• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! გაიფერადე განწყობა „დარის“ თაიგულით

November 16, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„დარი“ გაჟღერებისთანავე სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ადამიანში. სწორედ ასეთია ყვავილებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარების სალონი „დარი“, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა და უკვე შეაყვარა საზოგადოებას თავი. რა მომსახურებებს სთავაზობს საზოგადოებას, როგორია კონცეფცია და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დამფუძნებლებს, ანა და თამარ მალუტაშვილებს ვესაუბრეთ.

 

უპირველესად გაგვაცანით რამდენი ხანია გაიხსნა და საიდან გაჩნდა „დარის“ დაფუძნების იდეა? რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ყვავილების სალონის გახსნის იდეა რამდენიმე წელი გვქონდა მე და ჩემს დას, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გამო ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა სისრულეში მოგვეყვანა, აქტიურად დავიწყეთ იმ საკითხზე მუშაობა, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი მიმართულება, კონცეფცია, რა იქნებოდა ჩვენი უპირატესობა და რატომ აირჩევდა მომხმარებელი „დარს“. მუშაობის პროცესში ჩვენივე გამოცდილებით მივედით იმ აზრამდე, რომ კარგი იქნებოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც ჩვენი სტუმარი მარტივად შეძლებდა შეერჩია ყველაფერი, რომ წასულიყო დაბადების დღეზე, სტუმრად, გაეხარებინა საყვარელი ადამიანი ან თუნდაც საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ხელნაკეთი ნივთები, სადღესასწაულო აქსესუარები და ღვინო. ეს იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ჩვენც გვქონია სურვილი მივსულიყავით ერთ კონკრეტულ სივრცეში, სადაც შევარჩევდით ყველაფერს, – ყვავილებს, ბუშტებს, ღვინოს, საჩუქარს და არ მოგვიწევდა თითოეულისათვის სხვადასხვა ლოკაციაზე სიარული. ჩვენთან მოსვლის შემდეგ ადამიანს ეძლევა იმის საშუალება, რომ ერთ სივრცეში შეარჩიოს, შეიძინოს და გაახაროს საყვარელი ადამიანი. ჩვენს სალონში მოსულ სტუმარს შეუძლია შეიძინოს ქოთნის ყვავილებიც.

გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ წვეულებების გაფორმებას, სხვადასხვა სივრცის მოწყობას დღესასწაულებისთვის, ასევე ვმუშაობთ კორპორაციულ შეკვეთებზე.

 

რა იყო შემდეგი ეტაპი?

შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა ტიპის საჩუქრები უნდა ყოფილიყო ჩვენთან, ეს იქნებოდა სტანდარტული შეთავაზებები, რასაც ყველა მაღაზიაში შეიძენ, თუ განსხვავებული. მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად სიახლე უნდა შეგვეტანა ჩვენს იდეაში, ამიტომ შევარჩიეთ ხელნაკეთი ნივთები. რამდენიმე ქართველმა ოსტატმა საკუთარი პროდუქცია მოგვიტანა და განათავსა ჩვენს მაღაზიაში. ასევე შევარჩიეთ ღვინოც, გვსურდა ყოფილიყო განსხვავებული, მცირე მარნების, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდებით და დააგემოვნებთ. იდეისა და კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ინტერიერზე, საბოლოოდ ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენით, რაშიც ოჯახის სხვა წევრებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

რატომ „დარი“?

ჩამოვაყალიბეთ იდეა, კონცეფცია, ვიცოდით სალონის ადგილმდებარეობაც, ფაქტობრივად, ყველაფერი დავგეგმეთ გარდა ერთისა – რა სახელი დაგვერქმია. მთელი ოჯახი, სამეგობრო და გარშემო მყოფები ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. გვსურდა ყოფილიყო ქართული, ლაკონიური, მარტივად დასამახსოვრებელი, ლამაზად წარმოსათქმელი. დიდი ხანი ვფიქრობდით სახელზე. ერთ საღამოსაც კვლავ ამ საკითხის განხილვისას ჩემმა დისშვილმა – ნიკომ, რომელიც დასაძინებლად ემზადებოდა, შემოგვძახა, რომ ჰქონდა იდეა და გააჟღერა – „დარი“. როდესაც ვკითხეთ, საიდან გაუჩნდა იდეა, აგვიხსნა, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს, მიუხედავად ამინდისა, განცდა უნდა შექმნოდათ, რომ სალონში იყო დარი, მზიანი დღე და ჩვენს თაიგულებს მოეტანა ისეთი ემოციები, როგორიც მოაქვს დარიან ამინდს.

 

როგორ შეგვიძლია თქვენთან წარმოდგენილი ყვავილების შეძენა?

თაიგულების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, ჩვენი ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდების მეშვეობით. ძალიან მალე გვექნება ვებგვერდი, სადაც ასევე შეძლებთ შეკვეთის განთავსებას, თაიგულების, ჩვენთან წარმოდგენილი ნივთების არჩევასა და შეძენას.

 

მიწოდების სერვისი გაქვთ?

ჩვენი სალონი მომხმარებლებს სთავაზოვს მიწოდების სერვისსაც არა მხოლოდ თაიგულებზე, არამედ ყველა იმ პროდუქტზე, რაც წარმოდგენილია ჩვენს სალონში.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ პატარა კაფე რამდენიმე მაგიდით, ჩაით, ყავითა და ტკბილეულით. ამასთან დაკავშირებით სურვილი ჩვენმა მომხმარებლებმა თავად გამოთქვეს, ამიტომ აუცილებლად განვახორციელებთ ამ იდეას.

 

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Louis Vuitton-ის 2022 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

#OK! Louis Vuitton-ის 2022 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

June 25, 2021
#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გრანდიოზული ფინალი!

#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გრანდიოზული ფინალი!

February 9, 2024
#OK! ლუსი ჰეილი Harper’s BAZAAR Vietnam-ისთვის

#OK! ლუსი ჰეილი Harper’s BAZAAR Vietnam-ისთვის

June 14, 2022
OK! Breaking News – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოჩნდნენ

OK! Breaking News – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოჩნდნენ

May 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

January 22, 2026
#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

January 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები