ჩვენი სტატია მოგვითხრობს კლინიკის შესახებ, რომელიც „ესტე ლაუდერის“ ჯგუფის უმნიშვნელოვანეს ბრენდს წარმოადგენს და უკვე 55 წლის მანძილზე უზრუნველყოფს ეფექტური და უსაფრთხო ფორმულების შექმნას თქვენთვის და თქვენი კანისთვის.
კეროლ ფილიპსი და Clinique-ის შექმნის ისტორია
იცოდით, რომ ბრენდ Clinique-ის შექმნის იდეა ჟურნალ Vogue-ის რედაქტორს ეკუთვნის?ქეროლ ფილიპსი იყო ჟურნალ Vogue-ის სილამაზის მიმართულებისა და სპეციალური პროექტების განყოფილების რედაქტორი, ნოვატორი, რომელიც თავისუფლად გამოხატავდა თავის მოსაზრებებს და სჯეროდა, რომ სილამაზის ინდუსტრია უნდა გასცდეს ტრადიციულ საცხებს, რომლებიც იმ დროს მრავლად იყო წარმოდგენილი მაღაზიების დახლებზე. ამ ჩანაფიქრმა მიიყვანა ქეროლ ფილიპსი ნორმან ორიენტრეხთან, ნიუიორკელ დერმატოლოგთან, რომელმაც თავისი პაციენტებისთვის შეიმუშავა სახის მოვლის სამსაფეხურიანი სისტემა: გაწმენდა, აქერცვლა, დატენიანება. პირველი ინდივიდუალური სისტემა შესანიშნავი კანის შესაქმნელად. ის გამოირჩეოდა გამოყენების სიმარტივით, უსაფრთხო მოქმედებითა და ეფექტურობით.
ქეროლ ფილიპსმა მოამზადა სტატია, რომელიც ლეგენდად იქცა სილამაზის ინდუსტრიაში. 1967 წლის 15 აგვისტოს ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა სტატია, სახელწოდებით „შესაძლებელია იდეალური კანის შექმნა?“
ამ სტატიაში ექიმმა ორიენტრეხმა პასუხი გასცა მთელ რიგ შეკითხვებს კანის მოვლასთან დაკავშირებით.ამ პერიოდში ლეონარდ ლაუდერს (ესტე ლაუდერის ვაჟი) სურდა გაეფართოებინა დედის სახელობის ხაზი და შეექმნა მულტიბრენდული კომპანია. მას სჭირდებოდა წამოწყება ისეთი ახალგაზრდა მომხმარებლის მოსაზიდად, რომელიც მეტ კითხვას სვამდა და მეტ შედეგს ითხოვდა. ბატონი ლაუდერი მიხვდა, რომ ქეროლ ფილიპსი სწორედ ასეთ აუდიტორიას მიმართავდა.
ესტე ლაუდერმა ქეროლის გაცნობის შემდეგ მიიჩნია, რომ ახალი სილამაზის ხაზის შექმნის იდეა იყო თამამი, ინოვაციური და განსხვავებული.„ესტე ლაუდერის“ კომპანიამ ქეროლს თანამშრომლობა შესთავაზა და კეროლმა თქვა: „ დიახ“. ეს სიტყვა ნიშნავდა რევოლუციის დასაწყისს სილამაზის ინდუსტრიაში. ზუსტად 12 თვის შემდეგ, 1968 წლის სექტემბერში, Clinique-ის დებიუტი არა ერთი, არამედ 117 კანის მოვლის პროდუქტით შედგა ნიუ-იორკის Saks Fifth Avenue-ზე.
ლეონარდის მეუღლეს, ეველინ ლაუდერს, ეკუთვნის კლინიკის სახელის შექმნის იდეა. პარიზში მოგზაურობის დროს მას ხშირად ხვდებოდა წარწერები Clinique Esthetiques, ადგილი, სადაც პარიზელი ქალბატონები სახის მოვლის პროცედურებზე დადიოდნენ. მას მოეწონა სახელი, რომელიც სახის მოვლის კლინიკურ მიდგომებსა და ფრანგულ დახვეწილობასთან ასოცირდებოდა. ახალი ბრენდის შეფუთვაც მიმზიდველი იყო – მკრთალი სალათისფერი დადებით ემოციებს იწვევდა.

სილამაზის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტი დაწესდა. თეთრ ხალათებში გამოწყობილი კონსულტანტები სპეციალური ხელსაწყოებით განსაზღვრავდნენ სახის კანის ტიპს. ეს ამარტივებდა კანის მოვლის საშუალებების შერჩევის პროცესს.
3 Step System – სახის გაწმენდა საპნით, მკვდარი უჯრედების აქერცვლა ამქერცლავი ლოსიონით და კანის დატენიანება. რუტინა 3 შეუცვლელი პროდუქტით.
ლეონარდის და ესტე ლაუდერის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ალერგენებზე დატესტილი პროდუქტები, არომატიზატორების გარეშე!
Clinique-ის მისიას დაარსების დღიდან წარმოადგენდა: ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტების წარმოება ბრწყინვალე და ჯანსაღი კანისთვის.
ბრენდი იყო პირველი, რომელმაც შექმნა დერმატოლოგების მიერ შემუშავებული კანის მოვლის საშუალებების ხაზი.
სამსაფეხურიანი სისტემის თავისებურება კარგად გამოიხატა ხმაურიან სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ლეგენდარული ფოტოგრაფის, ირვინგ პენის, ფოტოებით შეიქმნა. ფოტოზე გამოსახულია ჭიქაში მოთავსებული კბილის ჯაგრისი კლინიკის სამ პროდუქტთან ერთად ცხადი მესიჯით „დღეში ორჯერ“. გამოიყენეთ სამსაფეხურიანი სისტემა დღეში ორჯერ და აქციეთ ის ჩვეული დღის რეჟიმის ნაწილად, კბილის გახეხვის მსგავსად.
ბრენდს ახლაც თან სდევს მისი უცვლელი ღირებულებები და 50 წლის მანძილზე შექმნილი ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური და უსაფრთხო ფორმულების შექმნას.
ეს 3-საფეხურიანი სისტემა კლინიკის ძირითად გამოცდილებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უამრავი პროდუქტი შეიქმნა.