელია, რაც ქუთაისის ბაზარზე ფუნქციონირებთ?

„ბესთ უესთერნ ქუთაისი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და გახსნის დღიდანვე საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ტურიზმის სექტორში. ვმასპინძლობთ სხვადასხვა ეროვნების სტუმარს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხრივ, ასევე, გარე ტურისტულ სექტორსაც მოვიცავთ. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან გვყავს უამრავი დამსვენებელი წლის ნებისმიერ დროს. ნაკლებად ტურისტულ სეზონზეც კი სტაბილურად ვახერხებთ ვიყოთ დატვირთულები, გვყავდეს ვიზიტორები და შევინარჩუნოთ ბაზარზე მოთხოვნა და ხარისხი.

რაც შეეხება სასტუმროს სტანდარტებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ზედმიწევნით დაცვა, რასაც ბრენდი მის მიერ დაქვემდებარებული სასტუმროებისგან ნებისმიერ ქვეყანაში მოითხოვს. ჩვენი გუნდი ამ გამოწვევებს ყოველდღიურად მაქსიმალური მონდომებითა და პროფესიონალიზმით პასუხობს. წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს შემოწმება თავად ბრენდისგან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მოწინავე ვართ საქართველოს მასშტაბით და არამხოლოდ, ვინც მუდმივად ინარჩუნებს და იცავს აღნიშნულ სტანდარტებს.

ბრენდი ასევე გვთავაზობს უფრო მეტ მრავალფეროვნებას მომსახურების კუთხით. ჩვენ გვაქვს Reward პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, დამსვენებლებს თითოეულ დარჩენილ დღეზე და გადახდილ თანხაზე ერიცხებათ ქულები, რომელიც შეუძლიათ „ბესთ უესთერნის“ ნებისმიერ სხვა ბრენდში გადაცვალონ და მიიღონ ფასდაკლებები სხვადასხვა მომსახურებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა ტიპის სერვისებს აერთიანებს ეს სივრცე მომხმარებლებისთვის?

როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს 45 ნომერი შესაბამისი კატეგორიებით. შეგვიძლია ერთდროულად 100-მდე დამსვენებელს ვუმასპინძლოთ. ჩვენს სასტუმროში ოთახის ჯავშნის ღირებულებაშივე შედის საუზმეც, მაგრამ ასევე გვაქვს დამატებით ლანჩის, ვახშმისა და წახემსების შეთავაზება. ხშირია შემთხვევა, როდესაც გვსტუმრობენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც კვების კუთხით სრულ მომსახურებას ითხოვენ. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი სასტუმრო სრულად უზრუნველყოფს.

გვაქვს ასევე ტანსაცმლის რეცხვის სერვისი ლოკალურად, რაც უფრო მეტ კომფორტს ქმნის დამსვენებლისათვის უშუალოდ მოგზაურობის დროს. რაც შეეხება საკონფერენციო ოთახებს, ის მოიცავს როგორც 3 იზოლირებულ სივრცეს, ასევე, ერთ დიდ დარბაზს სხვადასხვა განლაგებით; ვგულისხმობ თეატრალურ, საკლასო და სხვადასხვა ტიპის წყობას – ყველა აუცილებელი ინვენტარით, რაც საშუალებას გვაძლევს, სრული მომსახურება შევთავაზოთ სტუმრებს საქმიანი შეხვედრების კუთხით. ტერასაზე მდებარე რესტორანი კი აერთიანებს ამერიკულ კერძებსა და ამასთანავე, ქართული სამზარეულოს ტრადიციულ გემოებს, რაც სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია,რომ მოწვეული გყვავდა გამოცდილი შეფი, რომელმაც გადაამზადა ჩვენი მზარეულები, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად იდენტური კერძები შეგვეთავაზებინა.

გუნდი

გუნდის თითოეული წევრის მთავარი სამოძრაო ღერძი სტუმართა მაქსიმალური კმაყოფილებაა. პერსონალი არის აღჭურვილი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და შრომისუნარიანობით. მათი დამოკიდებულება სტუმრებისადმი, საქმისადმი სიყვარული და ენთუზიაზმი პირდაპირპროპორციულად აისახება ხარისხზე. მნიშვნელობა არ აქვს სტატუსს, თითოეული წევრი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ქმნის ერთ დიდ მთლიანობას და გარემოს, რომელიც ადგილზე მოსულ ვიზიტორს ხვდება.

ასევე ვზრუნავთ თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე. როგორც აღვნიშნე, გარდა დამსვენებლების ქულათა სისტემისა, ჩვენს თანამშრომლებსაც ვთავაზობთ იმავე პრინციპითა და რაოდენობის მიხედვით დარიცხულ ქულებს, რომელთა გადაცვლაც უპრობლემოდ შეუძლიათ 4 700 სასტუმროში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სრულიად უსასყიდლოდ.

 

ექსტერიერი და ინტერიერი

სასტუმროს შიდა და გარე სივრცე ძირითადად ბრენდის საერთაშორისო მოთხოვნებსაა მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელია, რაც ბაზარზე ვფუნქციონირებთ, ვცდილობთ ყველა ინოვაცია განვახორციელოთ მაღალ დონეზე, რათა წლებთან ერთად იერსახე და ხარისხი შენარჩუნებული იყოს, გახსნის დღიდან დღემდე. თითოეული სართული მაქსიმალურად არის მოწყობილი ისე, რომ ასოციაციას გიქმნის სიმყუდროვესა და კომფორტთან, რაც აუცილებელი მოთხოვნაა დამსვენებელთათვის.

სტუმართა დინამიკა და უპირატესობები

ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის განმეორებითი სტუმრები, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს სასიამოვნო გამოცდილება ჩვენს სასტუმროში და კვლავ გააკეთეს არჩევანი „ბესთ უესთერნ ქუთაისზე“. ხაზგასასმელია სასტუმროს ადგილმდებარეობა, რაც განსაკუთრებით იზიდავს სტუმარს და შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად გაატაროს მისთვის მნიშვნელოვანი დრო. ამ მხრივ სტაბილური და მაღალი სერვისის შეთავაზებით ვინარჩუნებთ რეპუტაციას და ყოველთვის ვართ კონკურენტუნარიანები. ამაზე კი ნათლად მეტყველებს მომხმარებელთა ის გულწრფელი შეფასებები, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ეს უკუკავშირი საერთო ჯამში იმ ადამიანებსაც უქმნის სანდოობისა და უსაფრთხოების განცდას, რომლებიც ჩვენი პოტენციური მომხმარებლები შეიძლება გახდნენ. ამას დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი მხრიდან.

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ ჩვენი მიზანია სასტუმროს ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი პროფილის გაფართოებას, კერძოდ, Best Western Plus-ის სტატუსის მინიჭებას, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს გაუმჯობესებული და გაფართოებული ოთახის კატეგორიებს, სერვისსა და სხვადასხვა შეთავაზებას მომსახურების კუთხით. გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. ამას ხელს უწყობს ბრენდის სრული მხარდაჭერა, ჩვენ კი ვემზადებით შეუპოვრად ახალი სტანდარტების დასანერგად, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სამიზნე აუდიტორია.

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე
ინტერვიუ

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია
ინტერვიუ

#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია

April 30, 2025
#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები
Uncategorized

#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები

April 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

May 17, 2022
#OK! ვარდისფერი, როგორც ტრენდი სელებრითებში

#OK! ვარდისფერი, როგორც ტრენდი სელებრითებში

July 5, 2022
#OK! ინტერვიუ ადვოკატ ზაირა ფრუიძესთან

#OK! ინტერვიუ ადვოკატ ზაირა ფრუიძესთან

April 23, 2025
#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

August 9, 2021

კვირის ჰიტები

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები