• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში

May 13, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„ასტრომანი“ არის პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით. ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის გარდა „ასტრომანი“ არის შემეცნებითი სივრცე, სადაც მუდმივად იდება საოცარი ფაქტები სამყაროდან, სიახლეები მეცნიერული მიღწევებისა თუ მომავალი სარაკეტო მისიების შესახებ. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ჟურნალი OK! დამფუძნებელ რეზი მოდებაძეს ესაუბრა.

 

გაგვაცანით „ასტრომანი“. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?

ყველაფერი დაიწყო 2019 წელს, როდესაც გავაკეთე შემეცნებითი ფეისბუქგვერდი, სადაც ვაზიარებდი ვიდეოებს და ფოტოებს ჩვენი სამყაროდან. ვცდილობდი მოკლე სტატიებში მაქსიმალური ინფორმაცია ჩამეტია, რათა მკითხველის ინტერესი და მოლოდინები გამართლებულიყო. გვერდმა საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და გამომწერები სულ უფრო აქტიურად ითხოვდნენ პლანეტების სანათებს. კომენტარებში დებდნენ სატურნის, მთვარის, დედამიწის სანათების ფოტოებს და კითხულობდნენ, ასეთები გვქონდა თუ არა გაყიდვაში. თავიდან ვერც ვიფიქრებდი, რომ ასტრონომიის სფეროზე მსგავსი მოთხოვნა იქნებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც განვითარებული და პოპულარული არ არის ეს თემა, ამიტომ სატესტოდ მხოლოდ რამდენიმე პლანეტის სანათი ჩამოვიტანე და დავდე გვერდზე. დღის ბოლოს უკვე არცერთი აღარ იყო დარჩენილი. ამ ყველაფერმა მიბიძგა მეტი მემუშავა, შემდეგ იყო ხანგრძლივი პროცესი, სანდო მომწოდებლების მოძიებისა და პროდუქციის გამრავალფეროვნებისა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. 4 თანამშრომელი და 230-ზე მეტი დასახელების ნივთი ყოველდღიურად ახარებს ჩვენს მომხმარებლებს.

 

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენს მაღაზიაში კოსმოსის თემატიკის პროდუქციის ფართო არჩევანია. სანათები, განათებები, ტელესკოპები და ბინოკლები, საბავშვო სათამაშოები, საათები, ბლოკნოტები, ვარსკვლავური რუკები, ბალიშები, ჭიქები, სასკოლო ჩანთები, აქსესუარები და სხვ.

რაც შეეხება ფასის დიაპაზონს, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლებს, გვაქვს ბიუჯეტურიც და ძვირიანი ნივთებიც, რა თქმა უნდა, ხარისხის მიხედვით.

ძირითადი პროდუქცია არის იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო მცირე ნაწილს ადგილზე ვამზადებთ. ჩვენი ახალი კამპანიის MADE IN GEORGIA-ს ფარგლებში, აქტიურად ვეძებთ საქართველოში დამზადებულ ნივთებს, რომლებიც რაიმე დეტალით იქნება დაკავშირებული ჩვენს ნიშასთან და ვეხმარებით განათავსონ ჩვენს პლატფორმაზე, ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

„ასტრომანში“ შეძენილ ნებისმიერ საჩუქარს მოჰყვება გარანტიაც შეცვლის, შეკეთების ან დაბრუნების სერვისით, რაც ხელს უწყობს ჩვენ მიმართ ნდობისა და ერთგულების გაზრდას.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებლები არიან დედები, რომლებსაც სურთ, თავიანთი პატარები კოსმოსური სათამაშოებით გაახარონ. შეყვარებულები, რომლებიც ცდილობენ საყვარელ ადამიანს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთონ. უბრალოდ, კოსმოსზე შეყვარებული ადამიანები, ვინც თავიანთ სივრცეს პლანეტებითა და ვარსკვლავებით აფორმებენ. ასევე კომერციული ორგანიზაციები: სასტუმროები, სასწავლო დააწესებულები, კაფე-ბარები, რომლებსაც განსხვავებული გარემოს შექმნა უნდათ თავიანთი კლიენტებისთვის. ძალიან ხშირად ვიღებთ მადლობის წერილებს. მშობლები გვიგზავნიან ხოლმე ვიდეოებს, თუ როგორ ხსნიან პატარები ჩვენს საჩუქრებს, მათი სიხარულის დანახვა ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ამ საქმის კეთებისას. რა თქმა უნდა, გვყოლია უკმაყოფილო კლიენტებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ ჰქონდათ კარგი გამოცდილება ჩვენს კომპანიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი გვეხმარება გაზრდასა და სერვისის თუ პროდუქციის ხარისხის დახვეწაში.

 

სად შეგვიძლია თქვენთან წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის ხილვა შესაძლებელია საიტზე: www.astroman.ge, ასევე ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ონლაინ. მიტანის დრო თბილისში 2 სამუშაო დღეა, რეგიონებში კი 3-4 დღე. გვაქვს დაჩქარებული სერვისიც, 1 დღეში მიტანით. შოურუმი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ვაკე, ლევან მიქელაძის 17. სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-დან 18:00 სთ-მდე.

როგორია „ასტრომანის“ სამომავლო გეგმები?

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა ჩვენი პროდუქცია და სერვისი გავაფართოოთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ადგილობრივ მხატვრებსა და დიზაინერებთან თანამშრომლობას, რათა უფრო უნიკალური და ექსკლუზიური კოსმოსური თემატიკის ნივთები შევქმნათ, რა თქმა უნდა, საქართველოში დამზადებული. გარდა ამისა, ვაპირებთ ვუმასპინძლოთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ვორქშოფებს. ზაფხული მოდის და ტელესკოპით ღამის ცაზე დაკვირვება უფრო აქტუალური ხდება. ვაპირებთ მოვაწყოთ გასვლითი ღონისძიებები, სადაც ჩვენს გამომწერებს საშუალება ექნებათ, მძლავრი ტელესკოპით დააკვირდნენ ციურ სხეულებს. ამ ყველაფრის მიზანია, საზოგადოებას ასტრონომიისა და კოსმოსის მიმართ ჩვენი სიყვარული გავუზიაროთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

May 8, 2025
#OK! ნინი ბრეგვაძემ რიგის ტური წარმატებით გაიარა და The voice-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა!

#OK! ნინი ბრეგვაძემ რიგის ტური წარმატებით გაიარა და The voice-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა!

October 25, 2023
#OK! დედოფალი ელიზაბეტი საკუთარ შვილთაშვილს პირველად შეხვდება – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლილიბეტის პირველ დაბადების დღეს სამეფო ოჯახში გაატარებენ

#OK! დედოფალი ელიზაბეტი საკუთარ შვილთაშვილს პირველად შეხვდება – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლილიბეტის პირველ დაბადების დღეს სამეფო ოჯახში გაატარებენ

May 30, 2022
#OK! შერონ სტოუნი იუბილარია: ლამაზმანი 64 წლის გახდა

#OK! შერონ სტოუნი იუბილარია: ლამაზმანი 64 წლის გახდა

March 10, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

June 25, 2025
#OK!  ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

#OK! ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

July 1, 2025
 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

June 28, 2025
#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები