• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! აკეთე მოლოდინის გარეშე

June 2, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ოკინავა – კუნძული იაპონიის სამხრეთით. ადგილი, სადაც კარატე დაიბადა. თვითონ სიტყვა კი „შიშველ ხელს“ ნიშნავს. მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი თავდაცვა იყო. იაპონელებმა შეძლეს თავდაცვის ეს სისტემა უფრო ღრმა და სასარგებლო საშუალებად გარდაექმნათ ადამიანის ფიზიკური და შინაგანი მდგომარეობის განსავითარებლად. იერარქიული საბრძოლო ხელოვნება, დაფუძნებულია „ბუშიდოს“ კოდექსსა და ღირებულებებზე. მოვარჯიშეთა ასაკი განუსაზღვრელია, რაც ცხადყოფს ხელოვნების სიღრმესა და მნიშვნელობას. „დისციპლინა და პრინციპულობა არის უმნიშვნელოვანესი. და როგორც ლევანი ამბობს, კარატე: „საკუთარი თავის მორევის ხელოვნებაა, სადაც უპირობო სიყვარულია საჭირო“. გოჯუ-რიუს მეხუთე დანის მფლობელი, სენსეი ლევან როგავა გვიყვება ამომავალი მზის ქვეყნის საბრძოლო ტექნიკაზე, სადაც ბრძოლაც კი ხელოვნებაა, და ბავშვებზე საქართველოდან, რომელთაც სურთ ისწავლონ მთავარი – „აკეთონ მოლოდინის გარეშე“, სადაც პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი, რადგან ამ შემთხვევაში შედეგი თავისთავად მიიღწევა.

 

რატომ კარატე?

10 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ვარჯიში გოჯუ-რიუში. ძირითადი მოტივაცია და ინსპირაცია ფილმები იყო, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ის იყო, რომ მინდოდა, უბრალოდ, ძლიერი ვყოფილიყავი, რათა საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვა შემძლებოდა. ფაქტობრივად, ამ სისტემასთან ერთად გავიზარდე. როგორც ყველა ჩემი თაობის ბავშვს, მეც მქონდა უამრავი ცდუნება, თუმცა ჩემმა ოჯახმა და საკუთარმა მიზანდასახულობამ არ მომცა გზიდან გადახვევის საშუალება. სიმართლე გითხრათ, არც გამივლია გონებაში, რამე სხვა საქმეში გამეცვალა ჩემი პროფესია.

 

 

რა უნარ-ჩვევებს ავითარებს ბავშვებში ეს სპორტი?

არ ვიქნები სუბიექტური და ჩემი მოსწავლეების მშობლებიც დამეთანხმებიან, რომ ეს მიმდინარეობა ბავშვებისთვის არის ძალიან ეფექტური და სასარგებლო საშუალება, რათა ბავშვები გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, მშვიდები და მიზანდასახულები. აგრესიულ გარემოში ვცხოვრობთ და ყველა მშობელს უნდა, რომ თავისი შვილი იყოს გაწონასწორებული და შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ჩემი უპირველესი მოვალეობაა აღმოვაჩენინო ბავშვებს თავიანთი სისუსტეები და როგორც პასუხისმგებლიანი სენსეი, მათ დავეხმარო ამის გადალახვაში. უპასუხისმგებლობა დანაშაულია, როდესაც მათ არ ასწავლი, თუ როგორ გახდნენ ძლიერები. სწორედ ამას ვასწავლით ჩვენთან მოსულ ბავშვებს.

 

გოჯუ-რიუ – მსგავსება და განსხვავება კარატესთან?

გოჯუ-რიუ იაპონური სიტყვაა და ნიშნავს „მაგარის და რბილის სინთეზს“. სხვანაირად რომ გითხრათ, გოჯუ-რიუ ნიშნავს ბალანსს. ძალიან რთულია ბალანსის პოვნა ცხოვრებაში. სწორედ ამის პოვნაში გვეხმარება ეს საბრძოლო ხელოვნება. ჰარმონიულობას საკუთარ თავთან და შესაბამისად, სამყაროსთან. ჩვენი სისტემა წვრთნის ადამიანის ფიზიკურ სხეულს და ალაგებს შინაგან მდგომარეობას. იაპონელები ამას უხილავ იარაღსაც კი ეძახიან. ყველა საბრძოლო ხელოვნებას პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვან და განსხვავებულ როლს ასრულებს ადამიანის ძლიერად ჩამოყალიბების პროცესში.

 

 

აი, სულ მაინტერესებდა, იაპონია, როგორც უდიდესი კულტურის ნაწილი – იგრძნობა თუ არა ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა მისსავე სპორტში?

შესანიშნავი კითხვისთვის დიდი მადლობა. ამ ერის იდენტობა ჩანს მათ დამოკიდებულებაში ზოგადად თავიანთი კულტურის მიმართ. ეს ნათლად დავინახე, როცა პირველად ჩავედი იაპონიაში.

ერთია, როცა ჩადიხარ როგორც ტურისტი, მაგრამ მეორე – როცა ჩადიხარ როგორც მათი კულტურის ნაწილი. მე არ მეგულება მეორე ქვეყანა, რომელიც თავის კულტურას, უახლეს ტექნოლოგიასა და თანამედროვეობას ასე უმაღლეს დონეზე ინარჩუნებდეს და ისე ანვითარებდეს, როგორც იაპონიაა. დააკვირდით მათი კალიგრაფიის ხელოვნებას, ჩაის ცერემონიალს, საბრძოლო ხელოვნებებს და კიდევ უამრავ ხელოვნებას, რასაც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს. რაც ემსახურება მთავარ აზრსა და მიზანს, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს მისი არსებობის აზრი და ადგილი. ხშირად მიწევს მოგზაურობა ამომავალი მზის ქვეყანაში. უახლოეს მომავალშიც გვიწევს ჩასვლა სემინარზე და ყოველ ჯერზე, როცა იქ ჩავდივარ, ვიღებ უსაზღვრო ენერგიას და მნიშვნელოვან ცოდნას. სხვადასხვა იაპონელ სენსეისთან შეხვედრა და მათთან ერთად ვარჯიში მაძლევს სიღრმისეული ანალიზისა და საკუთარ თავზე დაკვირვების შესაძლებლობას.

 

 

ბოლო დროს ბავშვებში სულ უფრო პოპულარული ხდება გოჯუ-რიუ, რა არის მთავარი პრინციპები, რაზეც იაპონური ბრძოლის ხელოვნება დგას?

რამდენიმე ფაქტორია, რაც გოჯუ-რიუს პოპულარობას განაპირობებს. პირველი, ალბათ, არის ჩვენი სენსეების პროფესიონალიზმი. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყოველდღე ჩვენ ვმუშაობთ საკუთარ თავზე, რადგან ვაცნობიერებთ ბავშვებთან მუშაობის უდიდეს პასუხისმგებლობას. მეორე, ეს არის მშობლების დამოკიდებულება, რადგან ყველაზე კარგად ისინი ხედავენ ბავშვების დადებით ტრანსფორმაციას. ყველაზე მთავარი კი მაინც ბავშვების უკუკავშირია. ჩვენთან ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა მოდის სიხარულით, ანუ დაძალების გარეშე. ყოველი ვარჯიშის შემდეგ თავს გრძნობენ გაძლიერებულად და ბედნიერად. სწორედ ეს არის მათი მამოტივირებელი მუხტი, ივარჯიშონ. ერთდროულად განვითარდნენ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.

 

ბავშვებისგან თუ სწავლობ თავად და ყველაზე მეტად რაში გეხმარება მათთან ურთიერთობა?

ბავშვებთან მუშაობა არის ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმე. როცა მათთან არ ვარ, მაშინაც ჩემი ფიქრები პირდაპირ თუ ირიბად მათ უკავშირდება. ისინი კარგად ხედავენ ჩემს ორივე მხარეს, ფიზიკურ ფორმასაც და შინაგან მდგომარეობასაც. არ მპატიობენ არასწორად მოქცევას. სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ და თან ფრთხილად ვარ. ამავდროულად, ვალდებული ვარ, რომ ეს მიღებული ენერგია უკან ისევ მათ დავუბრუნო. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა, რომელიც პატივისცემაზეა დამყარებული. არ მახსენდება ჩემი ხმამაღალი ნათქვამი სიტყვა მათთვის. განსაკუთრებული აურა ტრიალებს დოჯოში, სადაც ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და ვაძლიერებთ.

 

 

მთავარი, რასაც ასწავლი ბავშვებს?

ვფიქრობ, რომ ბავშვებს ვასწავლით მთავარს – სწორად აზროვნებას, ანუ ადამიანურობას. ყველა ერთად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე ვერ იქნება წარმატების გარანტია. აუცილებელია ინტელექტუალურ მხარეზე მუშაობა, ამის გარეშე შორს წასვლა და დიდი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია. ამიტომ ამ ორი ასპექტის – ფიზიკურისა და შინაგანის სინთეზი ერთმანეთთან ერთი მთლიანის ორი მხარეა. ბავშვი ერთხელ თუ მიხვდა მთავარს, ესე იგი გზა გაკაფულია და იცის საით წავიდეს და, რაც მთავარია, იცის როგორ იაროს დასახულ გზაზე.

 

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბილი აილიში GUCCI-ის სათვალეების უახლეს კამპანიაში

#OK! ბილი აილიში GUCCI-ის სათვალეების უახლეს კამპანიაში

September 7, 2022
#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

June 25, 2025
#OK! ელე ფენინგი Vivienne Westwood-ის კაბით! მსახიობი Film Independent Spirit Awards-ის რიგით 36-ე დაჯილდოებაზე!

#OK! ელე ფენინგი Vivienne Westwood-ის კაბით! მსახიობი Film Independent Spirit Awards-ის რიგით 36-ე დაჯილდოებაზე!

April 23, 2021
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

June 25, 2025
#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი ქორწილისთვის საპროტესტო აქციების ფონზე ემზადება

#OK! ჯეფ ბეზოსი ქორწილისთვის საპროტესტო აქციების ფონზე ემზადება

June 26, 2025
#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები