35 წლის მსახიობი, ამანდა სეიფრიდი ოსკარების რიგით 93-ე დაჯილდოებას დაესწრო, მოგვიანებით კი ის ცერემონიალის შემდეგ გამართულ წვეულებაზე მიმავალიც შენიშნეს. სხვა ვარსკვლავების მსგავსად ამანდამ გლამურული და დახვეწილი იმიჯი მოიხდინა.
წითელ ხალიჩაზე მსახიობი Armani Prive-ის კაბით გამოჩნდა, რომელსაც ოქროს აქსესუარები, სადა მაკიაჟი და 20-იანი წლების ინსპირაციით შექმნილი ვარცხნილობა შეუხამა.