• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! რჩევები დედებს – რა ტემპერატურა ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში?

March 27, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ტემპერატურული რეაქცია ეს არის ბავშვთა ავადობის ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც  შესაბამისად იწვევს ღელვას მშობლების მხრიდან. პირველ რიგში,  უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ტემპერატურა,  როდის ვთვლით, რომ საქმე გვაქვს ცხელებასთან და როგორი უნდა იყოს პრაქტიკული ჩარევა საჭირო ასეთ დროს.

სხეულის ნორმალური ტემპერატურის დიაპაზონი ბავშვთა ასაკში ასეთია:

  • აქსილარული (იღლია) 35,8-37,0*C
  • რექტალური (სწორი ნაწლავი) 36,1-37,8*C
  • ორალური (პირის ღრუ) 35,8-37,3*C .

ზოგადად, აღინიშნება სხეულის ტემპერაურის დღეღამური მერყეობა 1 გრადუსის ფარგლებში. სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალურია 5 საათზე, შემდეგ იმატებს და პიკს აღწევს 17-18 საათზე. ტემპერატურის ცირკადულობა არ აღინიშნება ახალშობილებში და ფორმირდება 2 წლის ასაკის ზემოთ. გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის გაზომვა არ შეიძლება ფსიქო-ემოციური დატვირთვის, ცხელი საკვების ან სითხის მიღებისთანავე, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

რა იწვევს ტემპერატურის მატებას? 

ტემპერატურის მომატება უმეტესად ვირუსულ, ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება და მასზე ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს, თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც ინფექციურ პროცესებთან კავშირი არ აქვს, მათ შორის – სითბური დაკვრა, რევმატოიდული ართრიტი, ავთვისებიანი სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ანტიბიოტიკი, მაღალი არტერიული წნევის ან ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები). არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად საფუძვლიანი გამოკვლევისა, ცხელების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როდესაც ადამიანს ტემპერატურა სამ კვირაზე მეტ ხანს აქვს მომატებული, მაგრამ მიზეზს ვერ ადგენენ, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს უცნობი ეტიოლოგიის (წარმოშობის) ცხელებასთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ასეთი ცხელება უმეტესად იშვიათი ან ნაკლებად შესწავლილი დაავადებით კი არა, ატიპურად, უცნაურად მიმდინარე გავრცელებული პათოლოგიით არის გამოწვეული.

 

 

ცხელების ძირითადი მიზეზებია:

  • მწვავე ვირუსული ინფექცია;
  • მწვავე ბაქტერიული ინფექცია;
  • ქრონიკული ბაქტერიული ინფექციის გამწვავება;
  • ჰიპერერგიული რეაქცია (მედიკამენტებზე, საკვებზე, ვაქცინაზე);
  • სიმსივნური დაავადებები;
  • სისტემური დაავადებები;
  • მეტაბოლური დარღვევები.

როგორია პირველადი დახმარება მაღალი ტემპერატურის დროს?

,,ვარდისფერი ტიპის“ ცხელების (ცხელი კიდურები, ვარდისფერი სახე, სიცხის შეგრძნება) დროს, სხეულის მაღალი ტემპერატურის დაწევას იწყებენ გაგრილების მეთოდით. სხეულს აგრილებენ 30-32 გრადუს წყალში დასველებული ღრუბლით 5 წუთის განმავლობაში. პროცედურა მეორდება 30 წუთის ინტერვალით 3-4-ჯერ.

ჰიპერპირექსიის დროს (ტემპერატურა მეტია 40,5-41 გრადუსზე ) მოწოდებულია გამაგრილებელი აბაზანები. წყლის ტემპერატურა 1 გრადუსით ნაკლები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე. ნელ-ნელა წყლის ტემპერატურა უნდა დაქვეითდეს 37 გრადუსამდე. მთლიანად სამკურნალო აბაზანა შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთს. ასეთი პროცედურის დროს სითბოს გაცემა სამჯერ აღემატება კანის სველი გაწმენდის ან განიავების დროს გაცემული სითბოს რაოდენობას. გაგრილების ფიზიკური მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია.

 

 

 

როდის, რა ტემპერატურაზე არის აუცილებელი მედიკამენტის მიცემა?

ჯანმრთელ ბავშვებში სიცხის დამწევი მედიკამენტის მიცემის ჩვენებაა ტემპერატურა >39 – 39,5 გრადუსი, თუ ცხელებას ახლავს ტკივილი, შემცივნება 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე.2 თვემდე ასაკის და რისკის ჯგუფის ბავშვებში მედიკამენტის მიცემა აუცილებელია 38-38,5 გრადუს ტემპერატურაზე, თუ ცხელებას ახლავს ტკივილი, შემცივნება – მაშინ, 37,5 და მეტ ტემპერატურაზეც.

ასევე გაეცანი

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025
#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 2021 წლის ყველაზე გახმაურებული კინომოვლენები

#OK! 2021 წლის ყველაზე გახმაურებული კინომოვლენები

December 27, 2021
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 18, 2025
#OK! EVENT COMPANY – WEDDING IN BATUMI – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

#OK! EVENT COMPANY – WEDDING IN BATUMI – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

October 20, 2024
#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

February 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! „ერთმანეთს შეყვარებული მოზარდებივით კოცნიდნენ“ – ჩაშლილი ქორწილის შემდეგ ზოი კრავიცმა ახალი სიყვარული იპოვა

#OK! „ერთმანეთს შეყვარებული მოზარდებივით კოცნიდნენ“ – ჩაშლილი ქორწილის შემდეგ ზოი კრავიცმა ახალი სიყვარული იპოვა

September 8, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები