OK! Health and Beauty Book-ი ძალიან საინტერესო ბრენდის Hermosa-ს შესახებ გიამბობთ, რომელიც 2019 წლიდან გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე და ქართველი მომხმარებლის წინაშე სულ რამდენიმე თვეა, რაც წარდგა. კომპანია აერთიანებს 13 ბრენდს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სახის, ტანის, თმის ტიპის სტრუქტურაზე და ა.შ., რაც დაგეხმარებათ თქვენი რუტინის ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომავალში ბრენდების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს.
უპირველესად, გაგვაცანით ბრენდის დაფუძნების ისტორია. რამდენი ხანია, რაც Hermosa თბილისში გამოჩნდა?
Hermosa-ს შექმნის ისტორია 2019 წლიდან იწყება, ხოლო ბრენდის თბილისში შემოტანა 2023 წელს დავიწყეთ. ჩვენი თავდაპირველი მიზანი და სურვილი იყო, შეგვექმნა სასიამოვნო სივრცე, სადაც მომხმარებლები შეიძენენ საჭირო პროდუქტებს მათი ყოველდღიური რუტინისთვის.
სწორედ აქედან გამომდინარე, Hermosa-ში დაგხვდებათ პოზიტიური გარემო, სადაც იზრუნებენ თქვენი განწყობის შექმნაზე. რაც მთავარია, დაგეხმარებიან თქვენზე მორგებული რუტინის შექმნაში, რაც ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, მით უფრო, სწორად შედგენილი პროდუქტები, რომლებიც ზუსტად მოერგება თქვენი სახისა თუ ტანის, ასევე თმის ტიპის კანს, რათა გქონდეთ თვალსაჩინო შედეგი და თქვენი კანი და თმა ყოველთვის ბზინავდეს სიჯანსაღისგან.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?
Hermosa გთავაზობთ 13 ბრენდის პრუდუქციას სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ისლანდია, დანია და ა. შ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოებას ვთავაზობთ სახის, სხეულის, თმის, სახლის მოვლის საშუალებებს, ასევე, დეკორატიულ კოსმეტიკას, აქსესუარებსა და სუნამოებს. შინაური ცხოველების მოყვარულთათვის გვაქვს ძაღლის შამპუნები, ბავშვის ლოსიონები, აბაზანის ბომბები და ა.შ.
ჩვენი პროდუქცია უხდება ნებისმიერ სეგმენტს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.
ვინ არიან Hermosa-ს მომხმარებლები?
Hermosa-ს მომხმარებლები არიან როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები.
ჩვენთან წარმოდგენილია ნებისმიერი ბიუჯეტის პროდუქტები, რათა ყველა სეგმენტის მომხმარებელმა შეძლოს თავისი გემოვნების მიხედვით შეიძინოს ხარისხიანი პროდუქცია.
რა მასალისგან იქმნება პროდუქცია?
მინდა აღვნიშნო, რომ პროდუქციის უმრავლესობა ვეგანურია. ამ ბრენდებს აერთიანებს ის, რომ ყველა პროდუქტი არის ნატურალური, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა Hermosa-ს მომხმარებლებისთვის.
ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს და არცერთი პროდუქტი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, პროდუქციის უმრავლესობა არ შეიცავს სულფატებს.
პროდუქცია შეიცავს სკვალანს, წყალმცენარეებს, ხმელთაშუა ზღვის მარილს, 100%-იან ისლანდიურ ნატურალურ ბალახებს, ეთერულ ზეთებს და ა.შ. ასევე გვაქვს ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.
ჩვენ ვირჩევთ ისეთ პროდუქციას, რომლის ფილოსოფიაც ახლოსაა ბუნებასთან და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
რა ტიპის კანზეა გათვლილი Hermosa-ს პროდუქცია და როგორ უნდა შეარჩიოს და მოირგოს მომხმარებელმა?
Hermosa-ს პროდუქცია გათვლილია ყველა ტიპის კანზე. პროდუქტები უხდება როგორც ალერგიულ, ნაოჭებიან და ახალგაზრდა, ასევე პრობლემურ კანს. აქედან გამომდინარე, ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდაც.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კონსულტატები მაქსიმალურად დაგეხმარებიან თქვენთვის შესაფერისი პროდუქტების არჩევასა და მათ მორგებაში, რათა მიიღოთ სწორედ ის შედეგი, რომელსაც გსურთ, რომ სარკეში ყოველი ჩახედვისას ხედავდეთ. ისინი დიდი სიყვარულით დაგხვდებიან და კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ საკითხში.
უშუალოდ ბრენდებზე მოგვიყევით. რამდენად ცნობილია ისინი საქართველოში?
ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდები ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მათი საქართველოში შემოტანა დებიუტი იყო. ჩვენ ვართ ყველა ამ ბრენდის ექსკლუზიური შემომტანები და ჩვენი მთავარი მიზანია გავაცნოთ ისინი საზოგადოებას. მათ შორისაა:
Xiaomoxuan, RARE Paris, Giardino Magico, Salt & Stone, Humdakin, SACHAJUAN, Purity Herbs, Biancamore, Beauty Made Easy, Samer Khouzami, Biothal, Marble Lab, Laboratorium…
Hermosa არის მულტიბრენდული კომპანია, რომელიც აერთიანებს 13 უმსხვილეს ბრენდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან თავს იყრის სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორისაა როგორც სახის კანის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები, ასევე სახლისა და ძაღლის მოვლის პროდუქტები.
როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია გავზარდოთ ბრენდების რაოდენობა და ცნობადობა საქართველოში. ვგეგმავთ ფილიალების გახსნას და ბევრი სიურპრიზის გაკეთებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.