• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საბავშვო ბაღი „ანბანელა“ თქვენი ბავშვის წარმატებული მომავლისთვის

June 13, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დამეთანხმებით, გერქვას მშობელი და გყავდეს შვილი, უდიდესი ბედნიერებაა. ამ დროს თითქოს ახლიდან იბადები. ცხოვრებაც სულ სხვა ელფერს იძენს, ხდება პრიორიტეტების გადაფასება და მთავარი საფიქრალიც ჩნდება – შვილის სწორი ღირებულებებით აღზრდა. აუცილებელია იმის გააზრება, რომ ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, თამაშ-თამაშით გადადგან ის დამოუკიდებელი ნაბიჯები, რაც მათ სრულყოფილ, შემდგარ და თავდაჯერებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობ, საყვარელ და, რაც მთავარია, მშობლისთვის საიმედო საბავშვო ბაღ „ანბანელას“, რომლის თითოეული აღსაზრდელისთვის ეს სივრცე თავისუფლებასთან, გართობასთან, ახალ აღმოჩენებთან, დიდ სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება, რომელსაც წლებია, თითოეული აღმზრდელი უპირობოდ უზიარებს ბავშვებს. გიზიარებთ ინტერვიუს ბაღის დირექტორთან, ქალბატონ ქეთი წულიაშვილთან, რომელსაც ვთხოვეთ ვრცლად ესაუბრა „ანბანელას“ ღირებულებებსა და უპირატესობებზე, რამაც განაპირობა კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ფილიალის გახსნა.

 

წარმოგვიდგინეთ საბავშვო ბაღი „ანბანელა“…

„ანბანელას“ მრავალწლინი გამოცდილება აქვს, სულ მალე 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მისი შექმნის იდეა ახლო მეგობრების წრეში გაჩნდა. საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდოდა შემექმნა ევროპულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული თანამედროვე გარემო, სადაც პროცესის წამყვანი ფორმა იქნებოდა თამაში, ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ბავშვის ინტერესები. სწორედ ასე შეიქმნა „ანბანელა“, საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვი ინტერესით იკვლევს, თავისუფლად სვამს კითხვებს, ეძებს ამ კითხვებზე პასუხებს, თავდაჯერებულია, თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი. ასე გაჩნდა პირველი „ანბანელა“ ჩვენს ქალაქში და პირველივე წელი წარმატებული გამოდგა. შემდეგ უკვე მეორე ფილიალი ვაკეში და ბაგებში, მეტრაპარკის ახალ უბანში.

 

 

რითია გამორჩეული „ანბანელა“?

„ანბანელას“ უმთავრესი პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი. ჩვენს ბაღში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში ბავშვია წამყვანი. ფიზიკური თუ ემოციური გარემო მოქნილია და იძლევა შესაძლებლობას, პროცესში გათვალისწინებული იყოს თითოეული აღსაზრდელის ინტერესი, მიუხედავად მისი საჭიროებისა.

ამასთანავე, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია მშობლებთან მეგობრული და ეფექტური დამოკიდებულება, რაც სხვადასხვა სახის აქტივობით წარიმართება. ჩვენი მთავარი საზრუნავია მათთან მუდმივი კომუნიკაცია, ეს კი თავისთავად ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

 

გუნდი, რომელიც „ანბანელას“ ქმნის…

„ანბანელას“ გუნდზე შემიძლია ვრცლად გესაუბროთ. მეთოდოლოგიურ საკითხებს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი უძღვება და გუნდს ამ მიმართულებით აძლიერებს. ჩვენთან აღმზრდელ-პედაგოგები და აღმზრდელები ორიენტირებულნი არიან პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, გავლილი აქვთ „პროფესიული განვითარების“ ტრენინგმოდული.

ასევე, ექიმი-პედიატრი მუდმივ მონიტორინგს უწევს ბავშვთა ჯანმრთელობას და სანიტარულ-ჰიგიენურ პროცესებს. გვყავს ფსიქოლოგი, რომელიც ჩართულია პროცესში და უზრუნველყოფს თითოეული აღსაზრდელისა და თანამშრომლის ემოციურ კეთილდღეობას.

ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის აღსაზრდელებს ვთავაზობთ სასცენო ხელოვნების, ვოკალის, ბალეტის და კარატეს აქტივობებს, რომელსაც პროფესიონალები წარმართავენ.

 

ახალი ფილიალის შესახებ მოგვიყევით.

უკვე გვქონდა გამოცდილება, თანამედროვე სტანდარტით დაპროექტებული და საბავშვო ბაღის სპეციფიკაზე მორგებული კომპლექსი შეგვეთავაზებინა ჩვენი პატარებისთვის „მეტრა პარკში“. ჩვენი გუნდის მუდმივმა რეფლექსიამ გვიკარნახა მსგავსი ღირებულებების კიდევ ერთი ახალი სივრცის შექმნის აუცილებლობა.

ახალი ფილიალი დიღომში „ანბანელას“ გუნდის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც პატარებს სექტემბრიდან უმასპინძლებს. მათ დახვდებათ დაცული გარემო, სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და სტანდარტებით დაპროექტებული სასწავლო ჯგუფები, სასადილო ოთახი, ეზო, სპორტული მოედანი, ველობილიკი, გამწვანებული მოსასვენებელი სივრცეები, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი რესურსი.

 

სამომავლო გეგმები.

ჩვენი საქმიანობა ცოცხალი პროცესია, ყოველი სიახლე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გვჯერა, რომ თბილისის სხვა უბნებშიც ნოვატორები ვიქნებით და ახლო მომავალში ჩვენი ბაღის ახალ ფილიალებს იხილავთ.

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მღვიმეები პროფესიონალი ფოტოგრაფების ობიექტივში

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მღვიმეები პროფესიონალი ფოტოგრაფების ობიექტივში

April 15, 2021
#OK! ორსულობა და პრეეკლამფსია

#OK! ორსულობა და პრეეკლამფსია

July 19, 2023
#OK! 5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

#OK! 5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

December 4, 2025
#OK! სელენა გომესი და ჯენიფერ ლოპესი Global Citizen-ის VAX LIVE ღონისძიების წითელ ხალიჩაზე

#OK! სელენა გომესი და ჯენიფერ ლოპესი Global Citizen-ის VAX LIVE ღონისძიების წითელ ხალიჩაზე

May 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

February 24, 2026
#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

February 25, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები