• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! NEWPORT HOTEL KUTAISI – ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული თანამედროვე ქუთაისის სახე

June 14, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

Newport Hotel Kutaisi – საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა. იგი ქალაქის ცენტრში, კოლხურ შადრევანთან მდებარეობს და ტურისტული ვიზიტისთვის იდეალურ ლოკაციას წარმოადგენს, რადგან დამთვალიერებელს ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობის ფეხით მონახულება შეუძლია.

სასტუმრო „ნიუპორტის“ შენობა 1914 წელს აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ნიუპორტის გუნდმა Fortis Group-ის დიზაინერებთან ერთად, თითქმის დაშლილ შენობას პირვანდელი ისტორიული სახე დაუბრუნა და მას ახალი სიცოცხლე შესძინა. შესაბამისად, სასტუმროს გამორჩეული არქიტექტურის მქონე ცისფერ შენობას თავდაპირველადაც ზუსტად იგივე იერსახე ჰქონდა, როგორიც დღეს.

 სასტუმროში შესვლისთანავე დაგხვდებათ თანამედროვე ინტერიერი არტ-დეკო ელემენტებით. ძველსა და ახალს შორის კონტრასტის შექმნა გვსურდა, რაც ვფიქრობ, წარმატებით გამოგვივიდა. ინტერიერში ლურჯი, ვარდისფერი და კრემისფერი ტონები უხვადაა გამოყენებული. ასევე სხვადასხვა ფაქტურა, როგორიცაა ხე, ქვა, ხავერდი, მეტალი და სხვ.

საბოლოო ჯამში, ინტერიერი საინტერესო და, რაც მთავარია, მშვიდი, კომფორტული გამოვიდა, რასაც ჩვენი სტუმრები ხშირად აღნიშნავენ.

სასტუმროს სახელწოდება თვითონ ქუჩამ და გარემომ გვიკარნახა. შენობა ნიუპორტის ქუჩაზე მდებარეობს, ასევე ქუთაისი და ქალაქი ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი) 1991 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან. აქაც გვსურდა ისტორიულ ქუთაისსა და თანამედროვე ევროპულ ღირებულებებს შორის კონტრასტი ყოფილიყო.

 

ვფიქრობთ, Newport Hotel თანამედროვე, დღევანდელი ქუთაისის სახეა და, ამავდროულად, მის ისტორიულ ფესვებს ეფუძნება.

რაც შეეხება სასტუმროს შესახებ კონკრეტულ დეტალებს, სასტუმროში განთავსებულია 34 ნომერი – აქედან 2 ლუქსისა და 32 სტანდარტული ტიპის.

ნომრები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. სასტუმროს ტერასიდან კი ქალაქის საუცხოო ხედები იშლება.

სტუმრებს ასევე ვთავაზობთ ე. წ. რუმსერვისს, კონსიერჟისა და ბელბოის მომსახურებას, აეროპორტში დახვედრას და გაცილებას, 24-საათიან მიმღებს, უფასო პარკინგს, კონტინენტალურ საუზმეს, გიდის სერვისს და სხვა მრავალ ისეთ მომსახურებას, რომელიც სტუმრის ჩვენთან დარჩენას კომფორტულს ხდის.

ყველა სტუმარს ინდივიდუალურად ვუდგებით, რათა მათი ქუთაისში ვიზიტი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყოს. სასტუმროში ასევე განთავსებულია რესტორანი Café Newport, რომელიც უცხოელ და ქართველ ვიზიტორებს გემრიელი ქართული და ევროპული კერძებით უმასპინძლდება.

სასტუმროს არქიტექტურის, ლოკაციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხიდან გამომდინარე, სასტუმრო გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე. დაბალ სეზონზე საშუალო ფასი 75-80 დოლარია, ხოლო მაღალ სეზონზე – დაახლოებით 100 დოლარი.

სასტუმრო 2021 წლის ივლისში გაიხსნა და კოვიდპანდემიის მიუხედავად, ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად არ გვიგრძნია. 2022 წელი საშუალო 65%-იანი დატვირთვით დავასრულეთ, 2023 წელს კი, მიმდინარე მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალოდ 75%-იან წლიურ დატვირთვას ვპროგნოზირებთ.

 სასტუმროს ძირითადი ვიზიტორები გალფის ქვეყნებიდან არიან, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება ევროპელი ტურისტების მატებაც, რაც ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა მიმართულების ფრენების დამატებას უნდა უკავშირდებოდეს.

 

ასევე ხშირად გვსტუმრობენ ქართველებიც, ბიზნესვიზიტორები თბილისიდან და სხვადასხვა ოფიციალური პირები სამთავრობო სტრუქტურებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან. არაერთხელ გვიმასპინძლია სპორტული გუნდებისთვისაც საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნიდან.

წელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები ვართ. 2021 წელს, როდესაც სასტუმრო ოფიციალურად გავხსენით, ჩვენს სეგმენტში კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. თუმცა ბოლო პერიოდია ქალაქში რამდენიმე მაღალი დონის სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ კონკურენციის პირობებში იბადება ახალი იდეები და უმჯობესდება ტურისტული სერვისები, რაც ჯამში მომხმარებლისთვის ყოველთვის დადებითის მომტანია.

სამომავლოდ ვგეგმავთ სასტუმროში საკონფერენციო სივრცის დამატებას, რადგან MICE მიმართულებაზე მოთხოვნას ნამდვილად ვხედავთ. ასევე იგეგმება სასტუმროს ტერასაზე ღია ბარისა და რესტორნის მოწყობაც. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, „ნიუპორტის“ გუნდი აქტიურად სწავლობს სხვადასხვა ლოკაციას და შესაძლებელია ამ ბრენდის სახელით მალე ახალი სასტუმროც გავხსნათ და ქსელი გავაფართოოთ. მანამდე კი სრული ყურადღება ჩვენს არსებულ ვიზიტორებსა და ხშირ სტუმრებზე გვაქვს.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტინა კუნაკი იბიცაზე BVLGARI-ს წვეულებაზე გამოჩნდა

#OK! ტინა კუნაკი იბიცაზე BVLGARI-ს წვეულებაზე გამოჩნდა

June 29, 2021
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში

July 4, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულებული ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი არიან

#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულებული ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი არიან

January 15, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები