• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პარმენ ხვედელიძის პროფესიული გზა და ინტერესები…

December 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

 

 

„OK! ბათუმის“ სტუმარი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პარმენ ხვედელიძეა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება საზღვაოსნო სფეროს გაძლიერებასა და განვითარებას მიუძღვნა და აღნიშნული მიმართულებით დღემდე არაერთ პროფესიონალ კადრს უზრდის ქვეყანას. არის საზღვაო თემატიკაზე განხორციელებული არაერთი ანალიტიკური კვლევისა და გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის ავტორი. მიაჩნია, რომ მეზღვაურთა განათლებასა და მომზადებაში ქვეყანამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, რომელსაც მოვლა და მხარდაჭერა სჭირდება.

 

 

იყოთ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტრანსპორტის დოქტორი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – ნიშნავს?

 

დასახული მიზნების აღსრულებას…

 

რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების მთავარ ფორმულად?

დაუშრეტელ ენერგიას, არაფერს ვამბობ გარკვეულ ნიჭიერებაზე.

 

თქვენი თაოსნობით ბათუმში დაარსდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი – რა მომსახურებას უწევს ცენტრი აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

 

ჩვენს უნივერსიტეტში ახალგაზრდები საკმაოდ ხარისხიან განათლებას იღებენ. სასწავლებელი მათ პრაქტიკითა და დასაქმებით უზრუნველყოფს. წარმატებული სწავლების შემთხვევაში, გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ერთი სემესტრით, სრული დაფინანსებით სწავლობენ უცხოეთის ცნობილ საზღვაო უნვერსიტეტებში, იღებენ სტიპენდიას და ა.შ.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი და ბათუმელობა?

მიუხედავად მრავალი შესაძლებლობისა, მხოლოდ ბათუმია ჩემი საცხოვრებელი ქალაქი, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

 

შორეული ნაოსნობის არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდით, არაერთ ქვეყანაში გიმოგზაურიათ. თუ გახსენდებათ ქვეყანა ან ქალაქი, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია თქვენში?

 

მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა და საოცრებებიც მრავალი გააჩნია. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულ ქვეყანას წარმოადგენს ინდოეთი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციებით…

 

თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი…

ვიცხოვრო მართალი კაცის სახელით.

 

ოჯახი, მათგან მიღებული ემოციები…

ეს არის მოზღვავებული სიყვარულისა და სიამაყის განცდა…

 

რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებსაც მეზღვაურობა სურთ…

ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საზღვაო პროფესია თვითდამკვიდრების საუკეთესო არჩევანია.

 

წიგნს რომ წერდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, რას დაარქმევდით?

წიგნის წერას ჯერჯერობით არ ვაპირებ. თუ დავაპირე, სახელსაც მაშინ შევურჩევ…

 

გემით ვისთან ერთად იმოგზაურებდით დიდი სიამოვნებით?

გემით მოგზაურობა არ მიზიდავს, მაგრამ ავტომანქანით დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მეუღლესთან ერთად აშშ-სა და კანადაში.

 

ჰობი, რომლისადმი ინტერესიც არასდროს გაგნელებიათ?

რაც კაპიტნობას თავი დავანებე, ღვინოს ვწურავ, მეღვინეობამ ძალიან გამიტაცა.

როგორია პატრიოტიზმის თქვენეული აღქმა…

პატრიოტიზმის მრავალი გამოვლინება არსებობს. დღევანდელობაში აღნიშნულის ასახსნელად ყველაზე მეტად მრავალშვილიანობა მიმაჩნია.

 

ცხოვრება ჰგავს…

ოკეანეს – წყნარსა და მიმზიდველს, აბობოქრებულსა და სასტიკს…

 

რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად?

ჩემს დიდ ოჯახს, რომელსაც წარჩინებული და ჩემთვის საამაყო ადამიანები წარმოადგენენ.

 

თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებში შეიძლება ვინმემ ტრაბახის ნიშნები შეამჩნიოს და მართალიც იქნება. მე, როგორც წარმოშობით იმერელს, მაქვს ეს „ნაკლი“. ტრაბახი ჩემი მიგნებით ემოციურად გამოთქმულ სიმართლეს წარმოადგენს.

 

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

 

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 40+ ქალის ცხოვრების ახალი ეტაპი  ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

#OK! 40+ ქალის ცხოვრების ახალი ეტაპი ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

July 15, 2025
#OK! Greenwood Hotel  შენი იდეალური დასვენებისთვის

#OK! Greenwood Hotel შენი იდეალური დასვენებისთვის

July 17, 2025
#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელის კომფორტული და გემოვნებიანი იმიჯი!

#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელის კომფორტული და გემოვნებიანი იმიჯი!

June 10, 2021
#OK! მოწვეული რედაქტორის რჩეული წიგნები

#OK! მოწვეული რედაქტორის რჩეული წიგნები

August 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი

#OK! კაი ტრამპი – როგორ ცხოვრობს დონალდ ტრამპის საყვარელი შვილიშვილი

November 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები