• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! D ვიტამინის როლი ბავშვთა ადრეულ ასაკში

June 6, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, დანარჩენი (20%) კი საკვებზე მოდის. D ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიმაღლებს განწყობას. განსაკუთრებით ყურადსაღებია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი მცირეწლოვნებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უამრავი გართულება. D ვიტამინის მნიშვნელობასა და მისი დეფიციტის შედეგად გამოწვეულ რისკებზე, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონის პედიატრიული დეპარტამენტის ექიმი, თეკლა უბერი გვესაუბრება.

D ვიტამინი ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი უზრუნველყოფს, ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი, ძლიერი და წარმატებული ადამიანი. აუცილებელია ბავშვთა ადრეულ ასაკში მოხდეს მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების სწორი ხელშეწყობა, რაც გარდა ფიზიკური აქტივობისა, გულისხმობს: კვებას, ვიტამინებისა და მინერალების რაციონალურ, მისი ორგანიზმისათვის მორგებულ, დოზირებულ – ექიმთან შეთანხმებულ მიწოდებასა და მონიტორინგს.

D ვიტამინი წარმოადგენს მძლავრ ჰორმონს, რომელიც არეგულირებს 500-ზე მეტი გენის მუშაობას და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში.

ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს რაქიტს, თუმცა ეს მხოლოდ ერთია იმ დიდი ჩამონათვალიდან, რაც ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა.

D ვიტამინის დეფიციტი კავშირშია ბავშვთა ასაკში გამოვლენილ მრავალ დაავადებასთან. მაგალითად: შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1, გაფანტული სკლეროზი, ბრონქული ასთმა და სხვ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეცვალოს იმუნური რეაქციები ალერგენებზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ატოპიური დერმატიტის განვითარებას ადრეულ ბავშვთა ასაკში.

 

 

 

ეს ვარაუდი დადასტურდა 2024 წელს ტაივანში (ტარიუნის უნივერსიტეტი) ჩატარებული გლობალური კვლევებით. ამ კვლევით შეისწავლეს კავშირი შრატში D ვიტამინის დონესა და ალერგენის სენსიბილიზაციას შორის და გავლენა ბავშვთა ადრეულ ასაკში ატოპიური დერმატიტის რისკზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ჟურნალში. ცნობილია, რომ ალერგენების მიმართ სენსიბილიზაცია არის ატოპიური დერმატიტის ძლიერი გამომწვევი. დადასტურდა კვლევებით, რომ შრატში D ვიტამინის დონე ავლენს საპირისპირო კავშირს ალერგენის სპეციფიკურ სენსიბილიზაციასთან და შრატის მთლიანი იმუნოგლობულინი E (IgE)-ს დონეებთან ადრეულ ბავშვთა ასაკში.

D ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის, რადგან უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ეფექტურ შეწოვას.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) სინთეზირდება კანის ქვედა ფენებში, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია ორგანიზმისათვის მოხდეს ასევე საკვებიდან (რძის პროდუქტები, თევზის ქონი, თევზი…).

ადრე მართებულად მიიჩნეოდა მოსაზრება, რომ, თუ ბავშვი იღებს რძეს და თამაშობს გარეთ – გარანტიაა იმისა, რომ იგი იღებს საჭირო ოდენობით D ვიტამინს – რაც შეიცვალა, რადგან გარემო ფაქტორების უსაფრთხოებისათვის მასობრივად გახდა საჭირო მზის დამცავი საშუალებების გამოყენება, რაც D ვიტამინის ათვისების შეფერხებას იწვევს. D ვიტამინზე მოთხოვნა ორგანიზმს ეზრდება განსაკუთებით შემოდგომა-ზამთარში, მზის ნაკლები ინტენსივობის და შენობაში გატარებული მეტი დროის გამო. ამიტომ აუცილებელია ბავშვისთვის D ვიტამინის დოზა და მიღების ფორმა შერჩეულ იქნას ექიმის მიერ, იმ პერიოდში მისი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა პირობისა და გამოვლენილი პათოლოგიის გათვალისწინებით, რაც გარანტიაა იმისა, რომ არ შეფერხდეს ორგანიზმის სრულფასოვანი და ჰარმონიული ზრდა-განვითარება, მოხდეს ნერვული სისტემის ასაკთან შესაფერისი ჩამოყალიბება, გაძლიერდეს ინფექციისგან თავდაცვა, მოხდეს გულისა და ფილტვის ფიზიოლოგიური ხარისხის სწორი უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნიტეტის ამაღლება.

ბაზარზე ბავშვისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი არაერთი D ვიტამინის შემცველი პროდუქტი არსებობს. გვხვდება როგორც ტაბლეტების, ასევე თხევადი კაფსულების, წვეთებისა და დასაღეჭი აბების სახით. პროდუქტის მახასიათებელი იზომება, თუ რამდენად არის ნატურალური, სწრაფადშეწოვადი, ეფექტიანი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიზანმიმართული შედეგისთვის თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს ანდეთ ვიტამინის დოზისა და სახეობის შერჩევა. ნუ დაუნიშნავთ D ვიტამინს თვითნებურად, რადგან მისი დოზირება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სასურველ შედეგს იძლევა.

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021
#OK! დემი მური Versace X Fendi-ს წვეულებას დაესწრო!

#OK! დემი მური Versace X Fendi-ს წვეულებას დაესწრო!

September 27, 2021
#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები

#OK! ,,ჰარი პოტერი” ბრუნდება – გაიცანით ჰოგვარტსის ახალი გმირები

July 15, 2025
#OK! Shop Etosi – ადგილი, სადაც შოპინგი ბედნიერებას ნიშნავს

#OK! Shop Etosi – ადგილი, სადაც შოპინგი ბედნიერებას ნიშნავს

April 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები