სალომე ბასილაძე პროფესიით ფილოლოგია. დიზაინით და მის ირგვლივ ლამაზი გარემოს შექმნით კი ბავშვობიდან იყო გატაცებული. 4 წელია სადღესასწაულო კომპანია „ივენთ რუმის“ დამფუძნებელია. ამბობს, რომ მისი წარმატების თილისმა მესამე შვილია. სესილია ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც „ივენთ რუმი“. ახალი გამოწვევები წარმატებით დაძლია, რაშიც ამ საქმიანობის მიმართ უდიდესი სიყვარული დაეხმარა. რთული და დამღლელი სამუშაო პროცესი კი მხოლოდ ინტერესს აღძრავს და საკუთარი თავის პოვნის სტიმულს ამძაფრებს. ყველაფერს „ივენთრუმზე“ დიზაინერი, სალომე ბასილაძე თავად გვიყვება. მასთან საუბარი კი პატარა ბლიცით დავიწყეთ:
გამორჩეული სტილი – სადა და მინიმალისტური
გამორჩეული პროექტი – საქორწილო ფოტოსესიები
გამორჩეული დიზაინერი – ანი პირველი
ღონისძიების დაგეგმვა და იდეები
ზოგჯერ დიზაინის იდეა მუშაობის პროცესში იბადება. შესაძლოა, უცებ მოვიდეს მუზა და 5 წუთში აიწყოს მონახაზი, თუმცა ისეც ხდება, როდესაც რამდენიმე დღე მიფიქრია კონკრეტულ დეტალზე იმისთვის, რომ კიდევ უფრო განსხვავებული და დახვეწილი იყოს.
ხშირ შემთხვევაში, დამკვეთი სრულად გენდობა, რადგან იცის შენი გემოვნება, სტილი და ხასიათი. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს. ხანაც აბსოლუტურად ბოლომდე უნდა გაითვალისწინო დამკვეთის ყველა მოთხოვნა და სურვილი.
ერთი შეხედვით, დიზაინის ვიზუალურ მხარეს აქვს მნიშვნელობა, თუმცა ჩემთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა მისი კრეატივი, შინაარსი, თუ რა იგულისხმება მის მიღმა. თითოეული პროექტი არის ინდივიდუალური და აუცილებელია გაითვალისწინო, რა მოსწონს დამკვეთს, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობას, რომელ დეტალს უნდა გაუსვას ხაზი და ა.შ.
მენეჯმენტი და როლები
თავდაპირველად, როდესაც დავიწყე საქმიანობა, ყველა საქმიანობას ვითავსებდი. თანდათან ვიზრდებოდი და შემდეგ უკვე აუცილებელი გახდა გუნდის წევრების ჩართვა. სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩემი გუნდის წევრები ჩემი ოჯახის წევრები არიან, მეუღლე და 2 შვილი, უკვე მესამეც დაგვემატა. სესილი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებში, იქამდე, რომ დიზაინერობაც სურს. მომავალში, როდესაც კიდევ უფრო გავიზრდებით, აუცილებლად დაგვემატებიან ახალი წევრებიც.
გუნდის წევრებმა იციან ჩემი ხასიათი, მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიეტირებულობა, ამიტომ, როდესაც დიზაინზე მუშაობას ვიწყებთ, თითეულ მათგანზე მაქვს გადანაწილებული როლები, ყველა მათგანი ჩართულია პროცესში, იციან რას ვთხოვ და ცდილობენ, იმაზე კარგად გამოვიდეს ყველაფერი, რაც დაგეგმილი მქონდა.
შესაძლოა, თავადაც მომცენ რჩევა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მაინც საბოლოოა და უწევთ დამორჩილება.
კომპანიის მისია და ფასეულობები
მთავარი ფასეულობაა მომხმარებელთან გვქონდეს თბილი, ადამიანური და მართალი დამოკიდებულება. არ შეიძლება დამკვეთი მოატყუო და რასაც დაპჰირდები, ის არ გაუკეთო. ამიტომაც ვართ ორიენტირებული, მომხმარებელს მივაწოდოთ საიმედო და ხარისხიანი სერვისი. 4 წელია ვარსებობთ და, შესაბამისად, გამოცდილებაც ბევრი დაგვიგროვდა. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა უკეთესად გაგვიცნოს და ჩვენი პროდუქტებით გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეს. ამავე დროს, გვინდა, რომ დამკვეთმა ზუსტად იცოდეს, რომ მიიღებს იმას, რაც უნდა და ჰქონდეს საიმედოობის განცდა. ვარ მაქსიმალისტი და შეიძლება მოხმარებელს გავუკეთო იმაზე მეტი, ვიდრე დავგეგმეთ და სწორედ ამის შემდეგ მოდის ემოციები.
ამ ეტაპზე მათი მხრიდან უკუკავშირი უდიდეს სტიმულს გვაძლევს და გვიჩენს ზუსტად განცდას, რომ ჩვენი მოტივაცია გაიზარდოს. თითოეული მადლობის წერილი ჩემთვის ემოციების ზღვა და ამაღლებული განწყობაა. ვფიქრობ, ამ საიმედოობის და მაღალი სტანდარტის მიზეზი „ივენთ რუმის“ მზარდი ცნობადობა და მასზე მოთხოვნაა.
სურვილი გვაქვს, „ივენთ რუმი“ ქალაქში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი კომპანია, თავისი ხელწერითა და ნიშით.
სერვისები
მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი სახის ღონისძების ორგანიზებას, იქნება ეს ქორწილი, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე თუ სხვა რომელიმე შინაარსის მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც დავგეგმავთ დიზაინიდან დაწყებული, ფოტო- და ვიდეოგადაღების თუ ფურშეტის ჩათვლით. მთავარია, მომხმარებელმა მოგვმართოს, რა სურს და დანარჩენზე სრულად იზრუნებს „ივენთ რუმის“ გუნდი.
არც ასაკის მხრივ გვაქვს შეზღუდვა, სქესის გაგების ცერემონიიდან, ანუ დაბადებიდან ყველა ასაკისთვის ვგეგმავთ ღონისძიებებს. ამ კუთხით საინტერესო და გამორჩეული იყო ჩვენთვის 100 წლის ბებოს დაბადების დღის ორგანიზება, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები მოგვიტანა.
რაც შეეხება მასშტაბებს, ჩვენ უკვე გავცდით იმერეთის რეგიონს გეორგაფიულად და სადღესასწაულო ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ვაწყობთ.
სამომავლო გეგმები
ზუსტად 4 წლის წინ, როდესაც სესილიას დაბადების დღის შემდეგ, უცებ გაჩნდა კომპანიის ჩამოყალიბების იდეა და იმწუთშივე სახელიც მოვიფიქრეთ, იმდენად არარეალურად მეჩვენებოდა, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა. ახლა, როდესაც უკვე ვართ შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, ვიცი, რომ 5 წლის შემდეგ ვიქნებით დიდი გუნდი და ვიმუშავებთ გაცილებით უფრო მასშტაბურ პროექტებზე.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე