• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Discover Yoga – იგრძენით იოგას ჯადოსნური შესაძლებლობები

January 16, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ამაში იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიჯანსაღე. ამ სიჯანსაღეს კი თითოეული ადამიანი სხვადასხვა საქმესა თუ აქტივობაში პოულობს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ მაია ჭიპაშვილს, რომელმაც მაშინ აღმოაჩინა იოგა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტი და ამის შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ წავიკითხავდით მცირე ინფორმაციას. სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა, ჯერ თავად დაუფლებოდა იოგას ჯადოსნურ შესაძლებლობებს, შემდეგ კი გაეხსნა სტუდია – Discover Yoga, სადაც საკუთარ გამოცდილებებს სხვა ადამიანებსაც გაუზიარებდა.

უპირველესად, გაგვეცანით.

მე ვარ მაია, მიყვარს მწვანე ფერი, სეირნობა დილას ადრე, სანამ ქალაქი გაიღვიძებს. იოგას გარდა მიყვარს გიტარაზე დაკვრა, წყალში ყვინთვა, თხილამურებით სრიალი, ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენა.

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მაქვს იოგას პატარა, მყუდრო სტუდია თბილისში – Discover Yoga. იოგათი ბავშვობიდან ვარ გატაცებული. 50 წლის ვარ და ჩემს ბავშვობაში არც ინტერნეტი იყო და არც ამდენი ინფორმაცია იოგას შესახებ. წიგნების თაროზე ნაპოვნი იოგას წიგნი დღესაც მაქვს შენახული. თავდაპირველად ჩემს გარშემო მყოფებს (მეგობრებს, თანამშრომლებს) ვუზიარებდი ხოლმე იოგას ჯადოსნურ შესაძლებლობებს. ერთ დღესაც გადავწყვიტე, მიმეღო შესაფერისი განათლება და გამეხსნა იოგას სტუდია. საოცარი სიამოვნებაა იმის შეგრძნება, სტუდიაში მოსული დაღლილი და დასტრესილი ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი რომ მიდის. მიყვარს ჩემი მოსწავლეები, მიყვარს ჩემი სტუდია. აქ ჩემი სამყაროა, სადაც მნიშვნელობა არა აქვს ეროვნებას, რელიგიას, პროფესიას, ფიზიკურ მონაცემებს – ყველა პოულობს თავის ასანას!

რა დადებითი მხარეები აქვს იოგას? რაში ეხმარება ადამიანს?

მიმაჩნია, რომ იოგა აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის ადამიანს. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც იოგა ასეთი მრავალფეროვანი გახდა. ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი კომფორტი – ყველაფერი მიიღწევა იოგას პრაქტიკებით. ზოგი მხოლოდ ფიზიკური სრულყოფილებისთვის იწყებს იოგაზე სიარულს, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ გარდა მოქნილობისა და ფიზიკური გაძლიერებისა, იმუნური სისტემა უმაღლდებათ, სტრესულ სიტუაციებს უფრო ადვილად უმკლავდებიან, გრძნობენ გონების გააქტიურებას, სიმშვიდეს – ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ დადებითი მხარეებისა, რაც იოგას შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.

რა სახის პრაქტიკებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ჯგუფური ვარჯიშების ფარგლებში ვთავაზობთ აშტანგას, ჰათჰას და დილის იოგას, რომელიც ფოკუსირებულია სხეულის გამოფხიზლებაზე, გაწელვებსა და ბალანსზე. გვაქვს ასევე ინდივიდუალური პროგრამები, რომელიც კონკრეტული პიროვნების საჭიროებების მიხედვით იკვრება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოჯახური იოგა, სადაც მოდიან დედა, მამა და შვილები კვირაში ერთხელ და ერთად ვარჯიშობენ.

რას ურჩევდით მათ, ვისაც იოგას პრაქტიკის დაწყება სურს?

პირველ რიგში, მივულოცავდი, რადგან უკიდეგანო და ამოუწურავი გამოწვევებისა და თავგადასავლების სამყაროში გადაწყვიტეს მოგზაურობის დაწყება. რჩევით კი ვურჩევდი, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ მოგზაურობის პროცესში. არ იდარდონ, თუ იდეალურად არ გამოსდით რომელიმე ასანა ან ასანები. დატკბნენ ყოველდღიური პროგრესითა და მიღწევებით.

ასევე გაეცანი

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025
#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ
Health & Beauty

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025
იცოდით?
Health & Beauty

იცოდით?

August 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

June 3, 2022
#OK! დახვეწილი სამკაულები DUCHI-სგან

#OK! დახვეწილი სამკაულები DUCHI-სგან

September 18, 2021
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021
#OK! ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

#OK! ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

June 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

#OK! როგორ ინარჩუნებენ ცნობილი მილენიალები ახალგაზრდულ იერსახეს – რას ამბობენ მკვლევარები?

August 4, 2025
#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები