• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! ბავშვობა – ანკა ვასაძე

March 12, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

რუბრიკა OK! ბავშვობის სტუმარია ყველასათვის საყვარელი ცნობილი ქართველი მსახიობი ანკა ვასაძე. ვარსკვლავი OK!-თან ბავშვობის ყველაზე გამორჩეულ მოგონებებზე ისაუბრებს.

როგორი ბავშვი იყავით?

ვიყავი ძალიან ცელქი და პრანჭია ბავშვი. დღეში მინიმუმ ოთხჯერ ვიცვლიდი ტანსაცმელს, სამი წლიდან ქუსლიანი ფეხსაცმელებით დავკაკუნობდი სახლში და მაკიაჟი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო. დედაჩემი იხსენებს ხოლმე, რომ 2 წლის ასაკიდან თვალის და ტუჩის ფანქარს ვარჩევდი და ისე ისვამდი, დიდებსაც გვშურდაო.

 

ერთი მხიარული ამბავი

ზოგადად, სასაცილო და მხიარული ბავშვი ვიყავი, არასდროს მბეზრდებოდა კონცერტების ჩატარება ოჯახის წევრებისთვის, სტუმრებისთვის, სადაც ლექსსაც ვამბობდი, ვმღეროდი და ვცეკვავდი კიდეც. ბუნებრივია, ბევრი სასაცილო შემთხვევა გადამხდა თავს. მიყვარდა სახლიდან გაპარვა, ერთხელაც სურამში, ჩვენს აგარაკზე ყოფნის დროს გავიპარე ეზოდან, ძალიან ბევრი მეძებეს და ბოლოს ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ორდინატურაში მიპოვეს, სადაც ექიმების და ექთნების წინაშე დიდი გამოსვლა მქონდა, კონცერტს ვატარებდი. არ ატანდნენ ჩემ თავს.

საყვარელი სათამაშო

თოჯინა მყავდა გერმანული, რომელიც ძალიან მიყვარდა, გიორგი დავარქვი. სულ თან დავატარებდი. რომ შეხედავდი, ახალშობილი ბავშვი გეგონებოდა, სხეულის ყველა ნაწილი ნამდვილი ადამიანივით ქონდა. ლამაზი ტანსაცმელები ეცვა და მინდა გითხრათ, რომ მარტო მე კი არა, ყველას ძალიან მოსწონდა.

 

საყვარელი შინაური ცხოველი

შინაური ცხოველებიდან ძაღლები გვყავდა – ინგლისური კოკერსპანიელი „მაქსი“ და როტვეილერი „აგატა“, როტვეილერი ძალიან ჭკვიანი და კარგად გაწრთვნილი იყო. ერთი ერთ ბებიასთან, მეორე – მეორესთან. რა თქმა ძალიან მიყვარდა და საოცრად განვიცადე მათი გარდაცვალება.

 

ბავშვობის შიში და უცნაური ფობია

ბავშვობაშიც და ახლაც ერთი ფობია მაქვს და ეს არის ზემიფობია, ანუ ვირთხების შიში. რაღაც არანორმალურად მეშინია მათი და მგონი გენეტიკურად მაქვს ეს შიშის გრძნობა გამოყოლილი. ბებიაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი და…. მართლა პანიკურად გვეშინია მათი. ერთხელ ქუჩაში დავინახე ვირთხა, შიშის და დაბნეულობისგან ჩემს ქმარს დავურეკე ისტერიკით “ვირთხაა ვირთხა-მეთქი” და მიპასუხა: “მერე მე კატა ვარ, თუ რა გავაკეთოო”.

ყველაზე უსიამოვნო მოგონება

ბავშვობის ყველაზე უსიამოვნო მოგონება ბაბუაჩემის გარდაცვალებაა. მე და მას განსაკუთრრბული ურთიერთობა გვქონდა, გამორჩეული. თანაც მისი გამზრდელი ბებიის სახელი დამარქვეს და ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა. ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად, ბევრუ მასწავლა, სამშობლოს და წინაპრების სიყვარული ჩამინერგა, მიყვებოდა ისტორიებს დიდ ბაბუაზე, ბებიებზე და მეუბნებოდა, რომ მათი სულები სულ ჩვენს გვერდით არიან. ძალიან, ძალიან ბევრი დაგვაკლდა მისი წასვლით, 59 წლის იყო, ხშირად მიფიქრია, რომ სხვანაირი ვიქნებოდი მის გვერდით.

 

ბავშვობის ოცნება

მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს ვოცნებობდი და სულ მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი. არცერთი დღე, წუთი ან წამი არ მახსენდება, სხვა პროფესიაზე რომ მეფიქრა. ოჯახის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩემი გავიტანე და თეატრალურზე ჩავაბარე. მსახიობი რომ არა, ვინ შეიძლება გამოსულიყავიო რომ მკითხოთ, არ მაქვს პასუხი. იმიტომ, რომ არ ვიცი.

 

სკოლა და მასწავლებლები

არაჩვეულებრივ მეექვსე საავტორო სკოლაში ვსწავლობდი, რომლის დირექტორი ქალბატონი ნინო რამიშვილი გახლდათ. ეს იყო სკოლა, სადაც თავისუფლად აზროვნებას და თავისუფლების ფასს გვასწავლიდნენ, პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობდნენ ხელს და ინდივიდუალიზმს ავითარებდნენ. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარდა და მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების.

 

რას ეტყოდი თინეიჯერ ანკას.

სადღაც თინეიჯერობის ასაკიდან დავიწყე ინტენსიურად წინების კითხვა. იქამდე ძალით თუ წამაკითხებდნენ რამეს ან თვითონ მიკითხავდნენ მშობლები და ბებია-ბაბუები. ჩემი ძირითადი საქმიანობა ჭრიჭინასავით გართობა და ცეკვა-თამაში იყო. ამიტომ, პატარა ანკას ვურჩევდი, რომ უფრო მეტი წაეკითხა და უფრო მეტი ემეცადინა. თუმცა სადღაც 13-14 წლიდან „მოვეგე გონს“ და დავიწყე კლასიკასთან ზიარება.

 

ბავშვობაში როგორ წარმოიდგენდით საკუთარ მომავალს და რამდენად ემთხვევა მაშინდელი წარმოდგენა დღევანდელობას?

სულ ვიცოდი , რომ მსახიობი ვიქნებოდი, სცენაზე ვიდგებოდი და სხვადასხვა როლს ვითამაშებდი, ალბათ რაზეც ოცნებობ, რაც ძალიან გინდა რომ აგიხდეს, ის მოდის კიდეც შენთან. მე ახლაც სულ ვოცნებობ და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფიქრები რეალობად იქცევა ისევე, როგორც ერთ დროს პატარა ანკას ოცნებები დღეს ხორცშესხმულია.

გაიგე მეტი: OK! Celebrity Childhoodანკა ვასაძე

ასევე გაეცანი

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 20, 2025
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?
OK! News

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 20, 2025
#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს
OK! News

#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

November 20, 2025
#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია
OK! News

#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია სამხრეთ საფრანგეთში

October 6, 2021
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 20, 2025
#OK! ვარსკვლავები Bafta TV Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავები Bafta TV Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

June 7, 2021
#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

September 24, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

November 22, 2025
#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

November 20, 2025
#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

November 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები