• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! დედა, მე შენ მიყვარხარ!

March 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

1991 წლიდან, ყოველი წლის 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 3 მარტს დედაჩემის დაბადების დღეცაა, ამიტომ ეს თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის. რამდენიმე დღეა ვფიქრობ, რა დავწერო ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა ან არ დაწერილა. ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი ახალს – დედა ყველაზე ლამაზია, ყველაზე კარგია, დედას უპირობოდ ვუყვარვართ, დედა გვასწავლის, დედა ზრუნავს ჩვენზე, დედა ნერვიულობს ჩვენზე, დედას სტკივა და უხარია ჩვენ გამო, დედა მთავარი მოტივატორია ჩვენი, მის პიროვნებას ჩვენი ცხოვრების ხარისხისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრაც კი შეუძლია. და ჩვენ, შვილები? გიფიქრიათ, რას ვაკეთებთ ამ დროს? როგორ აღვიქვამთ მის ცხოვრებას? ან როგორ გამოვხატავთ სითბოს მის მიმართ? გამოვხატავთ კი საერთოდ? მინდა გვახსოვდეს, რომ ხანდახან დედებსაც სჭირდებათ ნუგეში, სიყვარული და იმის შეხსენება, რომ „ცოტა დაისვენე, არ დაკარგო შენი პირადი სივრცე, ჩვენ გარეშე წადი, განიტვირთე, დეე, მიყვარხარ!“ – დიახ, დედებსაც გვჭირდება ამის შეხსენება, რადგან ჩვენ, დედები, ვერასოდეს დავაყენებთ შვილებზე წინ ჩვენს თავს. დღეს კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი რესპონდენტების ყველაზე გულწრფელი აზრები მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე – დედაზე.

 

დანი კეიდია (ნანკა კალატოზიშვილის ვაჟი):

 

როდესაც სიტყვა „დედა“ მესმის, პირველი, რა ემოციაც მიჩნდება, ეს არის სიყვარული და სითბო. ნანკა არის ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი, ხან მხიარულია, ხან სასაცილო. როცა ის სახლში არ არის, ხშირად ვურეკავ, რომ გავიგო, როდის მოვა. სიტყვას, „მიყვარხარ“, სულ ვეუბნები, თითქმის 24/7ზე. მე ის ძალიან მიყვარს.

 

ნატალია ყიფშიძე (კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი): ზამთარში, ცივ სახლში ბუხარს რომ აანთებ და ყველა პრობლემა გიქრება, ეგ არის ჩემთვის დედა. სულ სხვანაირ სითბოს მაძლევს და უსაფრთხოების შეგრძნებას მიქმნის. დედაჩემი ძალიან პირდაპირი და მზრუნველია. სითბოს საქციელით გამოხატავს, სხვა დედებს არ ჰგავს. ჩემთვის მისი მშობლის მხარე ჰგავს იმ იდეალს, რომლის მიღწევაც ყველა მშობელს სურს.

 

ყველაზე ხშირად ერთმანეთს ვურეკავთ და თუ რაიმე მომეტში არ ვურეკავთ – ვმესიჯობთ. მე უფრო მიყვარს სიტყვიერი სითბოს გამოხატვა, ამიტომ ხშირად ვეუბნები – „მიყვარხარ“.

 

 

ბუკა თოლორდავა (მარიამ ჯოლოგუას ვაჟი):

 

„დედა“ – როცა ეს სიტყვა მესმის, პირველი – უსაფრთხოების შეგრძნება მიჩნდება. დედაჩემი არის ძლიერი, პრინციპული, მყარი და ზებუნებრივი ინტუიციის მქონე. ვფიქრობ, ჩემს სიყვარულს დედის მიმართ ჩემი საქციელით და მოპყრობით გამოვხატავ, მე ვცდილობ და იმედია, გამომდის.

 

 

ელენე მახარაძე (მარიამ როინიშვილის ქალიშვილი):

 

 

დედაჩემი არის შეუდარებელი, ყველაზე კეთილი და ყველაზე ლამაზი ადამიანი, ის ერთადერთია. მთელ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დედაა, ალბათ ყველა შვილისთვის ასეა – თავისი დედა ყველას საუკეთესო ჰგონია. დღის განმავლობაში ძალიან, ძალიან ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვიცით ერთმანეთის ადგილსამყოფელი. „მიყვარხარ“ – მეც და დედაც ძალიან ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, ძალიან მიყვარს და ეს მან იცის.

 

ლუკა ახვლედიანი (ია სუხიტაშვილის ვაჟი): დედაჩემი, პირველ რიგში, არის ყურადღებიანი და მზრუნველი. ძალიან საყვარელი და, ამასთანავე, მკაცრი დედაა. ხშირად ვწერ ტელეფონით შეტყობინებას, თუმცა სიტყვას, „მიყვარხარ“, იშვიათად ვეუბნები, რადგან ცოტა მერიდება.

 

იკა შარაშიძე (ია სუხიტაშვილის ვაჟი):

სიტყვაზე, „დედა“, პირველი დედაჩემი მახსენდება, რომელიც სახლშია. დედა არის ძალიან ლამაზი და კარგი. დღეში ათასჯერ ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარს.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: სოფიო მალანია

ვიზაჟი: სოფია საენკო

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 15, 2025
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი
Hollywood News

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 16, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
Uncategorized

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

May 30, 2023
#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

October 16, 2021
#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

October 11, 2021
#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

June 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 16, 2025
#OK! ინოვაციების კვალდაკვალ  მერაბ დვალის „ახალი მზერა“

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ მერაბ დვალის „ახალი მზერა“

June 11, 2025
#OK! ლორა ბრიჯმენი – სმენისა და მხედველობის არმქონე  პირველი ადამიანი, რომელმაც სრული განათლება მიიღო

#OK! ლორა ბრიჯმენი – სმენისა და მხედველობის არმქონე პირველი ადამიანი, რომელმაც სრული განათლება მიიღო

June 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები