• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! დამზადებულია სიყვარულით „თამთინი“ – კულინარიული სკოლა და საკონდიტრო

May 9, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

კონდიტერიით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც საქართველოში ეს სფერო ჯერაც არ იყო პოპულარული. ამ პროფესიის დაუფლების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტა საზღვრებს გარეთ წასულიყო. სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული ცოდნის, არაერთი მასტერკლასისა და საუკეთესო შეფებთან თანამშრომლობის შედეგად გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და კულინარიული სკოლისა და საკონდიტროს გახსნა. დღეს კი „თამთინის საკონდიტრო“ ასოცირდება ხარისხსა და დაუვიწყარ გემოებთან, რომლის მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს შეფკონდიტერ, საკონდიტრო „თამთინი ბეიქერის“ და Tamtini Pastry School-ის დამფუძნებელთან, თამარ სორდიასთან.

 

როგორ გაჩნდა სკოლისა და საკონდიტროს გახსნის იდეა?

13 წლის წინ, როცა კონდიტერიამ გამიტაცა, ეს სფერო საქართველოში დიდად პოპულარული არ იყო და, შესაბამისად, პროფესიული ცოდნის მიღების შესაძლებლობაც მცირე იყო, რადგან სულ 1-2 სასწავლებელი არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ყველგან ვისწავლე, თუ სადმე კონდიტერიას ასწავლიდნენ, მაინც არ ვიყავი ბოლომდე კმაყოფილი. მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს პროფესია და გადავწყიტე საზღვარგარეთ წასვლა. მე და დედა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდით და თან ვსწავლობდით. რა თქმა უნდა, საფრანგეთი ჩვენი პირველი დანიშნულების ქვეყანა გახლდათ, მერე იყო იტალია, სტაჟირება და მუშაობა დიდ ბრიტანეთში. უამრავი მასტერკლასი და კურსები გავიარეთ მსოფლიოს საუკეთესო შეფებთან და სწავლას დღემდე ვაგრძელებთ.

საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდე ჩემს განვითარებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში ზოგადად, კულინარია მოთხოვნადი და პოპულარული სფეროა, თან საკონდიტრო მიმართულება ყველაზე ძვირადღირებლია. როცა საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე, მომინდა ცოდნის გაზიარება და ამ დროს გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ისეთი სასწავლებელი, სადაც მოკლე დროში და მისაღებ ფასად თბილისში შევასწავლიდით კონდიტერიას. 2017 წელს „თამთინის საკონდიტრო სკოლა“ დავაარსე, ეს იყო ერთ-ერთი პირველი სკოლა-სტუდია, სადაც მსურველებს უტარდებოდათ საკონდიტრო მასტერკლასები და მოკლევადიანი კურსები. მაშინ ძალიან პატარა, მაგრამ მყუდრო სამზარეულო გვქონდა და მე და დედა სხვებს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას ფრანგულ კონდიტერიაში. სახელიც აქედან გამომდინარეობს – თამთინი, თამთასა და თინას ფრანგული საკონდიტრო თავგადასავლები.

ჩვენი სასწავლო პროგრამა არის ევროპული და აღმოსავლური რეცეპტებისა და ტექნოლოგიების მიქსი. გვყავს არაერთი კმაყოფილი მოსწავლე როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. დღეს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ბევრი ცნობილი შეფი გვყავს საქართველოში, რომელსაც „თამთინის სკოლა“ აქვს გამოვლილი.

 

 

გვესაუბრეთ „თამთინის საკონდიტროზე“, რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

გარდა სკოლისა, გვაქვს „თამთინის“ საკონდიტროს 2 ფილიალი თბილისსა და ზუგდიდში, სადაც მომხმარებელს 100-ზე მეტი სახეობის ტორტებსა და დესერტებს ვთავაზობთ, ვამზადებთ ულამაზეს საქორწილო და სადღესასწაულო ტორტებს. ყველა ჩვენი დესერტი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით მზადდება და თითოეულ რეცეპტზე პირადად მე ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ გამორჩეულად გემრიელ ნამცხვრებს ვამზადებთ და ამას გვიდასტურებს ჩვენი მომხმარებლების დადებითი გამოხმაურება და სიყვარული. ვერ გამოვყოფ რაიმე კონკრეტულ დესერტს, ჩვენი მენიუ ძალიან მრავალფეროვანია და ყველა დესერტს თავისი მომხმარებელი ჰყავს.

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენდამი მომხმარებლის ერთგულება?

ყოველთვის ვითვალისწინებთ თითოეული სტუმრის სურვილსა და გემოვნებას. ბევრს ვესაუბრებით მომხმარებლებს, მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვცდილობ ყველასთან მე თვითონ გამოვიდე სამზარეულოდან, რომ მივიღო უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევქმნათ ახალი დესერტი ან გავაუმჯობესოთ ძველი. ალბათ ამ მიდგომის გამოც გვყავს ამდენი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი. კმაყოფილი მომხმარებელი და ემოცია კი წარმატებასაც განაპირობებს.

და იცით რა არის ჩემი პატარა საიდუმლო? ყოველთვის, როცა რაიმეს ვამზადებ საკონდიტროში, სულ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ამას ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ვამზადებ და ყველაზე ძვირადღირებულ ინგრედიენტს ვუმატებ – სიყვარულს. ჩემი კონდიტერებისგანაც ასეთ მიდგომას მოვითხოვ, ვფიქრობ, კარგად გამოგვდის.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი ფილიალების დამატებას სხვადასხვა ლოკაციაზე, მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“… შევძლებ თუ არა მასშტაბურად ამ ხარისხის შენარჩუნებას… მეტი ფილიალი მეტ კონტროლს მოითხოვს, ამიტომ არ ვჩქარობ. როცა მზად ვიქნებით, აუცილებლად გავფართოვდებით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის და ნიკოლოზ ნაყოფიას ჯვრისწერიდან ერთი წელი გავიდა! (ფოტოები)

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის და ნიკოლოზ ნაყოფიას ჯვრისწერიდან ერთი წელი გავიდა! (ფოტოები)

September 24, 2021
#OK! აგენტი 007 გადასაღებ მოედანზე: ჯეიმს ბონდის 15 უცნობი ფოტო არქივიდან, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ

#OK! აგენტი 007 გადასაღებ მოედანზე: ჯეიმს ბონდის 15 უცნობი ფოტო არქივიდან, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ

August 29, 2023
#OK! ანია ტეილორ-ჯოი და ნიკოლ კიდმანი The Northman-ის პრემიერაზე

#OK! ანია ტეილორ-ჯოი და ნიკოლ კიდმანი The Northman-ის პრემიერაზე

April 19, 2022
#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

May 13, 2025

კვირის ჰიტები

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები