• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

May 19, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მისი გადაწყვეტილება ადრეული ასაკიდან ურყევი იყო. ბევრი სირთულის და გამოწვევის მიუხედავად, არასდროს შეჰპარვია ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებში. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული პლასტიკური ქირურგია, მისი ძირითადი საქმე კი რინოპლასტიკაა. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ პროფესიით ოტორინოლარინგოლოგს, პლასტიკურ ქირურგს, ქრისტინე ჩალაძეს.

 

ქრისტინე, მოგვიყევით, როგორ აირჩიეთ პროფესია და რა გზა გამოიარეთ?

ექიმობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შესაბამისად, ბევრი არ მიფიქრია პროფესიის არჩევის დროს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სამედიცინო საქმიანობაში – გავდიოდი ტრენინგებს, ამასთანავე, ვმუშაობდი ექიმის დამხმარედ, სწორედ ამიტომაც დროის 90% ჩემს პროფესიასთან იყო  დაკავშირებული.

საკმაოდ რთული გზა გამოვიარე, რათა პროფესიონალი გავმხდარიყავი. იყო სიძნელეები, უძილო ღამეები და სტრესი, თუმცა ეს ყველაფერი მალევე მავიწყდებოდა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემს საქმეში წარმატებული და პროფესიონალი ვყოფილიყავი. ყოველ ახალ დღეს უფრო მეტად მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე ვხვდებოდი, ვინაიდან ეს პროფესია ჩემი სულიერებისა და ცხოვრების ნაწილია. ეს არის ის საქმე, რომელიც თავდავიწყებით მიყვარს, შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის ძალასა და ენერგიას არ ვიშურებდი.

 

თქვენი, როგორც პროფესიონალის, მთავარი პრინციპი რა არის? როგორია თქვენი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ?

უპირველესად, ყოფით პრობლემებს ყოველთვის ვტოვებ სამსახურს მიღმა, ჩემი გონება კონცეტრირებულია მხოლოდ კონკრეტულ პაციენტსა და საქმეზე. ვცდილობ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყო. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების კეთილგანწყობის მოპოვება, ვცდილობ ისინი დავმუხტო დადებითი ენერგიით, ვეხმარები მათ სურვილების ასრულებაში, რომ მიიღონ ის, რაც სურთ და ვცდილობ, მათ იმედები არ გავუცრუო. ეს ერთდროულად უდიდესი სიამოვნებაცაა და პასუხისმგებლობაც.

 

 

 

რა სახის პლასტიკური ოპერაციებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?

ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია არის რინოპლასტიკა. ასევე, აქტუალობით არ ჩამოუვარდება ცხვირის ფუნქციონალური ოპერაციები.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე, ბუნებრიობაზე ორიენტირებული ტენდენციების მიმართ? რამდენად ითვალისწინებთ პაციენტების ბუნებრივ ვიზუალს კორექციის დროს?

დიახ, ესთეტიკურ მედიცინაში თანამედროვე ტენდენციები მიმართულია ბუნებრიობის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე. მეც ვფიქრობ, რომ ბუნებრივი ფორმები ნებისმიერ ასაკში ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია, თუმცა არსებობს ისეთი კატეგორია პაციენტებისა, რომლებსაც განსხვავებული ხედვა და გემოვნება აქვს. როდესაც პროფესიონალი ხარ, ვალდებული ხარ, მათ აუხსნა რისკები. ბუნებრივია, ოპერაციამდე ხდება სიმულაცია, ფორმების შერჩევა, თითოეული დეტალის გათვლა და ამ ყველაფრის პაციენტთან შეთანხმება.

სახეზე თითოეულ ნაკვთსა და ორგანოს ფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთი სწორი ან არასწორი ქმედებით შეიძლება რადიკალურად შეცვალო ადამიანის გარეგნობა. სწორედ ამიტომ დიდი სიფრთხილითა და წინასწარი გათვლებით უნდა შეასრულოს ქირურგმა ეს სამუშაო. მის ხედვას, გემოვნებას და ტექნიკურ შესაძლებლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვცდილობ თითოეულ ჩემს პაციენტს ინდივიდუალურად, სახის ფორმის შესაბამისად შევურჩიო ცხვირის ფორმა.

 

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, თუმცა დიდი გეგმები მაქვს, ვინაიდან ქირურგია და ზოგადად მედიცინა მუდმივ განვითარებასა და მოწოდების სიმაღლეზე დგომას მოითხოვს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე  კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

September 3, 2022
#OK! გიორგი კალანდიას სამეგრელო

#OK! გიორგი კალანდიას სამეგრელო

August 3, 2021
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ორიგინალური და განსხვავებული სამოსი ქართულ ბრენდ RATIANI-სგან

#OK! ორიგინალური და განსხვავებული სამოსი ქართულ ბრენდ RATIANI-სგან

April 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები