• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დემეტრე (დემე) ზოიძის Story…

December 2, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

„OK! ბათუმი“-ს სტუმარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, ინფლუენსერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა დემეტრე დემე ზოიძეა, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია ახლის შესწავლაზე და მიიჩნევს, რომ, თუ ადამიანს რაღაც გულით სურს, აუცილებლად მიაღწევს საწადელს, რადგან შეუძლებელი არაფერია. ამბობს, რომ მაყურებელთან ურთიერთობა სულ სხვა ემოციებითა და ადრენალინით ავსებს, მუდმივად ცდილობს პოზიტიური განწყობები შეუქმნას მათ. რომელი კადრი არ დაავიწყდება არასოდეს, როგორია პირდაპირ ეთერში მუშაობის ემოციები, როგორც ინფლუენსერი, რა კონტენტს სთავაზობს საზოგადოებას და ვისთან ერთად იცეკვებდა ბათუმის წვიმაში ტანგოს – წაიკითხეთ „OK! ბათუმის“ ინტერვიუ დემეტრე დემე ზოიძესთან.

 

ყოველთვის მჯერა..

თუ გულით სიყვარულსა და სიკეთეს დაატარებ – გასცემ, სამყარო ორმაგად მეტ დადებით ემოციას, გრძნობას გიბრუნებს და სხვების ცხოვრებასაც აფერადებ.

 

22 წლის ასაკში საკმაოდ დიდი გამოწვევაა იყო დილის გადაცემის წამყვანი.. თქვენთვის რა ემოციებთანაა დაკავშირებული ტელევიზია…

ზოგადად, დილის გადაცემის წამყვანობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. სირთულეები ყველაფერს ახლავს, მაგრამ როცა შენი საქმე გულით გიყვარს, ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შედეგზე ხარ ორიენტირებული. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მაყურებელი სასიამოვნო ემოციებით იყოს სავსე, დარჩეს რაღაც ისეთი, რაზეც წამით მაინც დაფიქრდება, გაიგებს სიახლეს და იქნება კმაყოფილი გადაცემის ნახვის შემდეგ. ჩემთვის ტელევიზია მეორე სახლია, ჩემი ყოველდღიურობა და მრავალფეროვან ემოციათა ერთობაა.

 

კადრი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

ჩართვა, როდესაც პირდაპირ ეთერში ხიდიდან ტანსაცმლით გადავეშვი. ეს ჩართვა, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, თუმცაღა, არასოდეს მავიწყდება ის დადებითი ემოცია, რაც იმ ჩართვას მოჰყვა.

 

 

მაყურებლის ნდობა რომ მოიპოვო, საჭიროა…

გულწრფელობა – ეს არის გასაღები, რომელიც ამ სამყაროში ნდობას მოგაპოვებინებს. არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც შენ ირგვლივ ტრიალებს.

 

მრავალმხრივი შესაძლებლობებით გამოირჩევით. უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, სრიალებთ ყინულზე, ცეკვავთ, მღერით. უფრო კონკრეტულად მოგვიყევით თქვენს გატაცებებზე, რომელსაც სიამოვნებით უთმობთ დროს…

ჩამოთვლილთაგან ყველა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს – ამ აქტივობების ერთობლიობა კი ქმნის დემეს.

 

რომელ მომღერალთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას…

სტივი უანდერთან. მას სხვადასხვა სახის მუსიკა იზიდავს, ერთი ხმითა და ტონალობით მღერაზე უარს ამბობდა. სოულის, ფანკის, როკ-ენ-როლის, ჯაზის, რეგისა და აფრიკული ელემენტების უბადლო მცოდნეა.

 

ბედნიერი ვარ, როცა…

სხვას ვაბედნიერებ და დადებითი ემოციებით ვავსებ.

 

ბათუმი თქვენთვის…

ბათუმი ჩემთვის ურთიერთობაა: „თუ შეგიყვარა, სულსაც გაატან და თუ

დასჭირდა, თავს გაიმეტებ…“ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ… უსმინონ გულის ხმას, აუცილებლად სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და იბრძოლონ თავიანთი ოცნებებისთვის.

 

მხოლოდ ერთი სიმღერა რომ დაწერილიყო, ის იქნებოდა…

სტივი უანდერის Isn’t she lovely!

 

მოტივაციის წყარო…

ჩემი შინაგანი ხმა…

 

მიზანი…

მოძრაობა სულ წინ და წინ…

 

თუ გაქვთ ბათუმში საყვარელი ადგილები, სადაც მეგობრები ხშირად იკრიბებით…

ძველი ბათუმი.

 

 

შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

როცა სტუდენტი გავხდი და ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

 

ნიჭი, რომელსაც გსურთ ფლობდეთ…

იქნებ ნიჭიც გამომუშავებადია?! ადამიანს რაც სურს ყველაფერს შეუძლია მიაღწიოს საკუთრი შრომით.

 

ყავა თუ ლუდი

ყავა.

 

სიყვარულია, როცა…

როცა ურთიერთგაგებაა.

 

ვისთან ერთად იცეკვებდი ბათუმის წვიმაში ტანგოს…

ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვცეკვავ ბათუმის წვიმიან ქუჩებში და ჩემი ტიკტოკის პლატფორმაზე არაერთი ვიდეო მაქვს ატვირთული.

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

December 4, 2023
#OK! ბუბა კიკაბიძე და ირინა ქებაძე – სიყვარულის ისტორია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა

#OK! ბუბა კიკაბიძე და ირინა ქებაძე – სიყვარულის ისტორია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა

January 19, 2023
#OK! „მეუღლე არ მყავს!“ – ალექსანდრა პაიჭაძე პირად ურთიერთობაზე საუბრობს!

#OK! „მეუღლე არ მყავს!“ – ალექსანდრა პაიჭაძე პირად ურთიერთობაზე საუბრობს!

September 8, 2023
#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

November 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

August 6, 2025
#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური

#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური

August 8, 2025
#OK! მსოფლიოს  8 ზღაპრული სოფელი

#OK! მსოფლიოს 8 ზღაპრული სოფელი

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები