• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! აღმოაჩინეთ საკუთარი ვარსკვლავი კოტეჯ „გალილეოს“ ფანჯრებიდან

August 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველოს ბუნება რომ საოცარია მისი თითოეული კუთხე-კუნჭულით, ყველას კარგად მოეხსენება, ერთ-ერთი გამორჩეული აბასთუმანი გახლავთ. ვიწრო ხეობაში გაჭრილი გზა, მთებში ჩაძირული „ოცხეს“ ხეობა ერთ-ერთი უნიკალურია. ამ უნიკალურობას ხაზს მისი ჰაერის გამჭვირვალობაც უსვამს. როგორც რომა რცხილაძე ამბობდა – „აბასთუმანში თვით ღმერთი ცხოვრობს“. აქ ჩამომსვლელი თითოეული ადამიანისთვის აბასთუმანი დაუვიწყარი ხდება. მას აქვს უნარი, ჩაგიხუტოს, გულში ჩაგიკრას, მიგიზიდოს და სამუდამოდ დაგატყვევოს.

კოტეჯების კომპლექსი „გალილეო“, რომელიც ბავშვობის მეგობრებმა, ლაშა ჭაღიაშვილმა და პავლე ზაზაშვილმა ააშენეს, მდებარეობს აბასთუმნის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას – არაზინდოში, დასახლების მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში.

პირველი ორი კოტეჯი 2022 წლიდან ფუნქციონირებს, წელს კი კიდევ ორი კოტეჯი დაემატა, რაზეც უფრო ვრცლად დამფუძნებლები პირადად გვიამბობენ.

 

იდეა საიდან გაგიჩნდათ, რომ კოტეჯი აგეშენებინათ?

როგორც აღვნიშნე, ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჯერ კიდევ მაშინ, ტყეში თამაშისას, საბავშვო ქოხებს ვაშენებდით – ეს ჩვენი ბავშვობის დროინდელი გატაცება იყო. და, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მოგვეცა საშუალება, ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია, აბასთუმანში ავარჩიეთ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა, რითაც ჩვენი ბავშვობის ოცნებას საფუძველი ჩავუყარეთ.

სერვისი, რომელსაც „კოტეჯი გალილეო“ ვიზიტორებს სთავაზობს.

კოტეჯ „გალილეოს“ მიერ შეთავაზებული მომსახურება კომფორტულია, მას თან ერწყმის ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელი სივრცე. ჩვენს სერვისში შედის აგრეთვე კვებით უზრუნველყოფა, სალაშქრო ტურები, ღამის ცაზე დაკვირვება სპეციალური ტელესკოპებით. ასევე, სტუმართა განკარგულებაშია ღია საცურაო აუზი.

 

სახელი როგორ შეარჩიეთ, რა ისტორია აქვს?

სახელ „გალილეოს“ რაც შეეხება, მეგობარმა მოგვაწოდა იდეა და ძალიან მოგვეწონა, რადგან იქაურ სივრცესთან კარგად ასოცირდება. თითოეულ კოტეჯს აქვს საძინებლის ჭერში მინა, საიდანაც საშუალება გეძლევათ აღმოაჩინოთ თქვენი საკუთარი ვარსკვლავი – გალილეო გალილეის მსგავსად.

რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია კოტეჯს?

ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს ოთხი კოტეჯი (სამი მათგანი ორსაძინებლიანია და ერთი – ერთსაძინებლიანი), რაც ერთდროულად 20 სტუმრის მიღების საშუალებას გვაძლევს.

რატომ უნდა ჩამოვიდეთ თქვენს კოტეჯში – რა არის განსაკუთრებული თქვენს სივრცეში?

კოტეჯებს აქვს იდეალური ადგილმდებარეობა – ხარ შუაგულ ტყეში, ფაქტობრივად, ზღაპარში ცხოვრობ. გარემო ეკოლოგიურად სუფთაა, ამავდროულად მარტივია მისასვლელად – სამანქანო მოასფალტებული გზიდან ფეხით სავალი 300 მეტრია. კოტეჯებს აქვს ყველა სახის კომუნიკაცია ცენტრალური გათბობის ჩათვლით, რაც ძალიან იშვიათია მსგავსი ადგილმდებარეობისთვის. თითოეული კოტეჯი არის დიდი ზომის, კომფორტული, კეთილმოწყობილი და, რაც მთავარია, ყველა მათგანიდან იშლება აბასთუმნის ულამაზესი ხედები. ღია აუზთან შესაძლებელია განსაკუთრებით ლამაზი მთის რუჯის მიღება.

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

გეგმები? გეგმები ბევრი გვაქვს. 2024 წელს პროექტი დასრულდება. მანამდე იგეგმება ახალი კოტეჯის მშენებლობა, ასევე დაემატება კვების ობიექტი და ბავშვთა გასართობი სივრცე. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, კიდევ უკეთესი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს დამსვენებლებს.

დამიჯერეთ, კოტეჯ „გალილეოში“ გატარებული თუნდაც ერთი ღამე ზღაპარივით გაალამაზებს თქვენს ცხოვრებას და დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

ასევე გაეცანი

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება
Travel

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება

October 8, 2024
#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის
Travel

#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

September 16, 2024
#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს
OK! News

#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს

August 12, 2024
#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
Gastro

#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

June 9, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! სკარლეტ იოჰანსონს მეორე შვილი შეეძინა: ახალშობილის სქესი და სახელი ცნობილია

#OK! სკარლეტ იოჰანსონს მეორე შვილი შეეძინა: ახალშობილის სქესი და სახელი ცნობილია

August 20, 2021
#OK! “ეს არის დაღლილი დედის სახე” – 42 წლის ადრიანა ლიმა პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს პასუხობს

#OK! “ეს არის დაღლილი დედის სახე” – 42 წლის ადრიანა ლიმა პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს პასუხობს

November 27, 2023
#OK! უკეთესი ხვალინდელი დღე – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR) და მისი გლობალური ზემოქმედება

#OK! უკეთესი ხვალინდელი დღე – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR) და მისი გლობალური ზემოქმედება

February 20, 2024
#OK! „იძულებული ვარ შევწყვიტო მუსიკალური აქტივობა“ – გიორგი ცაგარელის განცხადება

#OK! „იძულებული ვარ შევწყვიტო მუსიკალური აქტივობა“ – გიორგი ცაგარელის განცხადება

February 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

May 8, 2025
OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები