• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რაგბი ცხოვრებას ნიშნავს

May 31, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ბესიკ ხამაშურიძე მორაგბეების ოჯახიდანაა. თამაში სპორტის ამ სახეობაში პატარა ასაკიდან დაიწყო. როგორც ამბობს, რაგბი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რაგბის თამაშის დაწყება და დასრულება მშობლიურ ქალაქს დაუკავშირა. თვლის, რომ ქუთაისელი მაყურებელი განსაკუთრებულია.

 

ბესიკ, სპორტსმენების ოჯახიდან ხართ, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

პირველ რიგში, ქუთაისელი ვარ, პროფესიით სპორტსმენი მორაგბეების ოჯახიდან და ბავშვობიდანვე ვეუფლებოდი ამ სპორტს. მამა წარმატებული სპორტსმენია, ქუთაისის „აიაში“ თამაშობდა და გუნდი იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონიც იყო. იმ დღეს, როცა მამამ დედა სამშობიაროში მიიყვანა, თურმე გამოაცხადეს, რომ გაჩნდა კიდევ ერთი მორაგბე. შეიძლება ითქვას, რაგბის თამაში დაბადებიდან დავიწყე. ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ „აიას“ წევრები. როცა საშუალება იყო, მათ თამაშებზე, ვარჯიშებზე დავყვებოდი, სპორტულიც ვიყავი. სახლში რაგბის ბურთი სულ გვქონდა და ვსწავლობდი.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მეუღლე ევროპაში თამაშისას ჩემთან ერთად ცხოვრობდა, მაქსიმალურად ხელს მიწყობდა, თამაშისთვის რომ მოვმზადებულიყავი, ეამაყებოდა ეს ყველაფერი. შვილები, უფროსი ბართლომე, ბაბუის მოსახელეა და უკვე რაგბის თამაშობს, პატარა მაქსიმეც დაინტერესებულია. სულ სამი შვილი მყავს. ვფიქრობ, ბაბუის და მამის გზას გააგრძელებენ.

 

გუნდში თამაში როდის დაიწყეთ?

16 წლიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, მოგვიანებით ეროვნულ ნაკრებში დამიძახეს. პარალელურად საფრანგეთში, ერთ-ერთ საინტერესო და სარაგბო ქალაქში წავედი სათამაშოდ. იქ ბევრი წელი გავატარე და პროფესიული განვითარებაც დავიწყე.

2008 წლიდან ახალი ეტაპი დაიწყო ქართული რაგბისთვის. მოედნების მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა და ქუთაისში გაჩნდა ბაზა, რომელიც ევროპული სტანდარტების გახლავთ. ამ პერიოდიდან ქუთაისის „აიას“ სათავეში ჩავუდექი ჩემს პრეზიდენტთან ერთად. ვიცე-პრეზიდენტი ვარ და სპორტულ მხარეს ვკურირებ. ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შვიდკაცას მწვრთნელი ვარ, დავიწყეთ გუნდის ტრადიციებზე მუშაობა. ბევრი რამ შევცვალეთ, თუნდაც მიდგომა და დამოკიდებულება რაგბის მიმართ. უფრო დავაფასეთ მოწინააღმდეგე.

 

 

როგორი გულშემატკივარი ჰყავს ქუთაისში რაგბის?

თამაშებს ესწრებიან, გულშემატკივრობენ. ასე სხვა ქალაქებში არ ხდება, ერთსულოვნებაა. მნიშვნელოვან თამაშს რომ ვატარებდით, არც კი ვიცოდით, რომ მოდიოდნენ და გულშემატკივრები მოულოდნელად მოედანზე ჩნდებოდნენ, გვხვდებოდნენ, სუფრაც გაუშლიათ. ბევრი ასეთი შემთხვევა მახსენდება. ქუთაისს კარგი და მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ქალაქი პატარაა, ყველა ყველას იცნობს. გუნდი თითქმის ქუთაისელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, გვერდში უდგანან ერთმანეთს. ამ ქალაქში ოდითგანვე სავსე იყო მოედნები. გადაჭედილი მაყურებელი უცხო არ არის, მოგვდევს ეს ტრადიცია. ბავშვობიდან ამ კლუბში ვთამაშობ და კარგად ვიცი, როგორი გვერდით დგომა იციან. მოგეხსენებათ, ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონი გავხდით, ეროვნულმა ნაკრებმა ბევრი მოთამაშე წაიყვანა და ახალი გუნდის შეკრება დავიწყეთ. ქალაქის ხელმძღვანელობა გვერდით გვიდგას, როგორც ფინანსური კუთხით, ისე მორალურად. ასევე ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს სარაგბო სკოლაში, სადაც სწავლა უფასოა.

 

ქუთაისელობა რას ნიშნავს თქვენთვის?

ყველაფერს, ალბათ მთელ ცხოვრებას, სიამაყეს, სიმშვიდეს, სიყვარულს, ცხოვრების წესს. არის რაღაცები, რასაც შევცვლიდი, არქიტექტურულადაც, მაგალითად, რიონის პირს ტურისტულად უფრო საინტერესოს გავხდიდი.

 

რა განცდა გქონდათ, თამაშს თავი რომ დაანებეთ და მწვრთნელის პოზიციაზე გადაინაცვლეთ?

სადაც დავიწყე რაგბის თამაში, იქვე დავასრულე, ვგულისხმობ ქუთაისის „აიას“. 2011 წელს თამაშს თავი დავანებე და გზა ახალგაზრდებს დავუთმე. მოედანზე ყოფნას არაფერი სჯობს, თუმცა ვფიქრობ, გარედან უფრო მეტი საჭიროება იყო და ეს პასუხისმგებლობა ავიღე. ბევრი ახალგაზრდა გავზარდე, რაც ძალიან მახარებს. მწვრთნელობა ძალიან საინტერესოა, ბოლოს დამარცხებაც, გამარჯვებაც ყველაფერი შენთან მოდის და დიდ სამუშაოს მოიცავს. ვცდილობ, ვსწავლობ. არ მიჭირს შეცდომების აღიარება. კვირაში რამდენიმე დღე ქუთაისში ვარ, დანარჩენი დღეები თბილისში.

 

როგორი იყო რაგბი ადრე და როგორია დღეს?

ადრე მორაგბეებს ისე უყურებდნენ, აუცილებლად ძალისმიერი უნდა ყოფილიყო. იმ ძალასთან ერთად ინტელექტია საჭირო. თეორია, ტექნიკა, ტაქტიკა. რაც მეტი განათლებული ახალგაზრდა წამოვა, მით უკეთესია ამ სპორტისთვის. ამასთან ერთად უფრო აჩქარდა, სანახაობრივი გახდა, წესები შეიცვალა.

 

რა პოზიციაზე თამაშობდით?

ძირითადად უკანა ხაზს ვთამაშობდი: 15, 11, 14 ნომერს. დაცვა და ბურთის ამოტანა, ასევე ლელოს გატანა. რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა, მეგობრობა, ერთმანეთის გატანა. გამარჯვებული უნდა გამოხვიდე.

 

გაიხსენეთ დასამახსოვრებელი თამაში.

 ჩემი ბოლო თამაში მახსენდება საქართველოში, როდესაც „არმიასთან“ დავმარცხდით, ტაიმ-ნახევარს ვიგებდით. ბოლო წუთებში ვეღარ შევძელით. ემოციური იყო. მოგებული მატჩები ბევრი გვაქვს. განსაკუთრებით რუსეთთან გამარჯვებული თამაშები, ქართველი ერი ამაყი და ბედნიერი იყო, რომ იმ გასაჭირის დროს შეგვეძლო თუნდაც ერთი დღით ქართველი ერისთვის სიხარული გვეჩუქებინა.

 

 

არის ისეთი თამაში, რომელიც ვერ ითამაშეთ?

საფრანგეთში მეორე დივიზიონის ჩემპიონი სამჯერ გავხდი. გულდასაწყვეტია, საფრანგეთში უმაღლესი ლიგის თამაში რომ ვერ მოვახერხე. 2011 წელს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად მაღიარეს, ასევე საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ბომბარდირიც, –  ყველაზე მეტი ლელო მქონდა გატანილი, საუკეთესო მელელოვეც. სხვათა შორის, იმ წელს ასევე ჩემპიონატი იყო და სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე რატომღაც არ აღმოვჩნდი იმ მოთამაშეებს შორის, რამაც ძალიან მატკინა გული. საუკეთესო ფორმაში ვიყავი, საქართველოს ნაკრებიდან კი არ აღმოვჩნდი იქ, რამაც ძალიან იმოქმედა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა მეტად გამიღვიძა და მიზანდასახული გამხადა. ანუ ცოტათი ადრე დაგვამთავრებინეს თამაში. ბოლოს ყველაფერში მაღიარეს, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან, მავანის ჩარევით გარეთ რომ დავრჩი. თუმცა მიზეზები აღარ მიძებნია. შემდეგ თავიც უმართლებიათ, მაგრამ აღარ მომისმენია.

 

რას ნიშნავს თქვენთვის რაგბი?

46 წლის ვარ და რაგბი მთელ ჩემს ცხოვრებას ნიშნავს. ნეტავ იქ რაგბი არის? ძალიან მიყვარს.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები
ინტერვიუ

#OK! პრაიმი ფოთში – ხარისხზე ორიენტირებული სერვისები

July 17, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი
OK! Business

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers – თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი

July 17, 2025
#OK! Greenwood Hotel  შენი იდეალური დასვენებისთვის
ინტერვიუ

#OK! Greenwood Hotel შენი იდეალური დასვენებისთვის

July 17, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

December 7, 2023
#OK! ჯენიფერ ლოურენსი Vanity Fair-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე: მსახიობი LACHLAN BAILEY-ის ობიექტივში

#OK! ჯენიფერ ლოურენსი Vanity Fair-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე: მსახიობი LACHLAN BAILEY-ის ობიექტივში

December 24, 2021
#OK! Passiontosew – ინტერვიუ საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილთან

#OK! Passiontosew – ინტერვიუ საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილთან

February 1, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან 11 დღის შემდეგ სხეულის იდეალური ფორმებით პოზირებს

#OK! ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან 11 დღის შემდეგ სხეულის იდეალური ფორმებით პოზირებს

March 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

July 17, 2025
#OK! ცვლილებების დრო: 40+ ქალი და მისი ახალი საზღვრები

#OK! ცვლილებების დრო: 40+ ქალი და მისი ახალი საზღვრები

July 16, 2025
#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

#OK! ვინ არის ბირკინის ორიგინალი ჩანთის ახალი მფლობელი?

July 14, 2025
#OK! Mon Nuage  უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

#OK! Mon Nuage უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

July 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები