• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! ანევრიზმა და მისი მკურნალობის მეთოდები

December 30, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგთან, ნეიროინტერვენციონისტთან, მედიცინის დოქტორ ქეთევან მიქელაძესთან, რომელიც გვესაუბრა, თუ რა არის ანევრიზმა და მისი მკურნალობის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“.

 

რა არის ანევრიზმა?

ანევრიზმა არის გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარღვის კედლის დეფექტის ადგილას გამოწვეული ცვლილება. არსებობს თანდაყოლილი ანევრიზმა, თუმცა მსგავსი ტიპის ანევრიზმა ძალიან იშვიათია. დაავადება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზების გავლენით ძირითადად დროთა განმავლობაში ვითარდება.

ანევრიზმა ეს არის დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვთა სისტემაში ვითარდება. ის ძირითადად აორტისა და თავის ტვინის არტერიებში წარმოიქმნება. თავის ტვინს სისხლით ოთხი ძირითადი არტერია ამარაგებს, რომლებიც იტოტებიან და ტვინის ყველა უბნისკენ მიემართებიან. ანევრიზმის წარმოქმნა უმთავრესად ხდება სწორედ იმ უბნებში, სადაც ეს ოთხი არტერია ერთმანეთს უერთდება.

ანევრიზმის გასკდომის რისკს განსაზღვრავს ანევრიზმის განლაგება, ზომა და ფორმა. მაგალითად – საძილე არტერიის 3 მმ-იანი ანევრიზმის გასკდომის რისკი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ბაზილარული ანევრიზმის გასკდომის რისკი შეიძლება 5%-ს მიუახლოვდეს. 5 მმ-ზე პატარა ანევრიზმები არ წარმოადგენს რისკს, მათი გასკდომის პროცენტი 0.5-ზე ნაკლებია წელიწადში. საშიშად ანევრიზმა ითვლება, როცა ის 5 მმ-ზე დიდია და ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საჭიროა საოპერაციო ჩარევა.

 

როგორ ვლინდება ანევრიზმა?

ანევრიზმა, როგორც დაავადება, ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, რადგან მისგან გამოწვეული გამობერილობა მცირე ზომის არის და სიხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. ძირითად სიმპტომებად შესაძლებელია მივიჩნოთ შემდეგი: გუგის გაფართოება, თავის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, ნახევარი სახის დაბუჟება, მეტყველების გაუარესება, კოორდინაციისა და კონცენტრირების უნარის დაკარგვა.

 

რა რისკფაქტორები ახლავს თან ანევრიზმას?

რთულია ანევრიზმის გამომწვევი უშუალო მიზეზის დასახელება, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის. ამ ფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება მაგალითად: მოწევა – არაერთი კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანების უმეტესი ნაწილი არის მწეველი ან ისინი წარსულში იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები. ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის ის მავნე ნივთიერებები, რომელსაც თამბაქო შეიცავს და რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვის კედელს. ამასთან, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის, ეს არის – მაღალი არტერიული წნევა, ასევე ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს მემკვიდრეობაც. მემკვიდრეობის შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ რისკი შედარებით მცირეა, თუმცა თუ პირველი რიგის ნათესავია დაავადებული, მაგალითად, დედა, მამა ან და-ძმა, დაავადების განვითარების რისკი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია. ასევე, ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს ასაკიც. კერძოდ, ანევრიზმით ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ავადდებიან. ამასთან, ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის ნარკოტიკული საშუალებები და ასევე, სისხლძარღვის ტრავმული დაზიანებაც.

 

ანევრიზმის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ანევრიზმის მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს – ღია ქირურგიული და ენდოვასკულური. „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდი არსებობს. კერძოდ, მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი ირჩევა იმის მიხედვით, თუ რა უფრო ოპტიმალურია პაციენტისთვის.

ღია ქირურგია ტრეპანაციის გაკეთებას გულისხმობს, რომლის დროსაც ანევრიზმაზე იდება კლიფსი და ირთვება სისხლის მიმოქცევიდან.

ენდოვასკულური ანევრიზმების დახურვა ხდება ფეხის არტერიიდან, რომლის დროსაც სისხლძარღვის შიგნით ხდება მანიპულაცია და ანევრიზმის ტრეპანაციის გარეშე დახურვა. თუ ყველაფერი კარგად წავა, პაციენტი 2-3 დღე დარჩება კლინიკაში და შემდეგ ხდება მისი სახლში გაწერა.

 

 

რას გულისხმობს ენდოვასკულური ქირურგია?

ენდოვასკულური ქირურგია ეს არის სისხლძარღვთა ქირურგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სისხლძარღვთა დაავადებების სისხლძარღვშიდა ქირურგიული მეთოდით ანუ ინტერვასკულარულ მკურნალობას. ენდოვასკულური ქირურგია ჩამოყალიბდა, როგორც ახალი, სწრაფად განვითარებადი დარგი.

ზოგადად ადამიანების დიდი ნაწილისთვის ქირურგია ასოცირდება ჭრილობასთან, ქირურგიულ დანასთან, ნაკერებთან და ა.შ ენდოვასკულური ქირურგიის დროს პროცედურები ტრადიციული ქირურგიისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ არ ხდება ქსოვილების და თავის ქალის ძვლის გაკვეთა, გამორიცხულია რაიმე გარეგანი აგრესია ტვინის ქსოვილზე და, შესაბამისად, მისი დაზიანება.

რა უპირატესობები აქვს მკურნალობის ენდოვასკულურ მეთოდს?

ენდოვასკულური ქირურგიის უპირატესობებს წარმოადგენს სწრაფი ეფექტი. ამასთან, უმეტესწილად არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. ენდოვასკულური ქირურგიის დროს მალევე ხდება პაციენტის გაწერა და ამასთან, რეაბილიტაციის პერიოდიც შედარებით ხანმოკლეა. აღნიშნული მეთოდი გვაძლევს გართულებების გარეშე მოხუცი და მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტების ოპერირებისა და პოსტოპერაციული გართულებების მინიმუმამდე დაყვანილის შესაძლებლობას.

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კორსიკა – საფრანგეთის მარგალიტი

#OK! კორსიკა – საფრანგეთის მარგალიტი

August 4, 2021
#OK! პრინცი ჰარი ლონდონში ემოციური მიზეზით დაბრუნდა

#OK! პრინცი ჰარი ლონდონში ემოციური მიზეზით დაბრუნდა

June 26, 2021
#OK! ჰაიდი კლუმი ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად პრეტიჟულ რესტორანს, Nobu-ს ესტუმრა!

#OK! ჰაიდი კლუმი ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად პრეტიჟულ რესტორანს, Nobu-ს ესტუმრა!

May 10, 2021
#OK! სელენა გომეზი H2O Fagerholt-ის ორეულით და Louis Vuitton-ის ჩანთით!მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

#OK! სელენა გომეზი H2O Fagerholt-ის ორეულით და Louis Vuitton-ის ჩანთით!მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

July 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები