• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ნათია ნუცუბიძის ესთეტიკური ხედვა

July 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ტატიშვილის კლინიკის ესთეტიკური მიმართულების ხელმძღვანელს, დერმატო-კოსმეტოლოგ ნათია ნუცუბიძეს – საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალისტს სახისა და სხეულის მოვლისა და მოდელირების მიმართულებით.

ნათიას პროფესიონალიზმს განსაკუთრებით უსვამს ხაზს მის მიერ ექსკლუზიურად შემუშავებული მკურნალობის პროტოკოლები, რომლითაც ის ეფექტურად მართავს კოსმეტოლოგიური და პლასტიკური ქირურგიული ჩარევების შემდგომ დამდგარ გართულებებს პაციენტებში. რაშია ნათია ნუცუბიძის ესთეტიკური ხედვის და მეთოდოლოგიის საიდუმლო, ამაზე თავად დერმატო-კოსმეტოლოგთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

ნათია, სად გაქვთ მიღებული განათლება?

დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დერმატო-ვენეროლოგიის განხრით.

 

როდის დაინტერესდით ესთეტიკური მედიცინით?

გარკვეული პერიოდი საბერძნეთში ვცხოვრობდი. იქ ჩემი ოჯახის ახლობელი საქმიანობდა ამ სფეროში, მეც ვეხმარებოდი მას და სწორედ აქედან გამიჩნდა ინტერესი.

რამდენი წელია, რაც ამ სფეროში საქმიანობთ?

14 წელია ესთეტიკურ მედიცინაში ვარ და ვსაქმიანობ სხეულისა და სახის მოვლის, მოდელირების მიმართულებით. საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სხეულის მოვლის მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე აპარატურული პროცედურები დანერგა. შემდეგ დავიწყე აპარატურული პროცედურების გამოყენება სახის მოდელირებაშიც. დავეუფლე ინიექციურ კოსმეტოლოგიას და ამჟამად შემუშავებული მაქვს სახისა და სხეულის ფორმირების, მოვლის, მოდელირების აპარატურული და ინიექციური პროცედურების კომბინირებული, ჩემი სახელობითი პროტოკოლები, რომლის ეფექტურობასაც ის დიდი გამოცდილება განაპირობებს, რაც ამ წლების მანძილზე დამიგროვდა. აპარატურულთან ერთად, ცხადია, ვატარებ ყველანაირ ინიექციურ პროცედურას, ეს არის ფილერები, ბოტოქსი, ლიპოლიტიკები და სხვა.

 

როგორია პაციენტებთან მიდგომის თქვენეული პრინციპები?

პირველ რიგში, სწორად ვაფასებ ჩემთან მოსული ადამიანის პრობლემას და შემდეგ მის მოსაგვარებლად ინდივიდუალურად შევიმუშავებ კონკრეტული აპარატურული და ინიექციური პროცედურების კომპოზიციას, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიან შედეგს მოუტანს პაციენტს. ორივე მათგანი – აპარატურული და ინიექციური პროცედურები ვერ ჩაანაცვლებს ერთმანეთს, თითოეულს თავისებური მიზნები და მოქმედების სპეციფიკა აქვს, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, სწორად მოხდეს იმ კონკრეტულ პრობლემაზე მორგებული საჭირო პროცედურების განსაზღვრა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს სწორი მოლოდინი ჰქონდეს და ზუსტად იცოდეს, რა იქნება ამა თუ იმ პროცედურის შედეგი. მე აღდგენითი მედიცინის წარმომადგენელი ვარ, ჩემი საქმიანობის მთავარი პრინციპი უჯრედული აღდგენის კონცეფციას ემყარება და სწორედ ამ მთავარი პრინციპის გამოყენებით ვგეგმავ პროცედურებს, რომელიც მაქსიმალურ შედეგს იძლევა. უჯრედული ბიორეპარაცია, კუნთის სტიმულაცია იძლევა საშუალებას, მივიღოთ ბევრად ახალგაზრდა, მკვრივი და ლამაზი კანი და სხეული. აღდგენითი მედიცინის მეთოდოლოგია ჩემი საქმიანობის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალაა.

ნათია, ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშა ესთეტიკური და ქირურგიული გართულებების ეფექტიანად მართვაა. ხშირად გაკითხავენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული გართულებები სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების და მეტიც, პლასტიკური ქირურგიის შემდეგაც. ასეა?

დიახ, ჩემ მიერ წლების მანძილზე დაგროვილმა პრაქტიკამ მომცა იმის საშუალება, რომ აღდგენითი მედიცინის პრინციპების საფუძველზე, შემემუშავებინა ექსკლუზიური პროტოკოლები, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, დავეხმარო იმ პაციენტებს, რომელთაც პლასტიკური ქირურგიული და კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ რიგი გართულებები განუვითარდათ. ამგვარად წარმატებით ვმართავთ ისეთ არასასურველ პროცესებს, როგორიცაა რთული ნაწიბურები, ბოტოქსის შემდეგ გამოხატული ფტოზი, იშემიები, თრომბოზი, დამოკლებული კუნთი, ქსოვილის ნეკროზი და სხვა…

 

გაგვიმხილეთ, რა მეთოდით უმკლავდებით მსგავს გართულებებს?

საიდუმლო აპარატურული და ინიექციური მეთოდოლოგიის სწორი კომბინაციების შერჩევაშია, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს. ჩემს მიღწევად ვთვლი იმას, რომ ბოტულინოტოქსინის ინიექციების შემდეგ დამდგარ არასასურველ ფტოზს, რომელიც შესაძლოა 6 თვე, ერთი წელი ან სამუდამოდაც კი შეუნარჩუნდეს პაციენტს, ჩემი მეთოდოლოგიით 1-2 კვირაში ვაშორებ და პაციენტის კუნთი მალევე უბრუნდება საწყის, ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

 

რამდენად ხშირია გართულებების მართვაზე მომართვიანობა?

ძალიან ხშირია და სხვათა შორის, ჩემი კოლეგებიც, ექიმები, რომლებმაც იციან, რომ გართულებების მართვის დიდი გამოცდილება მაქვს, ხშირად მომმართავენ და გადმოამისამართებენ თავიანთ პაციენტებს ჩემთან. ვინაიდან, ამ მხრივ, საკმაოდ კარგი პრაქტიკა მაქვს, პაციენტებიც ნდობით მოდიან, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ზოგჯერ იქ, სადაც პლასტიკური ქირურგია გამოსავალს ვერ პოულობს, სწორედ აღდგენითი მედიცინა აგვარებს პრობლემას.

ძირითადად რომელ პროცედურებს მიმართავთ გართულებების მართვისას?

ჩემი ერთ-ერთი ნიშა და მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, საყვარელი პროცედურაა კარბოქსითერაპია, რომელიც დეტოქსისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე, ბევრნაირი გართულების მართვის საშუალებას იძლევა სხვა ინიექციურ პროცედურებთან კომბინაციაში. კარბოქსითერაპია ფართოდ გამოიყენება სახისა და სხეულის, ასევე, ვაგინალურ ესთეტიკურ მოდელირებაში და რამდენიმეწლიან გამაახალგაზრდავებელ ეფექტს იძლევა. დანერგილი მაქვს ასევე სხვა ექსკლუზიური პროცედურები, სადაც უმნიშვნელოვანესია აპარატურული და მედიკამენტოზური მკურნალობის ინდივიდუალური პროტოკოლის სწორი ტექნიკით გამოყენება.

 

ნათია, ზოგადად ყველაზე ხშირად რომელი პროცედურების ჩასატარებლად მოგმართავენ პაციენტები?

ფილერებზე, ბოტოქსზე, სახის ძაფებით აჭიმვის პროცედურაზე, ე.წ. FOX eyes ძალიან მოთხოვნადია, ასევე პოპულარობით სარგებლობს ტუჩების აუგმენტაციის (შევსების) ჩემი საავტორო ტექნიკა.

ძალიან მოთხოვნადია სხეულის ძერწვისა და დათხელების მიმართულებით ცხიმის დაშლის აპარატურული პროცედურები, რომლის საკმაოდ ფართო სპექტრს ვთავაზობ ჩემს პაციენტებს. სხეულის ფორმების მოდელირების დროს კი ეს აპარატურული ტექნიკა ტანის ფილერებთან კომბინაციაში გამოიყენება: პრობლემური ადგილებიდან ვიღებთ ცხიმს, ხოლო სადაც საჭიროა აუგმენტაცია, ვავსებთ ფილერით და ასე ვიღებთ იდეალურ სხეულს. მაგალითად, დუნდულა კუნთის შემთხვევაში სწორედ ეს მიდგომა გამოიყენება. სწორედ ამ კონკრეტული მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმყოფები ამჟამად ამერიკაში და აქ ვაგრძელებ სწავლას, რომ კიდევ უფრო გამდიდრებული ცოდნით დავუბრუნდე საქართველოში ჩემს პაციენტებს.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კლინიკა ,,Skin Code’’ პიგმენტური ლაქების, პოსტ-აკნე ნაწიბურებისა და კაპილარული ქსელის მოცილების უახლეს აპარატურულ მეთოდს გთავაზობთ

#OK! კლინიკა ,,Skin Code’’ პიგმენტური ლაქების, პოსტ-აკნე ნაწიბურებისა და კაპილარული ქსელის მოცილების უახლეს აპარატურულ მეთოდს გთავაზობთ

April 6, 2022
#OK! ჰელენ მაკკრორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ჰელენ მაკკრორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

April 16, 2021
#OK! მოდური დედა-შვილი: კიმ კარდაშიანისა და ნორთ უესტის უახლესი ფოტოები

#OK! მოდური დედა-შვილი: კიმ კარდაშიანისა და ნორთ უესტის უახლესი ფოტოები

September 29, 2022
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ბიბლიური ამბები?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ბიბლიური ამბები?

May 6, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები