• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ინგა ელიაშვილი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი ინგა ელიაშვილია, რომელიც გახლავთ ესთეტიკის ცენტრ „მედინის“ დამაარსებელი. ამბობს, რომ იქ, სადაც საქმის უანგარო სიყვარულია, გამორიცხულია წარმატებას ვერ მიაღწიო. მისი გაზომვა ყველასთვის ინდივიდუალურია, ზოგი მას ფულით ზომავს, ზოგისთვის კი წარმატება საკუთარი თავისა და სურვილების რეალიზებაა.  კი მას, როგორც ქალ ხელმძღვანელს, ისე გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რაშია წარმატებული ქალისა და უფროსის საიდუმლო.

კიდევ ერთხელ გვესაუბრეთ ესთეტიკის ცენტრის შესახებ, რა იყო მისი შექმნის მიზანი?

მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანს საკუთარი პროფესია უყვარს, ის მუდმივად ეძებს სიახლეებს და პროფესიული განვითარებისკენ მიილტვის.

ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ უკვე იყო დრო, შემექმნა სივრცე, რომელიც უზრუნველყოფდა თავის მოვლასა და სილამაზეს, ქალბატონებისთვის კი ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცეოდა.

გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები და ის სირთულეები, რასაც გადააწყდით?

ძალიან საინტერესო ეტაპებს გადის ადამიანი, როცა დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში. გამიმართლა, რომ საკუთარი თავის იმედად მყოფს ჩემი შეუპოვარი ხასიათი დამეხმარა – არ დამეყარა ფარ-ხმალი არცერთი დაბრკოლებისას, რომელიც როგორც წესი, აუცილებლად გვხვდება. ხშირად მახსენდება გამოთქმა: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ეს მართლაც ასეა. ყოფილა მომენტები, როცა, უბრალოდ, თვალები დამიხუჭავს და საკუთარი თავისთვის მითქვამს, ინგა, შენ ეს შეგიძლია, ყველაფერი გამოგივა.

სასწაული კი მაშინ ხდება, როცა მისი სჯერათ, ჩემთვის კი სასწაული საკუთარი შესაძლებლობებია, რომელიც უსაზღვროა, ისევე როგორც თქვენი.

ვინ არის თქვენთვის მთავარი მოტივატორი?

დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მუდამ გჭირდება მოტივაცია, რომელიც ყველასთვის განსხვავებულია. ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი ოჯახია, რომელიც მუდამ მზადაა ამიმაღლოს თვითშეფასება, რომლის ქონამაც ყველაზე დიდი ნაბიჯები გადამადგმევინა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.

ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მოგვიყევით, როგორი ხელმძღვანელი ხართ, რა პრიორიტეტებია თქვენთვის მთავარი?

მართალი ხართ, ალბათ ჯობს ჩემზე სხვამ ისაუბროს, თუმცა ერთი რამ, რაც შემიძლია თამამად ვთქვა, არის უდიდესი პატივისცემა თანამშრომლების მიმართ, რომელიც პასუხისმგებლობის იმ ზღვარზე გადის, რომელიც თითოეულის მიმართ გამაჩნია. სწორედ ამიტომ მუდმივ რეჟიმში ხდება ჩვენთან ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება და პრიორიტეტები თუ ახსენეთ, ჩემთვის სამართლიანი და ღირსეული ადამიანი საქმესა და პირად ურთიერთობებშიც ამ პრიორიტეტებით განისაზღვრება.

რაზეა დაფუძნებული კომპანიის წარმატება? რას აფასებთ თანამშრომელში ყველაზე მეტად?

წარმატება გარდაუვალია, თუ თითოეული ადამიანისთვის მთავარი ორიენტირი ის იქნება, რომ მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს და მასზე მორგებული პირობები შესთავაზოს. აქედან გამომდინარეობს დევიზიც: „ხარისხი, პროფესიონალიზმი და შედეგი“.

ჩემს თანამშრომლებს კი საქმისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ვუფასებ. ეს არის ის, რაც მარტო აქ კი არა, ყველგან ყველა საქმესა თუ ურთიერთობებში მთავარია.

ერთგულება ჯილდოა, რომლითაც სამყარო გაჯილდოებს, ერთგული თანამშრომელი კი კომპანიისთვის უდიდესი შენაძენია.

რამდენ ხანში მოახერხეთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი მომსახურების სფეროში 4 ფილიალი გაგეხსნათ?

„მედინის“ პირველი ფილიალი 5 წლის წინ ქუთაისში გაიხსნა, ამ წლების განმავლობაში კი იზრდებოდა მოთხოვნა ჩვენს მომსახურებებზე, რამაც ბათუმის, ფოთის და ახლა უკვე ზესტაფონის ფილიალების გახსნა განაპირობა.

ლიდერი ქალი ნიშნავს…

დაიცვა პიროვნული და პროფესიული ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების ბალანსი, იყო ემპათიური, გქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი, იყო მაქსიმალისტი და გქონდეს მებრძოლი ხასიათი.

რას ურჩევთ ქალებს?

ყველას, განსაკუთრებით კი ქალებს, ვურჩევ, იყვნენ თავდაჯერებულნი, მოტივირებულნი, იშრომონ თავდაუზოგავად, დაისახონ მიზნები და იარონ წინ, ოცნებების ასასრულებლად. არავის მისცენ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის უფლება. იყვნენ ერთგულები და გვერდითაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბონ.

დღეს, როცა ამდენი შესაძლებლობითაა სავსე ცხოვრება, არავისი არაფერი შეგშურდეთ, თქვენი წილი ბედნიერება თქვენვე მოიპოვეთ და იყავით მადლიერი იმ ადამიანების, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ავად თუ კარგად გამოჩნდნენ, რადგან მათგან ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

ტექსტი: ქეთა დაუშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

October 20, 2021
#OK! 10 ყველაზე სიმპათიური ბრიტანელი მამაკაცი!

#OK! 10 ყველაზე სიმპათიური ბრიტანელი მამაკაცი!

September 20, 2022
#OK! მეგობრები – თეონა თავართქილაძე და ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

#OK! მეგობრები – თეონა თავართქილაძე და ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! “ვფიქრობ, შვილებთან ერთად უფრო იზრდები, გეცვლება შეხედულებები და უფრო თანამედროვე ხდები” – დევიდ ბექჰემი

#OK! “ვფიქრობ, შვილებთან ერთად უფრო იზრდები, გეცვლება შეხედულებები და უფრო თანამედროვე ხდები” – დევიდ ბექჰემი

March 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

January 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები