• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სამისა – არჩევანი შენი კომფორტისა და თავდაჯერებულობისათვის

December 3, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მიიჩნევა, რომ თუ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, თუ ცდილობ შექმნა რაღაც განსხვავებული და საინტერესო, აუცილებლად შეძლებ წარმატების გზით სიარულს, სხვებისთვისაც გახდები შრომისა და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი. წინ არაერთი გეგმა აქვთ, ცდილობენ საკუთარი ბრენდი კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს გააცნონ და ერთობლივი იდეებით წინ და წინ მიიწევენ, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ბრენდის შექმნის დღიდან, დღემდე მათ მიმართ მომხმარებელთა დადებითი შეფასებები იზრდება. „OK! ბათუმის“ სტუმრები ქართული ბრენდის „სამისა“-ს დამფუძნებლები მაია ბოლქვაძე და თეა ხელაძე არიან, მეგობრები, რომელებმაც იდეას ფრთები შეასხეს და კონკურენტუნარიან ბაზარზე

თავიანთი ნიშა დაიმკვიდრეს.

 

როგორ შეიქმნა ბრენდი „სამისა“, როგორი იყო გზის დასაწყისი და განვითარების რა ეტაპი გაიარეთ დღემდე…

მაია: ბრენდი „სამისა“ 2017 წელს შეიქმნა. სამმა მეგობარმა და კურსელმა გავაერთიანეთ ჩვენი შესაძლებლობები, იდეები და დღემდე წინ და წინ მივიწევთ, ვძლიერდებით. სახელიც შესაბამისი მოვუფიქრეთ, თუმცა, უკვე ერთი წელია, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვხელმძღვანელობთ ბრენდს. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებისა, არ ვაპირებთ ბრენდისთვის სახელის გადარქმევას, რადგან მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ეს სახელი ამართლებს ჩვენს ბრძოლისუნარიანობას, მიზანს, რომ თუ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, აუცილებლად მიიღებ იმ შედეგს, რომლისკენაც ისწრაფვი.

რას მიიჩნევთ თქვენი ბრენდის წარმატების ფორმულად?

თეა: წარმატების ძირითადი ძალა ჩვენს ინდივიდუალიზმსა და ხარისხშია, როგორც დიზაინის, ასევე შესრულების კუთხით.

 

 

 

 

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გააკეთონ ადამიანებმა არჩევანი „სამისაზე“, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

მაია: ძალიან ბევრი ბრენდი და ქართული ნაწარმია დღეს საქართველოში. ყველას თავისი სტილი და თვისებები აქვს. თუმცა ჩვენ სხვებისგან ის გამოგვარჩევს, რომ არასოდეს ვიმეორებთ ერთსადა იმავე მოდელს. თუ მომხმარებელი ჩვენი ბრენდის, „სამისას“ სამოსს შეიძენს, ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მას ექნება ეს კონკრეტული დიზაინის მოდელი და ანალოგიური ლუქით არავის შეხვდება ქუჩაში.

თეა: ნამდვილად, ჩვენ სხვებისგან სწორედ აღნიშნული გამოგვარჩევს და ამასთანავე, დამუშავებისა და შესრულების მაღალი ხარისხი. რასაც ჩვენთან მოსული მომხმარებელი ყოველთვის აღნიშნავს. მათი შეფასებები კი გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, უფრო წინ წავიდეთ, განვვითარდეთ. გვიყვარს რთული კონსტრუქციები და სირთულეებთან მუშაობა.

შეძელით და კონკურენტუნარიან ბაზარზე დაიმკვიდრეთ თავი, მაინც რა არის საჭირო ნდობის მოსაპოვებლად…

მაია: ნდობის მოსაპოვებლად ყველაზე მეტად სწორად შერჩეული დიზაინი და კონსტრუქციულად სწორად დამუშავებული ნაწარმია. ჩვენთან მოსული მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ მოვუსმენთ, ასევე შევთავაზებთ ჩვენს ვერსიას, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მისთვის სასურველ შედეგს ვიღებთ.

 

სამოსის შექმნისას რა ხდება თქვენთვის ინსპირაცია…

თეა: ინსპირაცია ერთმანეთთან ჩვენი კომუნიკაციაა და ასევე ის ქსოვილი, რაზეც იმ მომენტში გვინდა ვიმუშაოთ.

მოგვიყევით მუშაობის თქვენეულ სპეციფიკასა და პრინციპებზე…

მაია: როდესაც ვიწყებთ ახალ კოლექციაზე მუშაობას, ერთმანეთს ყოველთვის ვუზიარებთ იდეებს და ჩანახაზებსაც ერთად ვაკეთებთ. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ხშირ შემთხვევაში უსიტყვოდაც კი.

თეა: ნამდვილად, ყველაზე მთავარი საქმეში ის კომფორტია, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. სწორედ ეს გვიწყობს ხელს საქმეების სწორად გადანაწილებასა და შესრულებაში. პირველ რიგში, ვცდილობთ თითოეული მომდევნო დღე წინასწარ დავგეგმოთ.

რომელ ცნობილ ქალ ვარსკვლავს ისურვებდით თქვენი ბრენდის სახედ?

მაია: ჩვენი ბრენდის სამოსი ბევრ ცნობილ ქართველს ამშვენებს და ძალიან გვიჭირს კონკრეტულად ვინმე დავასახელოთ. ვფიქრობ, ყველა გემოვნების ქალბატონზეა გათვლილი ჩვენი ხაზი, ასევე ყველა ასაკის ადამიანზე. მნიშვნელოვანი არა ცნობადობა, არამედ ის არის, რომ ჩვენს შექმნილ სამოსში კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ყველაზე დიდ ბედნიერებას ის გვანიჭებს, როცა ადამიანი ჩაიცვამს ჩვენს კაბას და ძალიან უხდება, ბედნიერია.

რამდენად გემოვნებიანი მომხმარებელი ჰყავს ბათუმს…

მაია: ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი, ერთგული მომხმარებელი გვყავს ბათუმში. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული ადამიანის სილუეტზე სწორად შერჩეული მოდელია. არ არის მთავარი რა არის მოდაში, მთავარი ის არის, რაც შენს ფორმებსა და სილუეტს მოუხდება და უკეთ წარმოაჩენს.

ემოციები, რომელსაც კმაყოფილი მომხმარებლებისგან იღებთ…

თეა: ჩვენი შრომა ყველაზე მეტად კმაყოფილი მომხმარებლის გულახდილი ემოციებით ფასდება. ყველაზე დიდი ადრენალინი და სტიმული სწორედ ეს არის. ძალიან გვიხარია, რომ ეს ემოცია ყოველდღიურად და ტრადიციულად მიმდინარეობს ბრენდის შექმნის პირველი დღიდან დღემდე.

სიახლე, გეგმები, რომელიც „სამისას“ უკავშირდება…

მაია: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ბათუმელები არიან. რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმში გვაქვს შოურუმი. თუმცა, სამომავლოდ გვაქვს სხვა გეგმებიც, რაზეც ჯერჯერობით საუბარი ადრეა…

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! EVENT COMPANY – WEDDING IN BATUMI – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

#OK! EVENT COMPANY – WEDDING IN BATUMI – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

October 20, 2024
#OK! Coachella-ს ჰედლაინერები 2022 წელს ქანიე “იე” უესტი, ბილი აილიში და ჰარი სტაილსი იქნებიან

#OK! Coachella-ს ჰედლაინერები 2022 წელს ქანიე “იე” უესტი, ბილი აილიში და ჰარი სტაილსი იქნებიან

January 14, 2022
#OK! ყველა ქალს აქვს სუპერძალა, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ

#OK! ყველა ქალს აქვს სუპერძალა, მთავარია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და აღმოვაჩინოთ

March 6, 2023
 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

June 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

June 27, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები