• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფილტვის კიბო – ინტერვიუ დავით გიორგაძესთან

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. ფილტვის კიბო გამოირჩევა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT სკრინინგია, რომლის ჩატარებაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ განსაკუთრებული ფასდაკლებით – 270 ლარის ნაცვლად 90 ლარადაა შესაძლებელი. აღნიშნული ფასდაკლება მთელი ნოემბრი იქნება ხელმისაწვდომი და მისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფილტვის კიბოს სკრინინგი? და რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ? – ჟურნალ OK-ის კითხვებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიისა და ონკოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა დავით გიორგაძემ უპასუხა.

 

რა არის ფილტვის კიბო?

ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. მწეველი ადამიანები ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. თუმცა ფილტვის კიბო შესაძლოა აღმოაჩნდეთ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც არასდროს მოუხმარია თამბაქო. ფილტვის კიბოს რისკი იზრდება თამბაქოს მოხმარების ხანგრძლივობისა და სიხშირის ზრდასთან ერთად – რაც უფრო დიდხანს და მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია შესაძლებლობა, რომ მას ფილტვის კიბო განუვითარდეს. შესაბამისად, ფილტვის კიბოს რისკების შემცირება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით არის შესაძლებელი, მიუხედავად თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილებისა.

 

რა რისკ-ფაქტორები ახლავს ფილტვის კიბოს?

ფილტვის კიბოს რამდენიმე რისკ-ფაქტორი ახლავს, რომელთა შორის ზოგიერთის გაკონტროლება შესაძლებელია, მაგალითად, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, მაგალითად, გენეტიკური დატვირთვა.

 

 

როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ფილტვის კიბო არის ყველაზე ვერაგი ავთვისებიანი სიმსივნე, რადგან ის იმ სტადიაში ვლინდება, როდესაც მისი მკურნალობის საშუალებები თითქმის ამოწურულია. სწორედ ამიტომ ადამიანებმა, ვისაც გააჩნიათ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი, უნდა ჩაიტარონ ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT სკანირება. ამ ტიპის სკრინინგი სჭირდებათ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ რაიმე ტიპის ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არიან 50+ წლის და აქვთ თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება.

იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის რაიმე საფუძველი, ტარდება სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლის საშუალებითაც ხდება კიბოს უჯრედებზე დაკვირვება და მათი მდგომარეობის შესწავლა. ასეთი ტესტი შესაძლოა იყოს: რადიოლოგიური კვლევები, ნახველის ციტოლოგია, ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება).

ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მისი სტადიის შესწავლის შემდეგ, ექიმმა უნდა შეიმუშაოს მკურნალობის ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი საშუალება. მკურნალობის მეთოდის შესახებ გადაწყვეტილებას კი ვიღებთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, სიმსივნის სტადიისა და პაციენტის პრეფერენციებიდან გამომდინარე. ქირურგიული მკურნალობის პროცესში ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მოიცავს ონკოლოგებს, პულმუნოლოგებს, რადიოლოგებს, გულმკერდის ქირურგებს და სხვა სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ქირურგიული მკურნალობის დროს, ქირურგი მოაშორებს კიბოს ჯანსაღი ქსოვილის ნაწილს. ქირურგიულ პროცედურასთან ერთად, შესაძლებელია, პაციენტს დასჭირდეს ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. თერაპიული პროცედურები შესაძლოა დაინიშნოს ოპერაციამდე, კიბოს შემცირების მიზნით; ან – ოპერაციის შემდეგ, კიბოს განმეორების თავიდან ასაცილებლად.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული სკრინინგი?

ფილტვის კიბოს მკურნალობის შედეგიანობის გაზრდა დამოკიდებულია მის ადრეულ სტადიაში გამოვლენაზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემაზე ცნობიერების გაზრდა და ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ დროული სკრინინგი. სასურველია გაიაროთ ფილტვის კიბოს სკრინინგი თუ: ხართ 50+ ასაკის, ხართ თამბაქოს მომხმარებელი, ამჟამად აღარ მოიხმართ თამბაქოს, მაგრამ შეწყვიტეთ მოხმარება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ამჟამად არ გაქვთ ფილტვის კიბოს რაიმე ნიშნები ან არ გაწუხებთ ფილტვის კიბოს სიმპტომები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! CNN-მა თბილისი „ჯადოსნური საშობაო“ ევროპული ქალაქების სიაში დაასახელა!

#OK! CNN-მა თბილისი „ჯადოსნური საშობაო“ ევროპული ქალაქების სიაში დაასახელა!

December 9, 2023
#OK! იმან ჰამამი იაპონური Vogue-ის მაისის ნომრის ყდაზე

#OK! იმან ჰამამი იაპონური Vogue-ის მაისის ნომრის ყდაზე

March 24, 2021
#OK! სოფი ეცადაშვილი – ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაული განსხვავებული ხასიათით

#OK! სოფი ეცადაშვილი – ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაული განსხვავებული ხასიათით

March 17, 2025
#OK! ირინა შეიკი და რიკარდო ტიში Palais De Tokyo-ში გამართულ გამოფენას დაესწრნენ

#OK! ირინა შეიკი და რიკარდო ტიში Palais De Tokyo-ში გამართულ გამოფენას დაესწრნენ

October 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK! კვარას “პსჟ”  მეოთხედფინალშია

#OK! კვარას “პსჟ” მეოთხედფინალშია

June 30, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები