• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! სქოლიოზი ბავშვებში – ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგთან

October 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

სქოლიოზი ეწოდება ხერხემლის სვეტის ფრონტალურ სიბრტყეში გადახრას. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებში. თუ რა იწვევს მას და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, ამ და სხვა კითხვას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ხერხემლის ქირურგმა ტრისტან ნიშნიანიძემ უპასუხა.

 

რა იწვეს სქოლიოზს ბავშვებში?

ბავშვებში არსებობს სქოლიოზის რამდენიმე ვარიანტი. ესაა სინდრომული სქოლიოზი, თანდაყოლილი სქოლიოზი და იდიოპათიური სქოლიოზი. პირველ ორს აქვს გამომწვევი მიზეზები, სინდრომული სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს რაიმე სისტემური დაავადებები, მაგალითად, როგორიცაა ცერებრალური დამბლა, მარფანის სინდრომი და სხვ. ხოლო თანდაყოლილი სქოლიოზის გამომწვევი მიზეზია ხერხემლის ცენტრში არსებული ძვლოვანი პათოლოგია. აღსანიშნავია, რომ მოზარდებში საერთო სქოლიოზების 80% არის იდიოპათიური, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ სქოლიოზს გამომწვევი მიზეზი არ აქვს.

 

ძირითადად რა ასაკში ხდება ამ პრობლემის აღმოჩენა, როდის მოგმართავენ?

იდიოპათიური სქოლიოზის მანიფესტაცია ხდება გარდატეხის ასაკში, პუბერტატიულ პერიოდში, მაშინ როდესაც ბავშვები სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში, გოგოებში დაახლოებით 9-10 წლიდან იწყება და გრძელდება 12 წლამდე, ხოლო ბიჭებში უფრო გვიან და დაახლოებით 14 წლამდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა არ გამოეპაროთ სქოლიოზის პირველი ნიშნები.

 

რას ურჩევთ მშობლებს, რა სიმპტომებს უნდა დააკვირდნენ?

მშობლებს ვურჩევ, დააკვირდნენ ზურგის მდგომარეობას, ბეჭის ძვლების დგომას, თეძოს ძვლების სიმეტრიას, არის თუ არა ასიმეტრია გამოხატული ზურგზე. ასევე შეგიძლიათ ე.წ. ადამსის ტესტი გააკეთებინოთ თქვენს ბავშვს – წინ უნდა გადაიხაროს, თუ აღენიშნება ერთ მხარეს (მარჯვნივ ძირითადად) ამოწეულია და მარცხენა კი ჩავარდნილი, ასევე ხერხემლის სვეტის გარკვეული დეფორმაცია, მაშინ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და საჭიროებს ექიმთან ვიზიტს.

 

 

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? მკურნალობა?

დიაგნოზის დასმა ხდება რენტგენოლოგიური კვლევით, რის შედეგადაც განისაზღვრება სქოლიოზის რა ხარისხთან გვაქვს საქმე, მსუბუქ, საშუალო თუ მძიმე ხარისხთან. გადახრის კუთხე იზომება ე.წ კობის მეთოდით. ამ ყველაფრის შემდეგ კი იწყება მკურნალობა. თუ მსუბუქი ფორმაა, როცა გამრუდების კუთხე 10-20 გრადუსია, მაშინ რეკომენდებულია ცურვა, ვარჯიში, მასაჟები, რამაც შეიძლება გაამაგროს ზურგის კუნთები; თუ ლაპარაკია საშუალო ფორმაზე, როცა გამრუდების კუთხე 20-დან 45 გრადუსამდეა, მაშინ აუცილებელია კორსეტით მკურნალობა, ინდივიდუალური, სპეციალური პლასტმასის კორსეტი უნდა იქნეს დამზადებული. მძიმე ტიპის სქოლიოზი კი საჭიროებს ოპერაციას.

 

რა დროს არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?

ქირურგიული ჩარევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა გამრუდების კუთხე აღემატება 45 გრადუსს. 45 გრადუსის მერე გამრუდების კუთხე ნიშნავს იმას, რომ ბიომექანიკურად ხერხემალს უკვე პრობლემა აქვს და შესაბამისად, ის ექვემდებარება კორექციას. ამიტომ 45 გრადუსის მერე ოპერაციული ჩარევა არის ჩვენება.

 

რამდენად მნიშნელოვანია ფიზიკური აქტივობა და რა ტიპის აქტივობებს ურჩევთ?

ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშნველოვანია ხერხემლისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირდაპირ კავშირშია კუნთების გაძლიერებასთან, პარავერტებრალური კუნთების სიძლიერე განაპირობებს ხერხემლის სწორ პოზიციონირებას და შესაბამისად, ტკივილის თავიდან არიდებას.

კონკრეტულად რთულია ჩამოთვლა, მაგრამ ცურვა, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპროტად შეიძლება ჩაითვალოს ხერხემლისთვის, თუმცა მოზარდისთვის ნებისმიერი სპორტული აქტივობა დასაშვებია და არ წარმოადგენს უკუჩვენებას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამის საშუალებით ყველაზე დიდ თანხას გამოიმუშავებენ

#OK! ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამის საშუალებით ყველაზე დიდ თანხას გამოიმუშავებენ

April 4, 2021
#OK! Girls Power: ქეით მოსისა და ნაომი კემპბელის 30-წლიანი მეგობრობა ფოტოებში

#OK! Girls Power: ქეით მოსისა და ნაომი კემპბელის 30-წლიანი მეგობრობა ფოტოებში

May 22, 2021
#OK! გამოსავალი არსებობს

#OK! გამოსავალი არსებობს

September 9, 2024
#OK! დღეს მეგან მარკლი 42 წლის გახდა – გავიხსენოთ 9 მოდური მომენტი, როდესაც მისი ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

#OK! დღეს მეგან მარკლი 42 წლის გახდა – გავიხსენოთ 9 მოდური მომენტი, როდესაც მისი ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

September 4, 2023

კვირის ჰიტები

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

June 28, 2025
#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები