• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! მარიკა მაჩიტიძის ქუთაისი

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

წლებია, ქუთაისელი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე მაყურებელსა და მსმენელს არაერთი საინტერესო როლითა და შესრულებით ამახსოვრებს თავს. იგი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის სოლისტია. ქუთაისში პირველად „წითელქუდას“ როლი შეასრულა, მას შემდეგ ყოველდღიურად სწავლობს და ვითარდება. კარიერაში გეგმები მრავლად აქვს, საკმაოდ დატვირთულია და თვლის, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესია აქვს.

 

მარიკა, ცნობილი ოჯახიდან ხართ, გაეცანით მკითხველს.

დავიწყებ იმით, რომ ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. მამა, მამუკა მაჩიტიძე ყველასთვის ცნობილი ექიმი-გინეკოლიგი იყო (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი), ღმერთმა მრავალი ნიჭით დააჯილდოვა და შესანიშნავ მუსიკას ქმნიდა, წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ ნარკვევებს, ხატავდა. თავისი ხელით ააწყო კომპიუტერი, რომელიც ქართულად ბეჭდავდა. ეს იყო ჩემს ბავშვობაში. ასევე ოპერები აქვს დაწერილი, ერთი, რომელიც გერმანიაში ფესტივალზე დაიდგა. ასევე მეორე ოპერა ქეთევან წამებულზე, რომელიც ელოდება დღის შუქზე გამოსვლას და იმედი მაქვს, რომ ეს ისე განხორციელდება, როგორც მის სახელს ეკადრება.

დედა, ქეთევან ბუაძე, მუსიკოსია, მევიოლინე და კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ისე მოხდა, რომ თავისი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა და როგორც ამბობს ხოლმე, მისი პროფესია ახლა არის – დედობა. მყავს ძმა, ირაკლი მაჩიტიძე, პროფესიით დიპლომატია და თავის 9 წლის შვილთან, მირიან მაჩიტიძესთან ერთად უძღვება და აგრძელებს ჩვენი ოჯახის ტრადიციებს.

იცით, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ჩემი პროფესიული განვითარება წარმოუდგენლად მიმაჩნია. პროფესიის არჩევაშიც უდიდესი წვლილი აქვს დედას, რომელმაც ბავშვობიდან დაინახა ჩემში ეს ნიჭი და იყო ისეთი დილემა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც უნდა ამერჩია ან ექიმობა, ან მუსიკოსობა. მამაჩემს დიდი სურვილი ჰქონდა, მისი გზა გამეგრძელებინა და მეც ექიმი ვყოფილიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და ერთ წელიწადში დავანებე თავი, რადგან ვგრძნობდი, რომ მუსიკა და ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მერე ჩავაბარე ქუთაისის კონსერვატორიაში და ამაში დედა ძალიან დამეხმარა. არასოდეს არ მინანია ეს გადაწყვეტილება და ამისთვის დედის მადლიერი ვარ. ქუთაისის კონსერვატორიაში 2002 წელს ჩავაბარე, სადაც 4 წელი ჩემს ძვირფას პედაგოგთან, პროფესორ გიორგი ლომთაძესთან ვისწავლე. 2006 წელს მაგისტრატურა თბილისის კონსერვატორიაში გავაგრძელე ლეგენდარულ ქართველ მომღერალ მედეა ამირანაშვილთან. 2008 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ვარ და მიუხედავად ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ვარ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, თან ვაგრძელებ სწავლა-განვითარებას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის არ ვიშურებ ძალასა და ენერგიას. ეს საქმიანობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ზოგადად არსებობა.

 

 

სიმღერა როდის დაიწყეთ?

ბავშვობიდან ვმღერი. ჯერ ბაღში, შემდეგ სკოლაში. როდესაც ეს პროფესია ავირჩიე, ქუთაისის ოპერის თეატრში პირველად „წითელქუდას“ როლი შევასრულე და ეს არასოდეს დამავიწყდება. მაშინ ჩემი პედაგოგიც სცენაზე ჩემთან ერთად იდგა და ეს დიდი ბედნიერება იყო. შემდეგი იყო თბილისის საოპერო თეატრის სცენა, „აბესალომ და ეთერი“, სადაც მარიხის როლი შევასრულე. ამას მრავალი სხვა როლი მოჰყვა.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი?

ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ფეხი ავიდგი და დღემდე ვაგრძელებ წინსვლას. ამიტომ ქუთაისელი მაყურებელი ჩემთვის გაიგივებულია ოჯახთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, იმათთან, ვინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც ქუთაისში ვმღერი.

ქუთაისში ვარ მაშინ, როდესაც ამის საჭიროებაა და თავისუფალი დრო მაქვს, რადგან ამ ქალაქშია ჩემი ოჯახი და საყვარელი ხალხი.

 

ქუთაისელ მაყურებელზე რას იტყვით?

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე ძალიან მიყვარს, როდესაც ქუთაისელი მაყურებლისთვის ვმღერი. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაც არის და ღელვაც შესაბამისი, მაგრამ ქუთაისელი მსმენელი საკმაოდ კრიტიკულია, მე კი მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა.

ეს ქალაქი თავისი 3-ათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კოლორიტით მდიდარი ქალაქია. ვამაყობ, რომ ქუთაისელი ვარ, ვამაყობ, რომ მესამე სკოლაში ვსწავლობდი, იმითაც ვამაყობ, როგორ ოჯახში გავიზარდე და რა ტრადიციებს ვეზიარე ბავშვობიდან. ეს ყველაფერი, ალბათ, ჩემს პიროვნულ თვისებებზეც აისახება და ვისურვებდი, რომ ქუთაისს მეტი ყურადღება მიაქციონ და პატივი სათანადოდ სცენ.

 

თქვენი პროფესიის ძირითადი ხიბლი რა არის?

ჩემი პროფესია საინტერესოა და იმიტომაც მიყვარს, რომ სიახლეები ყოველდღიურად ხდება. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ვცდილობ განვითარებას, რათა ირგვლივ კონკურენციის მაღალ დონეს არ ჩამოვრჩე. საინტერესოა ახალ როლებზე მუშაობა, სხვადასხვა დირიჟორსა თუ რეჟისორებთან თანამშრომლობა, ახალი კოლეგების გაცნობა და მათთან ერთად სცენაზე დგომა. დღეს ძირითადად რეპეტიციებში ვატარებ და ვუნდები მზადებას ამა თუ იმ სპექტაკლისა თუ კონცერტისთვის. როდესაც სპექტაკლი მაქვს, ვცდილობ დღე მშვიდად გავატარო და კონცენტრაცია როლზე მოვახდინო.

 

 

გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები.

უახლოესი გეგმაა, თბილისის ოპერის თეატრში ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პრემიერა და მთავარი როლი. მიხარია, რომ მაროს პარტია ქუთაისის ოპერაში არაერთხელ მიმღერია და ახლა უკვე თბილისის სცენაზეც შევასრულებ ამ ძალიან საპასუხისმგებლო პარტიას. ამ ზაფხულს თბილისის ოპერის თეატრში ასევე იგეგმება ალექსი მაჭავარიანის ოპერა „ჰამლეტის“ პრემიერა. იქნება საკონცერტო ვერსია, სადაც ოფელიას პარტიას შევასრულებ. პარალელურად ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე და იმედია 1 წელიწადში დოქტორის ხარისხსაც დავიცავ. ასევე გასტროლებიც მაქვს გეგმაში ამერიკაში, გერმანიასა და იტალიაში.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

გაიგე მეტი: OKქუთაისი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

March 6, 2023
#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

October 7, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კაპანაძე (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კაპანაძე (ვიდეო)

November 18, 2023
OK! ecco – კომფორტი, რომელსაც შეუძლია გამოგზაუროს მსოფლიოს გარშემო

OK! ecco – კომფორტი, რომელსაც შეუძლია გამოგზაუროს მსოფლიოს გარშემო

September 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

February 12, 2026
#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები