• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ხაზების სიზუსტით შექმნილი პერსონაჟები და ფერებად ქცეული გრძნობების არსი

May 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სიმბოლიზმი, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებში გვხვდება, დიდ ჩაღრმავებას ითხოვს. სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს და ალბათ, ამიტომაც მთავარი სათქმელი – სიყვარულის ხაზგასმა, მიმტევებლობაზე საუბარი, სულის სიმტკიცის პერსონაჟებად ქცევაა. მის ნახატებში ხშირად შეხვდებით ბიბლიურ სიმბოლოებსა თუ ფსალმუნის ტექსტებს. ზღაპრული სამყარო და სულ სხვა მისტიკა, ალეგორიული აზროვნებით დატვირთული – მკვეთრ ხაზში გამოხატული პერსონაჟები. ერთი ხელის მოსმით შექმნილი გმირები, რომლებიც შეხედვისთანავე გეტყვიან, რომ ეს რუსუდან ფეტვიაშვილია, მხატვარი, რომელიც არავის ჰგავს. მაშ ასე, რუსუდან ფეტვიაშვილის ავტოპორტრეტი, სპეციალურად ჟურნალ OK-ის მკითხველებისთვის.

 

ნახატი, როგორც ავტოპორტრეტი, რას გვეუბნება ნახატი ავტორზე?

ყველაფერს, რადგან მხატვარი ხატავს იმას, რასაც ის შინაგანად გრძნობს, განიცდის. ეს არის მისი აღქმები სამყაროსადმი, მისი თვალთახედვა, თვალსაზრისი. ნებისმიერი ნახატი გამოხატავს მხატვრის რაობას.

 

მხატვრობაში ყველაზე მეტად იმპრესიონიზმი მიყვარს – მელოდიურობასთან ერთად ბევრი ოცნებაა იქ. ჰოდა, თითქოს ეს სუფთა ტილოებიც – მათ ნამუშევრებში – ოცნებას ჰგავს. ამასთან ერთად, ცოტა ქაოსურობაც იგრძნობა და თითქოს მათი ავტორებიც შინაგანად ასეთებად გვევლინებიან. თქვენთან ყველაფერი პირიქითაა, ხაზებისა და ფერების სიზუსტით გადმოცემული დიდებული ნამუშევრები – ამ მხრივ გგავთ თქვენი ნახატები? შინაგანად რამდენად გაქვთ ეს მოწესრიგებულობის მოთხოვნილება?

საინტერესო შეკითხვაა. ამ კუთხით არასდროს მიფიქრია. შინაგანად საშინელი მოთხოვნილება მაქვს მოწესრიგებულობის, არ მიყვარს ქაოსურობა. როდესაც მუშაობას ვიწყებ, აბსოლუტური კონცეტრაცია მჭირდება, შინაგანი კეთილგანწყობა და ჰარმონია საკუთარ თავთან, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ უშეცდომოდ – ერთ ხაზში იყოს მოქცეული.

 

ყოველთვის იცით რა უნდა დახატოთ?..

ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა ავაგო ფიგურა. ხატვა ძალიან ცოცხალი პროცესია. ნახატი თვითკმარია – ის მაყურებელზე კი არ მუშაობს, არამედ მნიშვნელოვანია, რა ხდება ნახატში შიგნით და რას ითხოვს ტილო.

 

 

შთაგონება…

ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა – ჩიტების ჭიკჭიკის ხმაც შთამაგონებს. საერთოდ, ბევრ წვრილმანში შეიძლება შთაგონება ვიპოვოთ. მაგალითად, ვიღაცის ვიღაცისადმი გაკეთებულ უშუალო და უანგარო სიკეთეში. აი, სიკეთე რომ გააკეთა და ჩაიარა… სანაცვლოდ რომ არაფერს ელის.. .უშუალო სიკეთე – ეს ისეთი შთამაგონებელია…

 

მახსოვს, ერთ ინტერვიუში თქვით – არადროს დავხატავ ბოროტ ადამიანებსო… რას ნიშნავს ბოროტება თქვენთვის?

ბევრი მაქვს ნაფიქრი, რა სხვაობაა კეთილ და ბოროტ ადამიანებს შორის. ზოგადად, მგონია, რომ ბოროტება არ არსებობს. არსებობს ვნებებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ბოროტებას ემსახურება. მაგალითად, სიხარბით შეპყრობილი, შურით შეპყრობილი, აღვირახსნილობით შეპყრობილი. ადამიანის სახე არ შეიძლება იყოს ბოროტი. ბოროტება, ეს არის დატყვევებული მდგომარეობა ვნებებისა. არ უნდა მივცეთ ჩვენზე გაბატონების უფლება, სულ უნდა ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს. მთავარია ერთხელ მიხვდე ამ ყველაფერს და მერე, ალბათ, უკვე იცი, სადაც არის ჭეშმარიტება და ის შენგან აღარ წავა. ცდუნებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ შენ ყოველთვის უნდა იმუშაო შენს თავზე, მუდმივი სიფხიზლეა საჭირო.

 

ასეთ თემაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია არ გკითხოთ სახარების ილუსტრაციებზე.

90-იანი წლების ბოლოს საპატრიარქოში მივედი ჩემი მეგობრის – დედა თებრონიას მოსანახულებლად. მაშინ სულ შემთხვევით შევხვდი მის უწმინდესობას, იქ მაჩვენა მან ეს სახარება – ყველაზე დიდი ზომის, ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი. მერე გამომკითხა, ვიცოდი თუ არა ნუსხა-ხუცური, ასომთავრული. ბიბლია და სახარება თუ მქონდა წაკითხული. ასომთავრულს 6 წლიდან ვსწავლობდი, ნუსხა-ხუცურიც ვიცოდი და მაშინ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საკითხავი წიგნი სახარება იყო. მახსოვს, აღსარებაც ჩავაბარე. მაშინ უწმინდესმა და უნეტარესმა მითხრა, ეს შენი სახლია და შეგიძლია აქ დაჯდე და იმუშაოო. დილიდან საღამომდე იქ ვიყავი და ვმუშაობდი. ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. საპატრიარქოში გატარებულმა სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მომცა და უწმინდესის ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ეს იყო ჩემთვის გარდამტეხი და სულიერი სიღრმეების აღმოჩენის გზა. მაშინ ვისწავლე, ნამდვილი თავმდაბლობა რას ნიშნავს.

 

 

მთავარია, სიყალბე არ ჰქონდეს მხატვარსო…

ეს ყველასთვის მთავარია.სიყალბე ყველაფერში საშინელებაა – ურთიერთობაში, მხატვრობაში, ხელოვნებაში – საერთოდ ყველაფერში. რაც, პირველ რიგში, შენ თვითონ განგრევს. უშიშარი უნდა იყო და შეგეძლოს თამამად ისაუბრო იმ ყველაფერზე, რაც შინაგანად გაწუხებს და მართლა გაწუხებს.

 

უკან რომ იხედებით, რა ჩანს?

ძალიან დიდი ცხოვრება გავიარე. ბევრი ძვრა იყო – ბევრი სულიერი, ფიზიკური, მატერიალური გაჭირვება. ძალიან დიდი გამოცდილება. ალბათ, რაღაცებს შევცლიდი, მაგრამ გლობალურად არაფერს – ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რაც უკვე გავიარეთ.

 

და წინ?

სულიერი ზრდა, მხატვრული ზრდა – ყველა ასპექტში უნდა გაიზარდო – ესაა მნიშვნელოვანი.

 

ვინ არის რუსუდან ფეტვიაშვილი?

ადამიანი…

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ჩემი დღის სენსაციაც  ესაა…ნატო ბებია ხდება“ – ნატო გელაშვილი ბებია ხდება

#OK! „ჩემი დღის სენსაციაც ესაა…ნატო ბებია ხდება“ – ნატო გელაშვილი ბებია ხდება

January 10, 2023
#OK! ჯეიკ ჯილენჰოლი Tony Awards-ის რიგით 74-ე დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა!

#OK! ჯეიკ ჯილენჰოლი Tony Awards-ის რიგით 74-ე დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა!

September 27, 2021
#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: ოპრა უინფრი

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: ოპრა უინფრი

March 7, 2024
#OK! კარების მრავალფეროვანი არჩევანი ,,გენა ბილდში’’

#OK! კარების მრავალფეროვანი არჩევანი ,,გენა ბილდში’’

December 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები